კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მეგობრობენ ერთმანეთთან ბესო მეგრელიშვილის ცოლები და ვის გამო არ მიუტოვებია მას არც ერთი ცოლი

ჩვენი რესპონდენტია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟი ავთო, იგივე ბესო მეგრელიშვილი, რომლის სამსახიობო კარიერა 30 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ არაერთი საინტერესო როლი ფიქსირდება მის შემოქმედებაში. ბატონი ბესო საკმაოდ საინტერესო რესპონდენტია, რომლის მონათხრობიდან მისი ცხოვრების ბევრ დეტალს შეიტყობთ.

–  საიდან აღმოჩნდით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”?

– ეკა მჟავანაძის ინიციატივით, რომელიც ჩემი მეგობარი და ამ სერიალის ქასთინგ-მენეჯერია. გიორგი ლიფონავასთან სხვა სერიალებშიც მიმუშავია, „კლინიკაშიც” ვთამაშობდი ერთ-ერთ მთავარ როლს. 

– თქვენი გმირის შესახებ რა იცოდით?

– ვიცოდი, რომ პიანისტი უნდა მეთამაშა. პიანინოსთან ცოტა ჭაკად ვარ, თუმცა, დედის ხათრით შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. დედა პიანისტი მყავს, 51-ე სკოლაში მუშაობდა, მეც იქ ვსწავლობდი და დედიკოს ხათრით დამამთავრებინეს შვიდწლედიც. ბავშვობაში 14 წელი ვცეკვავდი კიდეც და მერე თავი დავანებე, რადგან, არტისტობა მოვინდომე.

– 30 წლის სამსახიობო სტაჟი როდის დაიწყო?

– 18 წლიდან, როცა პირველად ვითამაშე ინსტიტუტში ქალბატონ ლილი იოსელიანთან, შემდეგ – მოზარდ მაყურებელთა თეატრში შალვა გაწერელიასთან. ამის მერე ათი წელი ახმეტელის თეატრის მსახიობი ვიყავი. მინდა გითხრათ, რომ ეს ათი წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. „ლაბირინთში” ბაბილას ვთამაშობდი. ჩემი როლი სახელმწიფო პრემიითაც აღინიშნა. ასევე, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში” ვთამაშობდი მთავარ როლს. მერე ოპერაცია გავიკეთე – ფილტვზე და ღვიძლზე ექინოკოკი მქონდა. ორი წლის წინ მეორედ გავიკეთე ღვიძლზე და ვარ ასე გაჭრა-გამოჭრაში. 

– ამ პაუზის შემდეგ რომელ თეატრში განაგრძეთ მუშაობა?

– პაუზის შემდეგ იყო თეატრალური სარდაფი, სამეფო უბნის თეატრი, თავისუფალი თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი. შემდეგ ისევ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ, ყველამ იცის, რაც მოხდა იქ – პრემირებული მსახიობები, სახალხო და დამსახურებული არტისტები მოგვხვეტეს და გამოგვიშვეს თეატრიდან. თუკი ვინმეს რამის გაკეთება შეეძლო, ყველა გამოგვიშვეს. ახლა დიმა ღვთისიაშვილი მივიდა თეატრში და, როგორც ვიცი, მას ძალიან კარგი გეგმები აქვს. 

– როგორც ვხვდები, თქვენს ცხოვრებაში სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” დროულად გამოჩნდა.

– ეს სერიალი მართლა კარგ დროს გამოჩნდა. თავისი სტაფიანად, ყველა ძალიან კარგი და თბილი ადამიანი მუშაობს ამ სერიალზე. მე ძირითადად ბაია დვალიშვილთან მიწევს მუშაობა, რომელიც შესანიშნავი და ძალიან განათლებული ადამიანია და მასთან საუბარი სასიამოვნოა. მაკა ძაგანიას (თინას) რაც შეეხება, სარდაფში მაქვს მასთან ერთად ნათამაშები. სერიალში თუ ჩემი გერია, იქ ჩემი შვილი იყო. მაკა ძალიან კარგი გოგოა, ჩემი დის თანაკლასელია, ქორეოგრაფიულში სწავლობდნენ ერთად. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სერიალით, რომელიც ჩემი სამსახიობო პაუზის დროს გამოჩნდა და მართლა დიდი სიამოვნება მივიღე იქ მუშაობითა და ურთიერთობით.

