კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-3(629) 

 

– კარიბის კრიზისზე, ალბათ, გაგონილი გექნება, – მკითხა შჩუკინმა და, როცა დადებითი პასუხი მიიღო, მითხრა – ჩვენ ახალი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ, ოღონდ, ამჯერად ყოველგვარი კრიზისის გარეშე.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად ის, ჩემო კოკი, რომ კუბაში ატომური იარაღი უნდა განვათავსოთ, თან, ამჯერად, როგორც წეღან გითხარი, ყოველგვარი კრიზისის გარეშე, ძალიან საიდუმლო ვითარებაში.

– ბალისტიკური რაკეტები უნდა შევიტანოთ?

– არა. ამჯერად მხოლოდ ატომური ბომბები, რომლებიც ჩვეულებრივ ბომბდამშენებზე მაგრდება და, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ამ ოპერაციას „ვობლა“ ვუწოდეთ და მას შენ გაუწევ კურატორობას.

 სპეცოპერაცია „ვობლა“, რომლის შესახებაც თვით პოლიტბიუროსა და „კაგებეს“ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა, ცივი ომის პიკში ჩატარდა და მის შესახებ მსოფლიო საზოგადოებრიობამ ახლახან შეიტყო.

– ჩვენ შოკში ვართ, – განაცხადა ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა – კორმა, როდესაც „ვობლას“ შესახებ შეიტყო, – კარიბის კრიზისის დასრულების შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ რუსული ატომური ბომბები სამუდამოდ მოვაშორეთ ამერიკის კონტინენტიდან. ისინი კი, თურმე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცხვირწინ გვქონდა და ჩვენს უშიშროებას ემუქრებოდა.

ამერიკელი კორი მართალი გახლდათ. საკმარისი იყო მხოლოდ სურვილი და, კუბაში ბაზირებული, იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე ბომბდამშენთა ესკადრილია, რომელსაც საბჭოთა „ასები“ მართავდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების მერვედ ტერიტორიას თვალის დახამხამებაში გაახვევდნენ ატომურ ცეცხლში...

სპეცოპერაცია „ვობლა“ ოფიციალური, ხილული სახე იყო საბჭოთა სპეციალისტებისა და თევზის გადამმუშავებელი ქარხნის მოწყობილობების კუბაში გადატანა ექვსი სატვირთო გემით მოხდა. სინამდვილეში კი, ორი გემის საიდუმლო ტრიუმში ორმოცი ცალი ატომური ბომბი იყო დამონტაჟებული, რომლებმაც მშვიდობიანად ჩააღწიეს კუბაში. შემდეგ ორმოცივე მონსტრი საიდუმლო, ღრმა მიწისქვეშეთში განლაგებულ სპეციალურ საცავში დავაბინავეთ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხუთ წუთში იყო შესაძლებელი. ამ ბომბების არსებობის ამბავი კუბაში მხოლოდ ფიდელ და რაულ კასტროებმა იცოდნენ. ნიშანდობლივია ის, რომ ამ ოპერაციის შესახებ არც ჩერნენკომ იცოდა, არც გორბაჩოვმა და, რუსეთის ახალ ხელმძღვანელს სპეციალური ბრძანება რომ არ გაეცა მათი დემონტაჟის შესახებ, ბომბები დღემდე იქ იქნებოდა.

– ჩვენ არავის ვემუქრებით და არც არავისი გვეშინია. რუსეთთან „რევოლუციობანას“ თამაში არავის გაუვა, ეს ცეცხლთან თამაშია, – განაცხადა რუსეთის ახალმა ხელმძღვანელმა, როდესაც კუბიდან ბომბები  გამოიტანეს, რითაც,  საკუთარი სიტყვები დაადასტურა, რომ ერთი მხრივ, ამერიკას არ უფრთხის, მეორე მხრივ კი, მშვიდობიანი თანაარსებობისკენ გადადგა ნაბიჯი.

