კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა აკონტროლოთ სიტყვები და აზრები განსაკუთრებულად და რა უნდა ატარონ გასათხოვარმა გოგონებმა ბედის გასახსნელად

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი პერიოდები. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ეტაპები, როცა მოჭარბებული ენერგია და იღბლიანობა მეტად შეიგრძნობა. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეს ადამიანი – ცხოვრების რომელ ეტაპს გადის, როდის უნდა იყოს ფრთხილი და წინდახედული, როდის შედარებით გაუმართლებს და რა უნდა გაითვალისწინოს, რომ იღბლიანი იყოს. ასევე, გველის წელიწადი დადგა და ბევრ ადამიანს მის მიმართ ერთგვარი შიში აქვს. არადა, ამბობენ, ის ოჯახის მფარველია, თუ სახლის საძირკველში დაიბუდაო. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ქალბატონ დალის, რომელმაც მეტად საგულისყურო ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

დალი: ყველას ცხოვრებაში დგება ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. სწორედ ამ დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ – არ დააპროგრამოთ ცუდისკენ საკუთარი ბედი და იღბალი. ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, საკუთარი დაბადების დღე წყევლოს, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ადამიანი აზრზეც ვერ მოდის, რომ ასეთი საქციელით თავს ვნებს, ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს. მართალია, როცა ადამიანისთვის წარუმატებელი დღეები დგას, ამ დროს ძნელია, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ თუ იცი, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, მაშინ თავს შეიკავებ. ხომ იცით, დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად გვიხდება, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.

– თუ არსებობს რაიმე მეთოდი, რომელიც ამ პერიოდში, ცუდისგან გვიცავს და ჩვენზე დადებითად მოქმედებს?

– მაგალითად, ჩვეულებრივი „ბულავკა” ჩავარდნის პერიოდში კარგი და საიმედო დამცავია ავი თვალისგან. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ის ასევე, კარგი თილისმაა წარმატებისა და ბარაქის მოსაპოვებლად. ოღონდ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ გაიხსნას და სულ შეკრული ატაროთ. თუ გასათხოვარი ხართ, ის კაბის კალთაზე მიამაგრეთ, ისე რომ, არ ჩანდეს. პლატინის ქინძისთავის ტარება კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის. ის მათ ყოველთვის ეხმარება გონიერი გადაწყვეტილებები მიიღონ, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული პარტნიორებთან და სწორი, სასარგებლო არჩევანი გააკეთონ საქმეში. პლატინის ქინძისთავის ტარება მეექვსე გრძნობას ავითარებს და ადამიანს ექსტრემალური სიტუაციებისგან იცავს. დღეს მოდაშია ტანსაცმელზე ათასგვარი ბროშის, ქინძისთავისა და თვლებით მოჭედილი გულსაბნევის ტარება. გეტყვით, რომ მაგალითად, ოქროს ქინძისთავი თუ გულსაბნევი, ადამიანს ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს. ვერცხლისფერი ქინძისთავი, თუ მას მისაღებ ოთახში, ფარდაზე მიამაგრებთ, თქვენს საცხოვრებელს ხანძრისა და გაქურდვისგან დაიცავს. ის ასევე, კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, მაშინ გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ. 

– ამ დროს იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ქვებითაა გულსაბნევი მოჭედილი?

– რაც შეეხება თილისმურ ქვებს, გეტყვით, რომ ბრილიანტებით მოჭედილი გულსაბნევი ბიზნესმენი ქალბატონისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.  ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკების დროს ის ხელს უწყობს, ქალბატონის აზრი გაითვალისწინონ და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ჯანმრთელობისთვისაა ძალიან კარგი, რადგან დაავადებებისგან დაგიცავთ. ოპალისთვლიანი გულსაბნევი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია მათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საერთოდ, გირჩევთ, ყვავილის ან პეპლის ფორმის, თქვენთვის მისაღები თვლებით მოჭედილი გულსაბნევები ატაროთ, რათა საქმეში შედეგს ადვილად მიაღწიოთ.

