კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უკრძალავს ნატა ბერაძეს ახალი კონტრაქტი და ტოკიოს რომელ სააგენტოში გაატარებს 3 თვეს ქართველი მოდელი

ჩვენი რესპონდენტი, 15 წლის ნატა ბერაძე, Looc models-ის წარმატებული მოდელია. მისი უჩვეულო გარეგნობა ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენიათ და როცა ამ ინტერვიუს გაეცნობით, ნატა უკვე ტოკიოში იქნება. მისი სამთვიანი ვიზიტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სააგენტოს, „ემპაიერ ვუმენ მენეჯმენთს“ უკავშირდება. როგორ შედგა ეს კონტრაქტი და რა წარმატებისთვის ემზადება ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– რამდენი ხანია, რაც სააგენტო Looc models-ის მოდელი ხარ?

– თავიდანვე, როცა გადავწყვიტე, ამ სფეროში მოღვაწეობა, პირდაპირ ნინო ცქიტიშვილთან მივედი. დაახლოებით, ერთი წელია, რაც ამ სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა ძალიან მაგარი გოგოა ნინო ცქიტიშვილი. 

– ტოკიოში მიემგზავრები და ეს უცხოეთში შენი პირველი გასვლაა როგორც მოდელის? 

– კი, პირველი გასვლაა. ტოკიოში 3 თვით მივდივარ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგ სამოდელო სააგენტოში სამუშაოდ. ეს არის „ემპაიერ ვუმენ მენეჯმენთი“.

– როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება 3 თვე მარტო ყოფნა?

– ალბათ, გამიჭირდება, რადგან მაინც რთულია უცხო გარემოში მოხვედრა. იქ, თავს აუცილებლად გავიმხნევებ, რადგან 15 წლის ასაკში ძალიან დიდი წარმატებაა ასეთ სააგენტოში მოხვედრა. 

– ეს კონტრაქტი როგორ შედგა?

– ნინო ცქიტიშვილის დახმარებით. ჩვენი სააგენტო იმ სააგენტოსთან მეგობრობს, სადაც მივდივარ. ნინომ ჩემი ფოტოები გაგზავნა, მათ მოვეწონე და ამირჩიეს.

– მოდელობამდე რით იყავი დაკავებული?

– მოდელობა იმდენად პატარა ასაკში დავიწყე, რომ მანამდე მხოლოდ სკოლაში ვსწავლობდი. 13 წლისამ Looc models-თან გავაფორმე კონტრაქტი. 

– შენი ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან იმ ამბავს, რომ 15 წლის ასაკში 3 თვით მარტოს გიშვებენ იაპონიაში?

– ოჯახის წევრებს ჩემი გამგზავრება ძალიან უხარიათ და არც ერთი წუთი არ ნერვიულობენ, რადგან იაპონელები ძალიან სანდო ხალხია, ასე ვთქვათ. 

– კონტრაქტის მიხედვით რა გეკრძალება?

– აკრძალვით თითქმის არაფერი. უბრალოდ, გასუქების უფლება არ მაქვს, რადგან საერთო სტანდარტებში უნდა ვიჯდე. ასევე, არ უნდა დავიგვიანო ქასთინგებზე, უნდა ვიყო პუნქტუალური და ასე შემდეგ. 

– ანუ, საკმაოდ დიდი შრომა გელის წინ.

– კი, ასეა და მიხარია კიდეც. რაც მთავარია, პუნქტუალური ვარ და არასდროს არსად ვაგვიანებ. 

– წონის პრობლემა თუ გაქვს? ანუ, თუ აკონტროლებ?

– პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩვეულებრივი რეჟიმით არ ვჭამო. ისეთი კერძები მიყვარს, ყველაფერი რომ მივირთვა, აუცილებლად ამოვვარდები ფორმიდან. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული და ტკბილეული. 

– შენი პარამეტრები როგორია?

– 90-70-90.

– სიმაღლე?

– 176 სანტიმეტრი.

– გამორჩეული და იშვიათი გარეგნობა გაქვს, განსაკუთრებით თვალის ფერი. 

– ალბათ, ჩემმა ასეთმა გარეგნობამაც მოხიბლა „ემპაიერ ვუმენ მენეჯმენთის“ წარმომადგენლები. ასე რომ, ძალიან გამიმართლა. 

– კონტრაქტის მიხედვით, ალბათ, არც ვარცხნილობისა და თმის ფერის შეცვლის უფლება გაქვს.

– ნამდვილად ასეა. როგორიც მოეწონე, ისეთი უნდა ჩახვიდე და არაფერი არ უნდა შეიცვალო გარეგნობაში. ამიტომ თმის ფერის შეცვლაზე, შეჭრასა და ასე შემდეგ, ზედმეტია ლაპარაკი.

– ფოტოგადაღებებით იქნები ძირითადად დაკავებული?