ამ ცნობილი ამბებიდან ორიოდე კვირის შემდეგ, შჩუკინს მოსკოვში შევხვდი. ვიქტორ იაკოვლევიჩმა ხუმრობით მითხრა:

– რა წყალში ჩაგიყარა რუსეთის პირველმა შენი ღვაწლი?!

– ბომბებს გულისხმობთ?

– ჰო, „ვობლას“ შედეგად კუბაში გადაზიდულ ბომბებს.

– სწორადაც მოიქცა.

– მეც ასე ვფიქრობ. რაში გვჭირდება კუბაში მოძველებული ატომური ბომბები?! მით უმეტეს, რომ ისინი, შესაძლოა, უგონო და უკონტროლო ხალხის ხელში ჩავარდნილიყო. მთავარი კი ისაა, რომ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი უსწრაფესი ტემპებით იკრებს ძალებს და არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ. ამერიკა ვერასდროს მოგვიგებს და, ვფიქრობ, არც დააპირებენ ჩვენთან ომს. შეიძლება, სხვა წააქეზონ, მაგრამ, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მცირე ძალები თუ მოიძებნება, ვინც რუსეთთან გაბედავს შებრძოლებას. მგონი, ასეთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

– არსებობს. საქართველო, – დაღონებულმა მივუგე შჩუკინს. მან კი სინანულით მითხრა:

– ეს იყო ნონსენსი. ისეთი რამ, რაც თითქმის არ ხდება და, რადგან მაინც მოხდა, რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ მისი საშინელი შედეგები.

– როგორ?

– როგორ და, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და ქართველებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა შეძლონ. საქართველომ კი ამერიკის ჭკუაზე სიარულს თავი უნდა დაანებოს და კავკასიის ლიდერის როლი დაიბრუნოს.

– ეს ჩვენ ვფიქრობთ ასე, მაგრამ, ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელები თუ დადგებიან ამ ჭკუაზე?

– დადგებიან, აუცილებლად დადგებიან და, მერწმუნე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. აი, ნახავ, თუ ჩვენც არ მოვესწროთ ამას.

– თქვენს პირს შაქარი, ამხანაგო გენერალო!

შჩუკინის მსგავსად ბევრი რუსი ფიქრობს და, არა მარტო ძველი თაობის ადამიანი, არამედ, ახალგაზრდებიც.

– რუსებს, ჩემო კარგო, ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია, მაგრამ ეს თქვენთვის, უცხოელებისთვის, ძალიან რთული გასაგებია, – მითხრა ერთხელ ერთმა საბჭოთა ბიოლოგმა პარიზში, სადაც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართებოდა და მეც ვესწრებოდი, როგორც ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის ჟურნალისტი. ქართველებზე საუბარი კი ერთ-ერთი ემიგრანტი ქართველის მისასალმებელმა სიტყვამ გამოიწვია, რომლითაც ამ კაცმა მსოფლიო დონის მეცნიერებს მიმართა.

– მაინც, რა განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ ასეთი? როგორც მე, წარმოშობით სკანდინავიელმა, ვიცი, საქართველო რუსეთმა დაიპყრო, დაარღვია რა მკაცრად რეგლამენტირებული საერთაშორისო ხელშეკრულება.

ბიოლოგს გაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:

– ეგ, ჩემო კარგო, ორასი წლის წინ იყო და, მოდი, ნუ გამოვეკიდებით. არც მეფის რუსეთში და, არც, მით უმეტეს, საბჭოეთში, ქართველები არავის დაუჩაგრავთ. პირიქით, – მეცნიერმა მიიხედ-მოიხედა და ხმადაბლა მითხრა – ოცდაათ წელზე მეტხანს საბჭოეთს ქართველი განაგებდა.

– სტალინს გულისხმობთ?

– დიახ, დიახ, სტალინს, – დამიდასტურა ბიოლოგმა, – მოდით, ამით დავასრულოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი. მხოლოდ ერთს დავამატებ: სტალინმა სახნისიანი რუსეთი ჩაიბარა და თერმობირთვული საბჭოეთი დაგვიტოვა. ის უდიდესი ადამიანი იყო და უდიდესი ერის წიაღში იშვა – აი, სულ ესაა. ისე კი, დაიხსომეთ, მე თქვენთვის მსგავსი არაფერი მითქვამს.

