კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მეცხრამეტე საუკუნეში შვედმა ექიმმა ერიკ კრიუგერმა ციურიჰში სამეცნიერო-გამაჯანსაღებელი კლინიკა გახსნა, სადაც მკურნალობდნენ ლოთებს და... აზარტულ მოთამაშეებს.

* 1567 წელს ვაჭარმა იოჰანაანმა ფრანკფურტში თავისი კანტორა გახსნა და კარის თავზე წითელი აბრა ჩამოკიდა. იოჰანაანი როტშილდების წინაპარი იყო.

* ერთ დროს საფრანგეთში არ შეიძლებოდა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ყურძნის დაკრეფა, რადგან, ფიქრობდნენ, რომ მომავალ წელს ის აღარ დამწიფდებოდა, იქნებოდა წვრილი და მჟავე, ან, შეიძლება, მოსავალი საერთოდ ვერ აეღოთ. 

* 1988 წელს კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ბუზი, რომელიც ინიღბება და ემსგავსება ობობას. ბიბლიური ფრაზის სიტყვების გადანაცვლებით, მათ ამ ბუზს  „მგლის ტყავში გახვეული კრავი“ უწოდეს.

* ყველა ევროპელისთვის მნიშვნელოვანია პატარა სოფელი – დელოვოე, რომელიც ორ ქალაქს: ტიაჩევსა და რახოვს შორისაა მოქცეული. ეს სოფელი ევროპის ცენტრია.

* ერთ-ერთი იტალიური ჩემპიონატის ბოლოს, ფეხბურთის კლუბებს – „მილანსა“ და „პარმას,“ მოგებათა და ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ; ასევე, ჰქონდათ, მიღებული და გაშვებული გოლების ერთნაირი მაჩვენებლები, ამიტომ ჩემპიონატის ცხრილში ანბანის მიხედვით, ჯერ „მილანი“ ჩასვეს, შემდეგ კი – „პარმა“.

* ყველაფერი დაიწყო კამათით, რომელიც ჰავაიზე, ერთ-ერთ ბარში ლუდის კათხებით ხელში თავშეყრილ მოყვარულ სპორტსმენებს მოუვიდათ: ისინი ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ, ვინ იყვნენ ნამდვილი სპორტსმენები – მორბენლები თუ მოცურავეები... და ასე წარმოიშვა სპორტის ერთ-ერთი სახეობა – ტრიატლონი.

*  საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების ყველასთვის ცნობილი გეგმა – „ბარბაროსა,“ გენერალ-მაიორმა ფრიდრიჰ ფონ პაულიუსმა ჰიტლერს 1940 წლის 29 ოქტომბერს წარუდგინა.

*  შუა საუკუნეებში გლობუსის საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა მარტინ ბეჰაიმი, თუმცა უფრო ცნობილი გახდა დურგალ ბერბეჯის მიერ შექმნილი გლობუსი. 

скачать dle 11.3