კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეარცხვინეს საქვეყნოდ მეგობრებმა სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი

ერთ საღამოს „მოამბეს“ გადავცემ ტელევიზიით.

წესით, გადაცემის დაწყებამდე ფურცლები უნდა დავალაგო კადრების მიხედვით და გავაკეთო კომენტარები.

კი ბატონო, მაგრამ, ჩემს წილ ეშმაკს არასდროს სძინავს.

ორ წუთში „მოამბე“ უნდა დაიწყოს და, მოულოდნელად, სტუდიაში ჩემი მეგობარი ფეხბურთელები არ შემოლაგდნენ?! – კახი ასათიანი და ვახტანგ ჭელიძე.

– ნუგზარ, – მეუბნებიან, – საქმე გვაქვს შენთან აუცილებელი.

– რა დროს საქმეა, კაცო, მაცალეთ, „მოამბეს“ გადავცემ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი.

– კარგი, ბატონო, თუ სხვა გამოსავალი არ არის, მეტი რა გზაა, ეგრე იყოს, მაგრამ, ცალი თვალით მაინც გვაჩვენე ტექსტიო. ვიცი, არ მომეშვებიან. ერთი წუთი კიდევაა დაწყებამდე და მივაწოდე ეს ფურცლები. მალევე დამიბრუნეს და ჩავიდნენ ფოიეში, მელოდებიან.

დაიწყო „მოამბე“.

დავხედე ფურცლებს, დავიწმინდე ხმა და აკურატულად დალაგებული ფურცლების კითხვას შევუდექი:

– უნდა მოგახსენოთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ რუსთაველი მეტალურგები თავგამოდებით იბრძვიან დასახული გეგმების გადაჭარბებით შესრულებისთვის.

გადავდე ფურცელი. მონიტორზე გავარვარებული მარტენის საამქრო ჩანს.

– დიახ, – განვაგრძობ – თქვენ ახლა კადრში ხედავთ მშრომელი მეტალურგების ოფლით დაცვარულ სახეებს.

ეკრანზე ჩაის ბუჩქი გამოჩნდა. გამიშრა პირი. სასწრაფოდ მოვძებნე „ჩაის ფურცელი“ და რიხიანად ვამბობ:

– ჩვენი მეჩაიეები და მეციტრუსეები თავს არ იზოგავენ, რომ სოციალისტური შეჯიბრების გარდამავალი დროშა არავის დაუთმონ. ხედავთ, ალბათ, თუ როგორი თავგამოდებით ირჯება თითოეული მათგანი ჩაის დუყებით გადამწვანებულ ბუჩქებთან... – შევხედე მონიტორს და კინაღამ გადავირიე: ვიღაც ჩემი ცოდვით სავსე მეტალურგი უნიათოდ უჯაჯგურებს რკინის გრძელ კეტს ღუმელს. როგორმე უნდა გამოვასწორო სიტუაცია, თორემ, ძალიან ცუდადაა საქმე.

– დიახ! – განვაგრძობ ტექსტის კითხვას, – მოწინავე მეჩაიე, სონია ლაგვილავა... – იმ უნიათო მეტალურგმა კიდევ ერთხელ დაატრიალა კეტი ღუმელში და კინაღამ თვითონაც მიჰყვა...

ყველაფერი ნათელი იყო – რა მიხვედრა უნდოდა, რომ ჩემმა მეგობარმა ფეხბურთელებმა „შური იძიეს“ და საგანგებოდ დალაგებული ფურცლები ამირიეს. კვლავ შევეცადე მდგომარეობის გამოსწორებას:

– თქვენ ახლა ისევ რუსთაველ მეფოლადეს ხედავთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, იგი თავგამოდ...

შევხედე მონიტორს: ბოსლიდან ჯერ ძროხამ გამოყო თავი, მერე მისმა პირმშომ – პატარა ხბომ. ეკრანს „ტაბლიცა“ ააფარეს.

რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

მოკლედ, ჩემმა მეგობრებმა გვარიან შარში გამხვიეს.

 

(ნუგზარ ჯუღელის ნაამბობის მიხედვით)

скачать dle 11.3