– ქალბატონო დალი, ზოგადად, ამოუცნობი ფენომენის ბევრს არ სჯერა. წელს გველის წელიწადია და ბევრისგან გავიგე, როგორც ისაა საშიში ადამიანისთვის, ასეთი მოვლენებით სავსე წელიწადი გველისო. ამაზე რას გვეტყვით?

– მართალია, ბევრს არ სჯერა ამოუცნობი ფენომენის და ეზოთერიკულ მეცნიერებასაც ცალი თვალით უყურებს, თუმცა, როცა თავად ეჯახება მსგავს მოვლენებს, მერე დაფიქრდება და იჯერებს იმას, რისი წყალობითაც უბედურებას აარიდა თავი. ამიტომ, საჭიროა, ნებისმიერ დეტალს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გულისყურით დავაკვირდეთ, თითოეული ფაქტი კარგად გავაანალიზოთ და იმ აუხსნელ წესებს დავემორჩილოთ, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. რაც შეეხება გველს, ერთი შეხედვით საშიში ქვეწარმავალი, ადამიანს შესაძლოა, მფარველადაც კი მოევლინოს. ამბობენ, თუ მის გარშემო მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს გულისყურით დააკვირდები, ბევრ უბედურებას აიცილებ თავიდანო. ეს სიმართლეა და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს. ზოგჯერ გაფრთხილებასაც ამა თუ იმ ფორმით ვიღებთ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. არ ვითვალისწინებთ, რომ რაიმე ცუდის მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს ყოველივე. შემდეგ კი, როცა მომხდარზე ვფიქრობთ, მას სასწაულს ვაწერთ ან თუნდაც – ბედისწერას. კი ბატონო, ამბობენ,  ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება და ამ ყველაფერს თუ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და ყველაფერი გულთან მიიტანა, ნერვიულ აშლილობამდე მივაო. მაგრამ, არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ ყველაფერი შემთხვევითობა არ არის. განსაკუთრებით წელს, როცა გველის წელიწადი დადგა, ქვეწარმავლის მოკვლა ან მისი აუგად ხსენება, გვეკრძალება. ადამიანები დიდ ცოდვას ჩავდივართ, როცა ქვეწარმავალს ვკლავთ, გვეშინია მისი, გვეზიზღება და არც მის „უთქმელ” გაფრთხილებას ვაქცევთ ყურადღებას. გველს მოვლენების წინასწარი განჭვრეტისა და ოჯახის მფარველობის უნარი აქვს. ამიტომ,  თუ ეზოში ან სახლის სარდაფში გველი დაიბუდებს, ის ოჯახის მფარველია და მისი მოკვლა არ შეიძლება.

– და, მაინც თუ მოკლა ის სახლის პატრონმა?

– თუ მასზე ვინმე ხელს აღმართავს, ოჯახს უბედურება არ ასცდება. მართალია, ქვეწარმავალს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ქცევებით გვამცნობს მოსალოდნელ უბედურებას და თუ არ გააბრაზე, მასზე არ გაიწიე და რამე არ დაუშავე თავადაც არაფერს გავნებს. პირიქით, შეიძლება, თქვენი მფარველობა იკისროს და მოსალოდნელი სააფრთხეებიც კი აგაცილოთ თავიდან. ადამიანების მიმართ მათ განსაკუთრებული გრძნობა აქვთ – თუ გველმა ის მიიღო და შეიყვარა, ისე ეხმარება და ისეთ უბედურებებს აცილებს თავიდან, რომ ვერც წარმოგიდგენიათ. მაგალითად, გამიგია, ძველ დროში, აკვანზე შემოეხვეოდა გველი და ასე იცავდა ჩვილს ცხოველების თავდასხმისგან, როცა მისი მშობლები ყანაში მუშაობდნენ. დღეს, არაერთ ადამიანს ჰყავს გველი ბინაში, როგორც შინაური ცხოველი და თუ ჰკითხავთ, ის ძაღლზე დიდ ერთგულებას უწევს მათ. ასე რომ, თუ ქვეწარმავალს უერთგულებთ, მისი არ შეგეშინდებათ და ისე მიუდგებით, როგორც საჭიროა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთეს ელოდეთ და არა საფრთხეს.

 

скачать dle 11.3