– გასაგებია, – გავუღიმე ბიოლოგს და ტუჩებზე თითი მივიდე.

პარიზში, რა თქმა უნდა, კაგებეს სპეცდავალებას ვასრულებდი. ჩემი ამოცანა იყო იმ ემიგრანტი ქართველის მოტაცება, ვისმა სიტყვამაც ასე აღაფრთოვანა რუსი საბჭოთა პროფესორი. ქართველი ემიგრანტი, თავისდაუნებურად, ძვირფასი ინფორმაციის მფლობელი იყო. ანუ, მხოლოდ მან იცოდა შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის სეიფის ნომერი, სადაც, გარკვეულ თანხასთან და ძვირფასეულობასთან ერთად, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქართველის დღიურები ინახებოდა. იმ დღიურში კი რამდენიმე სამხედრო დამნაშავის სახელი იყო მოხსენიებული, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათეულ ათასობით ადამიანი ჰყავდათ დახოცილი. სწორედ ამ დღიურებზე ვნადირობდით. ჩემმა მისიამ წარმატებით ჩაიარა, ქართველი ემიგრანტი მოვიტაცეთ და, როდესაც ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავკითხე, მან სრულიად გულწრფელად მითხრა:

– რომ გეთქვათ, მოტაცებისა და კონსპირაციის გარეშეც მოგცემდით იმ ჩანაწერებს.

ქართველმა ემიგრანტმა მართლაც  ყოველგვარი გართულების გარეშე გამანდო საბანკო სეიფის ნომერი და მეც მხოლოდ დღიურები წამოვიღე იქიდან. კონსპირაციულ ბინაში რომ დავბრუნდი, ქართველს ვუთხარი:

– აი, მხოლოდ ეს დღიურები ავიღე, როგორც შეგპირდით, დანარჩენისთვის კი თითიც არ დამიკარებია. ბოდიშს გიხდით მიყენებული ზარალისთვის. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ, თავისუფალი ბრძანდებით.

– მეგობარო, თქვენ, ალბათ, „კაგებედან“ ხართ, არა?

– ალბათ, – გავუღიმე ემიგრანტს.

– ერთი თხოვნა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.

– ბრძანეთ.

– სამშობლოში მინდა დაბრუნება და, იქნებ დამეხმაროთ. თანახმა ვარ, რომ ამის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება, რომელიც ბანკში ინახება, საბჭოეთს გადავცე.

– შევეცდები, – მივუგე ქართველ ემიგრანტს. შემდეგ მას თვალები ავუხვიეთ და ჩემმა თანამშრომლებმა კონსპირაციული ბინიდან მანქანით წაიყვანეს.

ზუსტად ორი თვის შემდეგ ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. მას სახელმწიფომ თბილისში ბინა მისცა, სადაც დღეს მისი შთამომავლები ცხოვრობენ. თავად ის კი დიდუბის პანთეონში განისვენებს და მისი სახელი დიდადაა დაფასებული.

 საერთოდ, საბჭოთა პერიოდი, მიუხედავად ყველა მინუსისა, საქართველოსთვის მაინც აღმავლობის ხანა იყო. ამის ხმამაღლა თქმის მე არ მეშინია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ამ მოსაზრებას.

თავისუფლების მოწინააღმდეგე მხოლოდ და მხოლოდ მონური სულისკვეთების ადამიანი შეიძლება იყოს და ქართველები არასოდეს ვყოფილვართ მონები. თუმცა, ჩვენ მეორე უკიდურესობა გვახასიათებს. კერძოდ კი ის, რომ, ზოგჯერ სიბრაზე და ცრუ კერპებისადმი თაყვანისცემა გონებას გვიბინდავს და ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა გამოსწორებაც შემდგომ ძალიან ძნელია და ამით ჩვენს სამშობლოს ვაზარალებთ. ასე იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არასწორმა გაგებამ რუსეთთან უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერთობა, რამაც ძალიან დაგვაზარალა. ასეა ახლაც, როდესაც ამერიკელების ბრმად გაფეტიშებამ ისევ რუსეთთან დაგვაპირისპირა და ისევ უკიდურესად  ვართ დაზარალებულები. ამიტომ, თავისუფლება და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. საქართველოს კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აძლევს ხელს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