– კამერასთან მუშაობა ძალიან მიზიდავს და ალბათ, ამიტომაც ვარ დღეს აქ. ფოტოგადაღებები ბევრი მექნება და ამისთვის მზად ვარ. 

– ახლა კი შენს შესახებ მოგვიყევი რამე. 

– ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, ბევრი თავგადასავალი გადამხდა იაპონიაში წასვლასთან ერთად. მყავს შეყვარებული.

– მერე როგორ ეგუება შეყვარებული შენს იაპონიაში გამგზავრებას?

– მისთვის ცოტა რთულია 3 თვე ჩემს გარეშე ყოფნა, მაგრამ ჩემი წარმატება უხარია და გაგებით შეხვდა ამ ამბავს. ორი წელია უკვე ერთად ვართ. ვფიქრობ, მართლა საინტერესო ცხოვრება მაქვს. მიხარია, რომ ღმერთის წყალობით, ბედმა გამიღიმა და ყველაფერი ისეა, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. მინდოდა, ვყოფილიყავი მოდელი, წავსულიყავი უცხოეთში, ჟურნალებში დაებეჭდათ შემ შესახებ და ასე შემდეგ. 

– მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია, შეყვარებული ხარ, იმედია, გათხოვებაზე ჯერ არ ფიქრობ. 

– ნამდვილად არ ვფიქრობ გათხოვებაზე, რადგან ჯერჯერობით არ მჭირდება ოჯახის შექმნა. ისედაც მშვენივრად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

– ეს იმიტომ გკითხე, რომ საწყენია წარმატებული კარიერის დასაწყისშივე მასზე უარის თქმა. ამის ფაქტები ქართველ მოდელებში არაერთი ყოფილა.

– მინდა, კარიერას მივხედო, გათხოვებას ყოველთვის მოვასწრებ. ასე რომ, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი გვაქვს დაგეგმილი.

– რაც შეეხება პროფესიას. არჩევანი თუ გაქვს უკვე გაკეთებული?

– მინდა, ინტერიერის დიზაინზე ჩავაბარო, რომელიც მომავალში ჩემი პროფესია იქნება. 

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– ალბათ, უარს არასდროს ვიტყვი ნიუ-იორკში წასვლაზე, ისევე როგორც ყველა მოდელი. 

– დღეში რამდენი ხანი შეგიძლია კამერის წინ მუშაობა?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, დროის პრობლემა არ უნდა მქონდეს. ამ ეტაპზე დილიდან საღამომდე გაუჩერებლად მიმუშავია. თუმცა, ტოკიოში რომ ჩავალ, შეიძლება, დილიდან მეორე დილამდე მომიწიოს მუშაობა. ამისთვის კი მზად ვარ. მოდელობა ისეთი იოლი პროფესია არ არის, ბევრს რომ ჰგონია და ზედაპირულად უყურებს მას. რთულია და მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რადგან ეს გზა ავირჩიე და გავყვები ბოლომდე. 

– ეთანხმები თუ არა აზრს, რომ საქართველოს პირობებში სამოდელო ბიზნესი არ ამართლებს. 

– ვერ დავეთანხმები, რადგან დამწყები მოდელისთვის თუ არა საქართველო, აბა, რომელი ქვეყანა უნდა იყოს უკეთესი? უბრალოდ, პერსპექტივაა უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე საქართველოში გავხდი მოდელი და აქ დაიწყო ჩემთვის ყველაფერი. ჯერჯერობით, რაც კი წარმატება მქონია, ყველაფერი საქართველოს უკავშირდება. 

– 2013 წელი შენთვის კარგად დაიწყო.

– ნამდვილად ასეა. 2013 წელი ჩემთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. კირჩხიბი ვარ ზოდიაქოთი და ძალიან გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი ზოდიაქოა ქალისთვის – გამტანია და ასე შემდეგ. 

– ანუ, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევ?

– ასე თუ ისე, კი. 

– ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ, რას გეგმავ?

– ჯერჯერობით არ ვიცი, ვნახოთ. იმედი მაქვს, ტოკიოდან დაბრუნების შემდეგაც იქნება წინსვლა ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ტოკიოში წასვლით ერთი დიდი ოცნება ავისრულე, 15 წლის ვარ და ჯერჯერობით უცხოეთში არ ვყოფილვარ. პირველი გასვლა ტოკიოში რომ გექნება, ჩემი აზრით, ეს უკვე ძალიან მაგარია, რადგან ის, რასაც ჰქვია, ქალაქის ქალაქია. შოკში ვარ.

– ენის ბარიერი არ გექნება?

– ინგლისური და გერმანული ენები ვიცი. გერმანულად, ალბათ, იქ არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ინგლისური ნამდვილად წამადგება.

– კომუნიკაბელური ხარ?

– ძალიან კომუნიკაბელური ვარ. არ არსებობს სიტუაცია, სადაც შეიძლება, ჩუმად ვიყო. თითქმის ყველასთან ვკონტაქტობ. ძალიან აქტიური ვარ.

 

скачать dle 11.3