კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო ნანიკო ხაზარაძე ტანჯვა-წამებაში და რა ოცნებები აუხდა მას ერთდროულად

გასული წლის ბოლოსთვის საქართველოში სრულიად ახალი სატელევიზიო რეალობა მივიღეთ: არხებმა ფორმატები შეიცვალეს, ზოგი თანამშრომლების გარეშე დარჩა, ზოგიერთმა თვითონ დააცარიელა ტელევიზიის დერეფნები. არხები რეანიმაციის პერიოდს გადიან. „მაესტრო” ახალ სიხშირეზე ახალ არხს გვთავაზობს, სადაც ორ გადაცემაზე ნანიკო ხაზარაძე იმუშავებს. მისი „უმუშევრობის” პერიოდი სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა და ძალიან მალე ჩვეული ენერგიით დაუბრუნდება ეკრანს. ნანიკო და ნიკა ლომიძე მონატრებული წყვილია, რომელიც ყველას უყვარდა.

ნანიკო ხაზარაძე: „ცეკვავენ ვარსკვლავების” რეპეტიციაზე ვიყავი, ვიტანჯებოდი, ჩემი გასაჭირი მქონდა, როცა ჩვენი გადაცემის პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, შეგიძლია, სამსახურში აღარ მოხვიდეო. იმ წამს ვერ მოვასწარი იმის გაანალიზება, თუ რა მოხდა, ჩვეულებრივად განვაგრძე ვარჯიში და, ერთ ათ-თხუთმეტ წუთში გავაცნობიერე, რომ, მორჩა, სამსახური აღარ მაქვს. ცხადია, რეპეტიციიდან ეგრევე გამოვვარდი, ერთმანეთს შევხვდით ყველანი და იქაც ვერ მივხვდით, რეალურად რა მოხდა ჩვენს თავს. ვიცინეთ, ყავა დავლიეთ, სხვა თემებზე ვილაპარაკეთ და დავიშალეთ. პარასკევი იყო, შაბათ-კვირას ისედაც ვისვენებდი, აი, უკვე ორშაბათს კი მთელი სიცხადით მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემს გონებამდე და მივხვდი, აღარ დამრჩა აღარაფერი – სტაბილურობა, სიმშვიდე, ხელფასი, საქმე რომელიც მიყვარდა... საიდან დავიწყო, არც ვიცი. „იმედზე“ მუშაობას ძალიან ბევრი პლუსი ჰქონდა. 

– არ აგიხსნეს მიზეზი?

– მოგვიანებით დაგვიბარეს, რომელ შეხვედრაზეც, სამწუხაროდ, ვერ მივედი – იმ დღეს, თუ არ ვცდები, ვცეკვავდი. გვითხრეს, რომ პირადად თქვენი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, დიდ ბოდიშს გიხდით, უბრალოდ, რომ დაგტოვოთ, ფიზიკურად ხელფასს ვერ გადაგიხდითო. ანუ, ფინანსები იყო ერთადერთი პრობლემა. პირველი ხმაური ჩვენი გადაცემის დახურვას მოჰყვა – ყოველდღიური „ლაივი“ გვქონდა და ამიტომ. ბევრი გადაცემა წინსწრებით იყო ჩაწერილი და ნელნელა ყველა გაქრა ეთერიდან.

– როგორც ამბობენ, ძალიან სევდიანი სიცარიელეა მთელ ტელევიზიაში.

– ახლა ისე აღარ, მაგრამ, სულ ცოტა ხნის წინ მკვდარ ქალაქს ჰგავდა. რადიო „იმედში” დღემდე ვარ, რომელსაც ტელევიზიასთან საერთო ბუფეტი აქვს. პირველი რამდენიმე დღე ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებოდი გამოკეტილი, ჩაბნელებული ოთახების დანახვაზე: არც ერთი თანამშრომელი; ვინც დარჩენილი იყო ისინიც – გაურკვევლობაში... ახლა, რაღა დაგიმალოთ, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და არ ვიცი, რა სიტუაციაა. 

– და თავი მიეცი დეპრესიას...

– არა, არა! ჯერ „ცეკვავენ ვარსკვლავები” იყო, მთელ ტანჯვა-წამებაში ვიყავი და ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა. იმასაც რომ გამოვეთიშე, ერთი-ორი დღე სახლში ვიჯექი და დამირეკა მამუკა ღლონტმა და სულ სხვადასხვა თემაზე მელაპარაკებოდა. პერიოდულად ვიწყებდი წუწუნს – რა გახდა, ერთი ვაკანსია როგორ არ გაქვს ჩემთვის-მეთქი. როგორ არ მაქვს, ბუფეტს ვხსნი და კარგი მზარეული მჭირდება, დამლაგებელიც მინდაო. საუბრის ბოლოს კი მეუბნება, მინდა, რომ შენ და ნიკა დაბრუნდეთო. გვიანი იყო, მაგრამ, სასწრაფოდ ნიკას გადავურეკე, მერე დედაჩემს დავურეკე, რომ ემოციები გამეზიარებინა. მე და ნიკა მივედით და მამუკამ გვითხრა, მხოლოდ „შუადღე“ არა, სოციალური თოქ-შოუც გააკეთეო. ასე დავიწყე „მაესტროში” მუშაობა.