ამას წინათ ლისაბონში ვიყავი ერთ დელიკატურ საქმეზე, სადაც ერთ თავგამოდებულ ქართველ პატრიოტს შევხვდი, რომელიც ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ ევროპაში ცხოვრობს და რუსების სიყვარულს ნამდვილად ვერავინ დააბრალებს, თუმცა, ჭკვიანი კაცია და ლოგიკურად აზროვნებს. მე მას დიდი ხანია, ვიცნობ. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, პატარა რესტორანში დამპატიჟა და საქართველოზე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. 

– ეეჰ, რაც კანონიერი მთავრობა დაამხეს, მას მერე საქართველოში არ ვყოფილვარ. იცი, როგორ მენატრება თბილისი?!

– მერე, ჩამოდი და ნახე, ან, სულაც, დარჩი.

– არ შემიძლია. რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ ხელი შემეშალა. თითქოს რაღაც ჯადო გამიკეთეს და მბოჭავს.

– გბოჭავს, არა? – მივუგე მე, – არ გრცხვენია ამხელა კაცს, ჯადოებზე რომ ლაპარაკობ?

– ეეჰ, ჩემო კოკი, დანგრეული რუსთაველის გამზირი რომ მახსენდება, გული მიხმება. ჯადო იყო, აბა, რა ჯანდაბა, თორემ, მეოცე საუკუნის მიწურულს ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში და საქართველოში ასეთი უბედურება დატრიალდებოდა?

– ჩამოდი, ჩამოდი. რუსთაველის გამზირი კარგა ხანია, აღადგინეს და დაამშვენეს. ბევრი სხვა კარგიც გაკეთდა და შენისთანა პატრიოტები სჭირდება ქვეყანას. თუმცა, იმასაც გეტყვი, რომ თქვენც ბევრი შეცდომა დაუშვით.

– გეთანხმებით, ჩემო კოკი, რომ შეცდომები დავუშვით. ყველაზე დიდი და მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ რუსეთს ასე რადიკალურად დავუპირისპირდით და მასთან დიპლომატიური ენა ვერ გამოვნახეთ.

– მართალი ხარ, გეთანხმები, – ვუთხარი პატრიოტს, მან კი თავი სინანულით გააქნია და მომიგო:

– იყო დრო, როდესაც რუსეთში ორ ყუთ სამვარსკვლავიან კონიაკს ჩაიტანდი, იქიდან კი ფერადი ლითონებით ან ხე-ტყით დატვირთული ორი ეშელონი ჩამოდიოდა.

– კი, იყო ასეთი დრო, რაც აღარასოდეს განმეორდება. მაგრამ, სულ ადვილი შესაძლებელია, რომ, თუ რუსეთთან საერთო ენას გამოვნახავთ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რუსული ბაზარი გაიხსნას.

ქართველ პატრიოტთან ერთად კიდევ ორიოდე საათი გავატარე ლისაბონის პატარა რესტორანში, შემდეგ გამოვემშვიდობე და წავედი. სხვათა შორის, ის კაცი, ოჯახთან ერთად, ახლახან დაბრუნდა სამშობლოში და თბილისში დასახლდა. მე ჯერ არ მინახავს ის, მაგრამ ტელეფონით ველაპარაკე, თავისთან დამპატიჟა და როგორც კი მოვიცლი, აუცილებლად ვესტუმრები.

კარგია, როდესაც სამშობლოში ნამდვილი პატრიოტები ბრუნდებიან და საერთოდ, იმაზე კარგი რა იქნება, თუკი ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და თითო-ოროლა ხუშტურიანის ნება-სურვილზე არ იქნება დამოკიდებული პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ერის ბედი, მისი ყოფნა-არყოფნა... 