– ხალხის ყურადღება როგორ მოქმედებს თქვენზე?

– რომ გითხრათ, ხალხის ყურადღება ძალიან მსიამოვნებს-მეთქი, ტყუილი იქნება – უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ყველა „ავთოთი“ მომმართავს. ზოგს საშინლად არ მოვწონვარ, რადგან, უარყოფითი პიროვნება ჰგონიათ ავთო, ზოგს – პირიქით. ბოლო სერიებში ავთო გამოსწორდა: მუშაობა დაიწყო და უფრო დაფასებული გახდა ოჯახში. შეიძლება ჩემი ნაკლია, როგორც მსახიობის, მაგრამ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. ყველაზე მეტად მიჭირს, მიძნელდება და მერიდება „პაკლონზე” გამოსვლა. 

– რამე თუ გაქვთ საერთო ავთოსთან, თუნდაც ხასიათში?

– ბევრი რამ გვაქვს საერთო: მეც ცოტა ფიცხი ვარ, ახალგაზრდობაში მეც მოჩხუბარი ვიყავი, თუმცა, არც ახლა დავიხევ უკან. გული არ ბერდებაო, რომ ამბობენ, მართალია – კიდევ პატარა ბიჭი მგონია ჩემი თავი. ხასიათში ბევრი გვაქვს მე და ავთოს საერთო, მაგრამ მე პირადად შოთიკოს სურათს არ გავაჩერებინებდი კედელზე ჩამოკიდებულს. ავთო თბილი ადამიანია და ჩემზეც ასე ამბობენ. ორივეს გვიყვარს ხელოვნება, ბავშვები... კიდევ რა გვაქვს საერთო?.. სმა. თუმცა, ბოლო დროს ვერიდები, თან, ორჯერ ნაოპერაციები ღვიძლი მაქვს. 

– თქვენი ოჯახის წევრებიდან თუ იყო ვინმე მსახიობი თქვენ გარდა?

– ხელოვანების ოჯახში ვარ გაზრდილი: დედა – პიანისტი, მამა – მხატვარი. მამაჩემის მამა „ვგიკში“ სწავლობდა, სარეჟისორო ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, ის 27 წლის გარდაიცვალა. მამაჩემის მამინაცვალი იყო არჩილ გომიაშვილი. მამაჩემის დედაც მსახიობობდა – ცოტა ხანს მოზარდში იყო. 

– მსახიობის პროფესიის არჩევაში თუ გეთანხმებოდნენ ოჯახში?

– წინააღმდეგობის მცდელობა იყო ოჯახის მხრიდან. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი რა იყო მსახიობობა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, მეგონა, როგორ ადვილადაც გამომდიოდა ცეკვა, ისევე გამომივიდოდა მსახიობობაც. პირველ წელს რომ არ ჩამებარებინა, ნამდვილად აღარ ვცდიდი მეორედ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ქალბატონ ლილი იოსელიანთან მოვხვდი, რომელსაც ჩემი ცუღლუტობით სისხლი გავუშრე – ხან ვაცდენდი, ხან მეზარებოდა რეპეტიციაზე მისვლა. ქალბატონი ლილი სულ გვეუბნებოდა, მე კი არ გაყვარებთ, არამედ გაძულებთ პროფესიას და თუ გაუძლებთ, მაშინ კარგიაო. პირველივე ლექციაზე დავეჭვდი ჩემს არჩევანში – ვიფიქრე, აქ რა მინდოდა, წავსულიყავი და ისტორიულზე ჩამებარებინა-მეთქი. რაღაც პერიოდის გადალახვა გამიჭირდა, დღე და ღამე რეპეტიციები გვქონდა ინსტიტუტში. გამზრდელი პაპა, რომელიც გარდაცვლილი მეწვა სახლში, მის პანაშვიდზე არ ვყოფილვარ, დღე და ღამე რეპეტიციაზე ვიყავი. მხოლოდ გასვენების დღეს დავესწარი. 

