კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 15 ივლისს, საღამოს 23 საათზე. დავამთავრე საავიაციო ფაკულტეტი. მინდა უცხოეთში წასვლა. თუ მირჩევთ იქ კარიერის გაგრძელებას?

პასუხი: ავიაციის სფერო თქვენთვის დამაბრკოლებელია. ამიტომ, თუ ორმაგი ძალისხმევა, შეუპოვრობა და მიზანსწრაფვა არ გამოავლინეთ, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. საერთოდ, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენთვის უკეთესია ისეთი სფეროები, როგორებიცაა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს. ამიტომ, თქვენთვის მთავარია ოჯახის შექმნა, სტაბილურობა ნათესავებთან ურთიერთობაში და პატრიოტიზმი. დროებით კი, მაგალითად, ცოდნისა და კაპიტალის დასაგროვებლად, კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, ჰოლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ნორვეგია, დანიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა.

კითხვა: მე დავიბადე 1982 წლის 27 მაისს, დილის 7 საათზე, ჩემი რჩეული კი – 1983 წლის 5 თებერვალს. გაგვიმართლებს თუ არა სამომავლოდ სასიყვარულო-საოჯახო თვალსაზრისით?

პასუხი: ურთიერთობა თქვენ შორის, საერთო ჯამში, მისაღებია როგორც წლების, ისე თვეების მიხედვით. ხასიათში ბევრი მსგავსებაა, რაც  სამომავლოდ ჰარმონიულ ურთიერთობას გპირდებათ საოჯახო და სასიყვარულო თვალსაზრისით.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 2003 წლის 19 ოქტომბერს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რომელ პროფესიაში ელის მას მეტი წარმატება ასტროლოგიური კუთხით სამომავლოდ?

პასუხი: თქვენი ძმის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; ასევე, უნდა იყოს ლიდერი, უშიშარი მებრძოლი. დაეყრდნოს კეთილშობილებას. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიული დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ჩემი რჩეული კი – 1987 წლის 20 იანვარს, დილის საათებში. როგორ შევეწყობით ერთმანეთს?

პასუხი: თქვენი ურთიერთშეწყობა საშუალოა. წლების მიხედვით, ეს, შეიძლება, შევაფასოთ ხუთქულიანი სისტემიდან სამი ქულით. ურთიერთგაგება იქნება, მაგრამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებიც არის მოსალოდნელი. თუ შეძლებთ თვითკონტროლსა და დათმობას, მაშინ ურთიერთობა ოთხი ქულით შეფასდება.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 22 ნოემბერს, დილის 9 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების იოლად მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმისტი; ასევე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას. იყავით ფრთხილი და წინდახედული. შემოიკრიბეთ ირგვლივ ერთგული ადამიანები და სტაბილური გახადეთ ცხოვრება. რაც შეეხება უცხოეთს, ეს თქვენი კარმული მისია არ არის. თუმცა, ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, საბერძნეთი.

 

скачать dle 11.3