ჯერ კიდევ „კაგებეშნიკობისას“, შუა „ზასტოის“ პერიოდში, ერთ ისტორიაში ამოვყავი თავი, რომლის გაანალიზებამაც ბევრ რამეზე ამიხილა თვალი და იძულებული გავხდი, ბევრად უფრო ფხიზელი ვყოფილიყავი ვიღაც-ვიღაცეების მიმართ. ერთ საღამოს შჩუკინმა თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა:

– კოკი, სულ რაღაც თორმეტი საათი გაქვს, რომ, აი, ამ კაცის როლი შეასრულო, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცის სურათები მიჩვენა, – ეს სუბიექტი ჩვენს „ოპერებს“ აყვანისას შემოაკვდათ. თორმეტ საათში კი მას მეკავშირე უნდა შეხვდეს და „სხოდკაზე“ წაიყვანოს, სადაც რაღაც გრანდიოზული ანტისაბჭოური ხდება. ჩვენ არც „სხოდკის“ ადგილი ვიცით, არც შემადგენლობა და არც დღის წესრიგი; მხოლოდ ამ სუბიექტს ვასხედით „კუდზე“ და მისი მეშვეობით უნდა გავსულიყავით ძირითად ბირთვზე. თუმცა, მან თვალთვალი შენიშნა და, რომ დაგვსხლტომოდა, სროლა ატეხა. ერთ-ერთმა კრეტინმა „ოპერმა“ კი მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და შუბლი გაუხვრიტა. მოკლედ, ასე უნდა ვქნათ: ის შენ ძალიან გგავს. პატარა მაკიაჟს გაგიკეთებთ და შეხვედრაზე წახვალ. სპეციალურ სამოსში კი სპეცმოწყობილობა გექნება ჩამონტაჟებული და მისი მეშვეობით ჩვენი ხალხი შენს კვალს გამოჰყვება, თან მოგისმენენ და, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლადაც მოვლენ.

ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო, ტრადიციულად, ძალიან სარისკო იყო, იმ შემთხვევაში კი რისკს შეზღუდული დრო ზრდიდა. ანუ, მე ყოველგვარი მომზადებისა და წინასწარ დამუშავებული გეგმის გარეშე უნდა ჩავბმულიყავი საქმეში. ასეთ რამეებზე არასდროს მითქვამს უარი და ამჯერადაც ვუთხარი შჩუკინს:

– მზად ვარ, შევასრულო ნებისმიერი დავალება!

– შეასრულებ კიდეც, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა. შემდეგ სპეცსაგრიმიოროში მაკიაჟი გამიკეთეს, საგანგებოდ დამუშავებული სამოსი ჩამაცვეს და სპეცინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. შეხვედრამდე ერთი საათით ადრე კი, ლუბიანკიდან დახურული მანქანით გამომიყვანეს, ერთ-ერთ მეტროსადგურთან დამტოვეს და მოქმედება დავიწყე...

მიუხედავად იმისა, რომ მეთვალყურე, რომელიც „კუდზე“ მეჯდა, ძალიან ფრთხილად მითვალთვალებდა, მე ის თავიდანვე შევამჩნიე. შემდეგ მანევრი გავაკეთე და შეხვედრის ადგილზე დანიშნულ დროს მივედი.

– როგორ მოხვედით, „კუდი“ ხომ არ მოგყოლიათ? – მკითხა შუამავალმა, რომელსაც „სხოდკაზე“ უნდა მივეყვანე.

– არა, – მივუგე მას, რაზეც ჩაეცინა და მითხრა:

– კეთილი. წავედით.

ჩვენ მანქანაში ჩავსხედით და ორთაჭალის ცნობილ აბანოში მივედით. ერთ-ერთ ლუქსში რომ შევედით, მან მითხრა:

– გაშიშვლდით, – შემდეგ ტანსაცმელი გადმომიგდო და დაამატა – აი, ამაში გამოეწყვეთ.