– თავად თუ გაქვთ სურვილი, რომ შვილებმა თქვენი პროფესია გააგრძელონ?

– მათ არჩევანი თავისუფალი აქვთ. უფროსი გოგო 30 წლის არის, რომელმაც არ აირჩია ეს გზა; ბიჭი 14 წლისაა და ჯერჯერობით არც მას უნდა მსახიობობა; პატარა გოგონა ერთი წლის არის და ამაზე საუბარი ადრეა. თუმცა, ჩემი ბიჭი სტუდენტურ ფილმში გადაიღეს. მისი ძმა, ჩემი გერი, რეჟისორია, რომელიც ჩემს ხელშია გაზრდილი და მისმა მეგობარმა გადაიღო სადიპლომო ფილმში. 

– მკაცრი მამა ხართ?

– შვილების მიმართ მკაცრი ნამდვილად ვერ ვარ, თუმცა, მეგონა, რომ ძალიან მკაცრი ვიქნებოდი და სპორტულად გავზრდიდი მათ, როგორც მე ვიყავი გაზრდილი. საშინელი რისკიანი ვიყავი – მეორე-მესამე სართულიდან ვხტებოდი. სხვათა შორის, დღემდე ადრენალინის მოყვარული ადამიანი ვარ. 

– საკმაოდ ადრეულ ასაკში გამხდარხართ მამა.

– აკვანში მოვიყვანე ცოლი. პირველი ქორწინებიდან გოგო მყავს, მეორედან ბიჭი, მესამედან – ისევ გოგო.

– თქვენი მეუღლეები მსახიობები არიან?

– პირველი ცოლი ექიმი მყავდა, მეორე – თეატრმცოდნე, ხოლო მესამე – მსახიობია.

– როგორი მეუღლე ხართ?

– გადასარევი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ცუდი. ეს იმათ ჰკითხეთ. 

– ყოფილ მეუღლეებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

– ჩემს ყოფილ მეუღლეებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მარტო მე კი არა ჩემი მეუღლეებიც მშვენივრად მეგობრობენ ერთმანეთთან. ასეც უნდა იყოს, რადგან, არც ერთხელ, არავის გამო არ წავსულვარ სახლიდან და ერთი მეორის და მეორე – მესამის გამო არ მიმიტოვებია. იყო პერიოდები, როცა მარტო ვიყავი და მერე თავისთავად მოდიოდა სიყვარული. ასე რომ, მათ ერთმანეთში გასაყოფი არაფერი აქვთ. სამი შვილი მყავს, რომელთა შორის 15-15 წელია განსხვავება. 15 წლის შემდეგ კიდევ თუ მექნება ბავშვის გაკეთების თავი, დიდი სიამოვნებით, არც ამაზე ვიტყოდი უარს. სხვათა შორის ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ, 11 და 9 წლის ბიჭები არიან. მშვენიერია, ყველაფერს ვასწრებ. ერთი, სიკვდილი არ მინდა, თორემ, დანარჩენი ყველაფერი კარგია ნაადრევი. 

– რაზე არ იტყვით არასდროს უარს?

– სიხარულზე, შვილებზე; სხვათა შორის, არც ფულზე. ფულიც კარგი რამე ყოფილა, ზღაპრებში რომ გვზრდიდნენ კომუნისტები – ფული ხელის ჭუჭყიაო, არაფერი ხელის ჭუჭყი არ არის, გააჩნია, როგორ გამოიყენებ მას და რას გააკეთებ. 

– სამომავლო გეგმები თეატრს არ უკავშირდება?

– წინასწარ არ მინდა ვთქვა, რადგან, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. თეატრში ძალიან საინტერესო როლზე მაქვს შემოთავაზება, რომლის თამაშიც ყოველთვის ძალიან მინდოდა. იმის მეშინია, როცა ადამიანს რაღაცის გაკეთება ძალიან უნდა, შეიძლება არ გამოუვიდეს. ძალიან საფრთხილო როლია, რომელსაც სულ კონტროლი უნდა. შემოთავაზება სულ ახლახან მივიღე და, ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.  

скачать dle 11.3