კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

საღირაშვილი

საღრიშვილების ადრინდელი გვარი საღირაშვილი ყოფილა – ასე ჩაწერეს ამ გვარის წარმომადგენლები 1873 წლის აღწერამდე. საღირა საუკუნეების წინ მამაკაცის საკუთარ სახელად ფიქსირდება და ფართოდაც ყოფილა საქართველოში გავრცელებული. საღირა საღირაშვილი მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. საღირა ნასესხები და შემდგომში გავრცელებული სიტყვაა. გვარი საღირაშვილი ითარგმნება როგორც ყრუაშვილი. საღირა და გაბრიელ საღირაშვილები სოფელ ვაშლოვანში 1873 წლის აღწერისას არიან მოხსენიებულნი.

საქართველოში 170 საღირაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 70, ვანში – 44, თბილისში – 29. არიან სხვაგანაც.

პაპელიშვილი

გვარის ფუძეა პაპა. ასევე, გვხვდება ამ სახელის ბევრი ვარიანტი: პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპრუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპელა, პაპოა, პაპუნა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუფა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა და ასე შემდეგ.

ამ საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი გვარებია: პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპავა, პაპავაძე, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპიძე, პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი, პაპუჩაშვილი და სხვა.

პაპაშვილიდან მომდინარეობს გვარი გობრიშვილი.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, პაპულაშვილები არიან როგორც ქართველები, ასევე ამ გვარის მცირე ნაწილი ქართველი ებრაელია.

პაპელიშვილები ოდითგანვე იყვნენ ქართველი მართლმადიდებლები.

1685 წელს პაპელაშვილები როსტომ მეფემ ალხაზ მაჩაბელს უწყალობა, შემდეგ საბაწმინდის საყდრის „სადაყუდებელი შექმნილიყვნენ“. გიორგი მეფემ მათი წყალობა ისევ განუახლა ალხაზ მაჩაბელს.

1631 წელს სვერში პაპელაშვილის მამული როსტომ მეფემ მაჩაბელს უწყალობა.

საქართველოში 160 პაპელიშვილი ცხოვრობს: გორში – 88, თბილისში – 51, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

ბაგრატაშვილი-ბაგრატიშვილი

ბაგრატი ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, რომელიც, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისგან მოყოლებული, ბევრ მეფეს ერქვა. ბაგრატი სომეხ მეფეთა სახელიც გახლდათ. წარმოშობით ამ სახელს ძველ სპარსულს უკავშირებენ:  ბაგადათა – „ღვთის ბოძებულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. არსებობს, ასევე, სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, ბაგრატი ქართული წარმოშობის სახელია.

პაატა ბაგრატისშვილი 1734 წლის სექტემბერს მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავისი ბატონის, გიორგი ბაგრატისშვილის სახელზე გაცემული თავნასყიდობის წიგნში.

ზურაბა ბაგრატიშვილი, აზნაური, 1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე იყო და ყმებიც ჰყავდა ქციაში. 1701-1711 წლებში ცხოვრობდა სოფელ დრიანეთში.

აღწერის მასალებში აზნაური გიორგი ბაგრატიშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1823 წელს. 

ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა გლეხები, ბაგრატიშვილები კი – აზნაურები.

საქართველოში 66 ბაგრატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, თელავში – 9, თეთრი წყაროში – 7. არიან სხვაგანაც.

41 – ბაგრატიშვილი: თბილისში – 24, გურჯაანში – 7, თელავში – 5. არიან სხვაგანაც.

ბაჯიაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ბაჯია. 

გადმოცემით, გვარი ბაჯიაშვილი მიუღიათ თავიანთი რძლის, გმირი ქალის – ანა-ბაჯის პატივსაცემად.

ბაჯიაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან 1847 წლის ერთ-ერთ კერძო სამართლებრივ აქტში. მათი გვარი ადრე ვარდუაშვილი ყოფილა, ხოლო 1840 წელს სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას გვარის არქიტექტონიკა შეუცვლია. ამ პერიოდში გვარი ვართანაშვილი ქვემო ქართლის ბევრ სოფელში აქვს აღწერილი ვახუშტი კოტეტიშვილს.

საკუთარი სახელი ვარდუა გვხვდება ადრეული პერიოდის სამართლის ძეგლებში.

საქართველოში 104 ბაჯიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, ბორჯომში – 5, გორში – 1. არიან სხვაგანაც.

გურგენაშვილი-გურგენიშვილი-გურგენიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გურგენი. აქედანაა წარმოშობილი გვარები: გურგენიძე, გურგენაძე, გურგენაშვილი, გურგენიშვილი.

„თავადი გურგენისძენი ძველად იყვნენ თავადნი შილდისანნი, რომელნიცა ასწყდნენ და არვინღა დაშთა გვართა მათთაგანი, ხოლო უკანასკნელ მორდლის ძემან სოლომონ, რომელიც იყო აზნაურად ცალმოგად დიდად ემსახურა მეფესა ირაკლის. ოდეს ნადირშამ წაიყვანა მეფე ირაკლი ინდოეთსა შინა, თანა წარყვა მუნ სოლომონ და თავდადებითაც ემსახურა. ამისთვის მეფემან ირაკლიმ უბოძა თავადობა და უწოდა გურგენისძეობა და არიან ესენი წელსა 1744-სა წოდებულადვე თავადად, რომელნიც აწ მოსახლეობენ შილდასა შინა და იწოდებიან სოლომონის შვილებად თავადად გურგენის ძეებად ესენი და არიან სახლის კაცნი“.

გურგენიძეები სოფელ ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევიდან.

საქართველოში 810 გურგენაშვილი ცხოვრობს: გორში – 324, თბილისში – 201, ყვარელში – 105. არიან სხვაგანაც.

481 – გურგენიშვილი.

5 110 – გურგენიძე.

 

(აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით)

скачать dle 11.3