– კონკრეტულად რას გააკეთებ?

– „შუადღეს“ სტანდარტული ფორმატი ექნება, ახალ ველოსიპედს არ გამოვიგონებთ. ორი წამყვანი ვიქნებით და დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ. რაც შეეხება მეორე პროექტს, ის შეეხება ყველაფერს – იქნება სოციალური თემებიც, ყვითელი თემებიც... ანუ, „ნანიკოს შოუს” იდენტური. ამდაგვარი თოქ-შოუ მას შემდეგ არ გაკეთებულა. გადაცემა იქნება უფრო თემის, ვიდრე ადამიანის გარშემო. ჩემი მიმართულება არ იქნება, რომ შევძვრე სტუმრის გარდერობში და ძალიან პირადი რაღაცეები გავიგო. უფრო იქნება თემა და მოვლენა, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ადამიანზეც იყოს.

– მახსოვს, „ნანიკოს შოუზე” ძალიან გწყდებოდა გული, ყოველთვის გენატრებოდა.

– ასეა. რაღაც, ისე მოხდა, რომ ბევრი ოცნება ერთად ამისრულდა: სულ ვამბობდი, რომ „მაესტრო” იყო ჩემი ყველაზე კომფორტული სამსახური და – დავბრუნდი; ვამბობდი, „ნანიკოს შოუზე” გული ძალიან მწყდება მეთქი და ვაკეთებ... ნატურალური ტყავის შარვალი მინდოდა 13 წლის შემდეგ და – ისიც ვიყიდე (იცინის).  

– როგორ გრძნობ თავს „მაესტროზე”?

– გადასარევად. ბირთვი იგივე მუშაობს, საინფორმაციოს გუნდს, პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ადამიანებს თუ არ ჩავთვლით. ტელეკომპანია უფრო დიდ შენობაშია, გრანდიოზული და ძალიან კარგი სტუდიებით. საოცარი სტუდია გვექნება, რომელზეც „რუმსმა” იმუშავა. ისე მომეწონა, გავგიჟდი. თვითონ თანამშრომლებს შორის დამოკიდებულებაც მაგარია. იმ დღეს, მივედი და, უცებ უზარმაზარი ტორტი შემოაქანეს. რა ხდება ვინმეს დაბადების დღეა-მეთქი?  არაო. ცოტა ხანში საუკეთესო თანამშრომელი დაასახელეს და 5 000 ლარით დააჯილდოეს. რა მოხდება, რომ ეს ყველგან ხდებოდეს?! როგორი მოტივაციაა, წარმოიდგინე! ხომ ძალიან ბევრს გააკეთებ იმისთვის, რომ შემდეგზე ის საუკეთესო შენ იყო?! ისეთი სენტიმენტები მომაწვა... თან, საინტერესოა, რომ ბონუს-სისტემა აქვთ: რაც მეტი აქვს გადაცემას რეიტინგი, მასზე მომუშავე ადამიანების ხელფასებიც იმატებს. ჯანსაღი ურთიერთობები აქვთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... და, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ძალიან გამიადვილებს ამ არხზე მუშაობას: როდესაც მივედი, დავიწყე უკვე ნაჩვევი ბიუროკრატიული საფეხურებით მოქმედება, სუბორდინაციის დაცვა, აქ კი სრული თავისუფლება დამხვდა – არ უნდა დაწერო განცხადება რაიმეს მოთხოვნით, რომელზეც ორასმა კაცმა ხელი უნდა მოგიწეროს, კანცელარიებში არ უნდა ირბინო და ასე შემდეგ. არ არის კაბალური კონტრაქტი, სადაც წერია, რომ სამი წელი ვერსად წახვალ, ან თუ წახვალ, ორმოცდაათი ათასს გადაიხდი... 

– „ფეისბუქის“ შენს გვერდზე გამოჩნდა სიახლე – ურთიერთობაშია გიორგი კეკელიძესთან... რა ხდება რეალურად? ამან ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქალაქში.

– „ფეისბუქის“ „რილეიშენშიპის” გაფორმებიდან იმდენი წერილი მოდის, ვერ აგიწერ. მწერენ მისი თაყვანისმცემლები: მისთვის არ მემეტები, რა ხერხები გამოიყენე მის „შესაბმელადო”. მოკლედ, საშინლად მლანძღავენ. რეალურად კი, როგორც გიორგიმ თქვა, სპონტანური ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთი საჯარო ბიბლიოთეკაში გავიცანით, მერე მოგვეწონა და ჯერჯერობით მოწონების ეტაპზე ვართ. ახლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები აქვს – კენჭი ჰქონდა და ლაზერული ოპერაცია გაიკეთა. ერთ კვირაში გავიგებთ, დაიშალა თუ არა. საშინლად ვინერვიულე. ორი კვირის წინ პირველი ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ, არ დაიძინა, ტკივილს ვერ გაუძლო და კენჭი ბოლომდე ვერ დაშალეს. ახლა კი დაიძინა.  

– შეიძლება, ეს ურთიერთობა სპონტანურობიდან სერიოზულ სიღრმეებში გადავიდეს?

– არ ვიცი, წინასწარ ასეთ რაღაცეებზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა, უბრალოდ, ერთმანეთი მოგვწონს – სულ ესაა.

скачать dle 11.3