„აი, ფოკუსი! აბა, ვინ წარმოიდგენდა ამას? ეს ხომ კვალის დაკარგვას ნიშნავს“, – ვთქვი გუნებაში, თან ვცდილობდი, შუამავალს არაფერი შეემჩნია, რადგან, თვალს არ მაშორებდა და ჩემს თითოეულ მოძრაობას დიდი გულისყურით აკვირდებოდა.

– მე მზად ვარ, – გამოვუცხადე შუამავალს, როდესაც მისი მოცემული ტანსაცმელი მოვირგე.

– ძალიან კარგი. ახლა კი, აი, ამ კარში გადით, – თეთრი კარისკენ მიმანიშნა მოთვალთვალე შუამავალმა და როდესაც კარი გავაღე და ნაბიჯი გადავდგი, დახურული მანქანის ფურგონში ამოვყავი თავი. მოთვალთვალე გვერდით მომიჯდა, ფურგონის კარი ჩაკეტა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.

„როგორც ჩანს, გარემოების მიხედვით, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა ვიმოქმედო. ესენი არც ისე იოლად მოსახელთებლები ყოფილან“, – გავიფიქრე გუნებაში, შუამავალს კი ვკითხე:

– ტანსაცმლის გამოცვლა და ფურგონით მგზავრობა რას ნიშნავს?

– იმას, რომ ყველა შემთხვევითობა გამოირიცხოს.

– არ მენდობით?

– რომ არ გენდობოდეთ, ახლა უკვე გვამი იქნებოდით. ხომ გითხარით, ყველა შემთხვევითობა რომ გამოირიცხოს-მეთქი. ნუ ღელავთ, მალე მივალთ და ყველაფერი რიგზე იქნება.

ზუსტად საათ-ნახევარი ვიარეთ და ფურგონიდან რომ გადმოვედი, მწვანეში ჩაფლულ აგარაკზე ამოვყავი თავი. ირგვლივ ხშირი ტყე იყო და ვერ მიხვდებოდით, სად იმყოფებოდით. მაგრამ, ერთ დროს ძალიან ნაცნობი ცაცხვის სურნელი რომ ვიგრძენი, გავიფიქრე: „ნუთუ ბალაშიხაში ვარ? ცაცხვის ასეთი სურნელი ხომ მთელს პოდმოსკოვიეში მხოლოდ ბალაშიხაშია?! კი, ნამდვილად ბალაშიხაში ვარ“.

ბალაშიხაში მრავალი თვე მქონდა გატარებული, როდესაც ჩემი პირველი ოპერაციისთვის მამზადებდნენ და ცაცხვის ეს არომატი, ეს განსაკუთრებული სურნელი სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.

– მოვედით, გადმობრძანდით, – მითხრა შუამავალმა მეგზურმა და ორსართულიანი მწვანე  შენობისკენ გამიძღვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მწვანე აგარაკზე სულ თორმეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მე მეცამეტე ვიყავი. შეთქმულებს შორის სამი საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო, დანარჩენები კი ამ ორგანიზაციის ფინანსური მხარდამჭერები იყნენ. 

– აი, მეგობრებო, იმ ადამიანების სია, ვინც უნდა განადგურდეს, სულ ცხრა კაცია, – თქვა ორგანიზაციის ლიდერმა, ძალიან ცნობილმა საბჭოთა, მაგრამ, არარუსმა მოღვაწემ და თაბახის ფურცელზე ხელით მიწერილი გვარები ამოიკითხა.

გავოგნდი, რადგან, ცხრავე ცნობილი ქართველი იყო. მათ შორის სამი მოსკოვში მოღვაწეობდა, ერთი – უკრაინაში, ხუთი კი – საქართველოში. ლიდერმა სიას კუსტარულად გადახატული საბჭოთა რუკა მოაყოლა და თქვა:

– ჩვენი საბოლოო მიზანი ამ რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების რეალობაში მოყვანაა, აქ მხოლოდ ჩვენი ჯიში და ჯილაგი უნდა სახლობდეს, დანარჩენი ერები კი უნდა განიდევნონ. საუკეთესო შემთხვევაში კი – განადგურდნენ, რომ ამ მიწებზე პრეტენზია აღარ ჰქონდეთ...

ორგანიზაცია უფრო ანტიქართული იყო, ვიდრე ანტისაბჭოური და კავკასიაში ერთი ერის გამეფებისკენ ისწრაფოდა, სხვა ერები კი უნდა განდევნილიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში კი საერთოდ აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა. მე ახლა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ვიტყვი, რომ, იმ გეგმის მიზანი ქართველების განადგურება იყო.

იმ დროს, როდესაც ორგანიზაციის საიდუმლო შეკრებას ვესწრებოდი, მე „კაგებეს“ დავალებას ვასრულებდი და ანტისაბჭოთა შეთქმულება უნდა გამომეაშკარავებინა. მაგრამ, იმ მომენტში ჩემში ქართველმა გაიღვიძა. ჩემში ჩემი წინაპრების მებრძოლმა, პატრიოტულმა სულმა ამოხეთქა და იმ ნაძირლების განადგურების დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. იმ წამს მივხვდი, რომ, თუ ამას არ გავაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ მათ „კაგებე“ დააპატიმრებდა და გაასამართლებდა, მათი მიმდევრები გამართლდებოდნენ და პროცესს ანტიქართული, კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ, ეს პროცესი იქვე უნდა შემეჩერებინა და, ცხოვრებაში პირველად, თვითნებური მოქმედება გადავწყვიტე. მუშნი ზარანდიასავით, მთლად ჩემი სამსახურებრივი ინტერესები არ დამიმთხვევია ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ, მათი შესაბამისობაში მოყვანა ვცადე. მარტივად რომ ვთქვათ, მე ის ნაძირლები ფიზიკურად უნდა გამენადგურებინა, ეს კი არცთუ ადვილი იყო, რადგან, ისეთი მიზეზი უნდა მქონოდა, რომ ჩემი უფროსობა არ შემომდავებოდა და ჩემს საქციელში მიზნიდან გადახვევა და ტენდენციურობა არ დაენახათ. პირველ ყოვლისა, ჩემი უფროსობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ შეთქმულები შეიარაღებულები იყვნენ და მე მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიცავდი. მე არ ვიცოდი, იყო თუ არა აგარაკზე იარაღი. ამიტომ, ჯერ ამის გაგება, შემდეგ კი სიტუაციის პროვოცირება დავაპირე და ორგანიზაციის ლიდერს ვუთხარი:

– ჩვენ ისეთ საქმეში ვართ, რომ, ოდესმე მაინც იარაღი დაგვჭირდება. მისი შოვნა კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეს პრობლემა როგორმე უნდა მოვაგვაროთ.

– სწორედ ამ თემაზე გადასვლას ვაპირებდი, – მომიგო ლიდერმა. შემდეგ წიგნების კარადასთან მივიდა და, საიდუმლო ღილაკის მეშვეობით კარადა გვერდზე გასწია. შემდეგ კედლის ნიშაში ჩაწყობილი ცეცხლსასროლი იარაღებისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – ეს მომავალი არმიის მცირე შეიარაღებაა, მაგრამ, ერთი ჩვენი თანამემამულე პოლკოვნიკი შეგვპირდა, რომ კბილებამდე შეგვაიარაღებს და ეს პრობლემაც მოგვარდება.

ნიშაში ძირითადად პისტოლეტები და ორი „აკაემის“ სისტემის ავტომატი ელაგა. მე მათი ახლოდან დანახვა მომინდა და ლიდერს ვკითხე:

– შეიძლება, ახლოდან ვნახო?

– ნახე.

მე ნიშასთან მივედი და ჯერ პისტოლეტები გავსინჯე, შემდეგ კი ავტომატები და, როცა დავრწმუნდი, რომ ყველას მჭიდები სავსე იყო, ორი „აკაემი“ დავიჭირე ხელებში და ორგანიზაციის წევრებს დავუმიზნე, შემდეგ გავუღიმე და ვუთხარი:

– ახლა კი ცეცხლი უნდა გავხსნა!

შეთქმულებს შეძრწუნებული სახეები ჰქონდათ... მე მათ ტყვიების წვიმა დავუშინე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3