კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრონქიტის დროს პიტნა გიშველით

ბრონქიტის დროს პიტნას დაასხით მდუღარე წყალი. მოთუთქული ფოთლები დააქუცმაცეთ, დააფინეთ დოლბანდზე და დაიდეთ გულმკერდზე, ზემოდან დაიფარეთ პერგამენტის ქაღალდი ან პოლიეთილენის ნაჭერი და კარგად შეიკარით შალის ქსოვილით.

გაციების დროს ნაძვისა და ფიჭვის წიწვები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ, მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. ამ მასით შეგიძლიათ, გულმკერდზე კომპრესი დაიდოთ ან ინჰალაცია გაიკეთოთ.

 

გაიწმინდეთ ნაწლავები ტოქსინებისგან

იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ადამიანის ხასიათზე.

თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, მაშინ ნაწლავები ტოქსინებისგან უნდა გაისუფთაოთ. თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გასუფთავების პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ.

დასვენების დღეებში აადუღეთ ორასი მილილიტრი წყალი, ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარ საათში უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე. კერძოდ, ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაამატეთ ცოტა კარაქი და საუზმეც მზად იქნება. მას შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ. ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ, შეგიძლიათ, მიირთვათ, რაც გსურთ.

ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა, ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილნი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.

ხანდახან ადამიანი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური სიგრძით იბადება, რაც ადვილი გამოსავლენია მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური საშუალებით. ასეთ ადამიანებს ნაწლავების დაცლის პრობლემა ბავშვობიდანვე აწუხებთ.

ნაწლავების დაცლის რეგულირება ყველაფერი როდია. დაცლა შვებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს და ეს იოლად უნდა ხდებოდეს. თუ ასე არ არის, ეს უკვე პათოლოგიაა.

დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავების შემთხვევაში რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სპეციალური რჩევები. კერძოდ:

* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე ერთი ჭიქა წყალი;

* სანამ ადგებით, საწოლში გაიკეთეთ მუცლის მასაჟი. თითებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით;

* დილას მუცლის პრესისთვის გააკეთეთ ვარჯიშები;

* დილას, უზმოზე მიირთვით: დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. ორას გრამ ნარევს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ამას შეგიძლიათ, ერთი ჩაის ჭიქა წყალიც მიაყოლოთ;

* ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, უმი ბოსტნეულის სალათები, მაგალითად, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა. ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები;

* მიირთვით ღერღილი. ის B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.

 

აუცილებელია, ისწავლოთ სწორად კვება 

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა მიირთვათ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული. პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი. არ შეიძლება, ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის შეთავსება.

არ შეიძლება პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, ყველის, რძის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. ამ დროს გადამუშავება სხვადასხვა შემადგენლობის კუჭის წვენით მიმდინარეობს. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან ქათმის ხორცი და კარტოფილი ფრი, თევზი და ყველი, ბიფშტექსი და მაკარონი.

ერთ ჯერ ჭამაზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაკლებს მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნეა და საშიში. ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით. ჭამეთ პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.

უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი ცხიმი შეიცავს ძირითად ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. ის კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე, პროტეინშემცველ პროდუქტებს.

იოგურტი, რძე, მაწონი, ნაღები ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს. ამიტომ, ისინი ცალკე მიირთვით. რძე და რძის ნაწარმი პროტეინის შემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა ასევე პროტეინის შემცველ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ერთად რძეს და კარტოფილს, რძეს და ბრინჯს, რძეს და თევზს.

ასევე, არ შეიძლება, პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. აღნიშნულ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამ დროს პურეული ნაწარმი იწყებს დუღილს. ამიტომ, არ გირჩევთ, მიირთვათ ვაშლის, მარწყვის, ჭერმის და ასე შემდეგ, ხილისგან დამზადებული ღვეზელები.

 

მარილიანი ყავა, ნაბახუსევზე გულისრევის შეგრძნებას კლავს

დღესასწაულის შემდეგ ყველას უჩნდება ერთი პრობლემა, კერძოდ, როგორ ვუწამლოთ ნაბახუსევს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ სუფრასთან გიწევთ დროსტარება და შესაბამისად, სასმლის დალევაც.

სუფრამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ დაახლოებით 50 გრამი არაყი, რომელიც წინასწარ მოამზადებს თქვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მისაღებად.

ასევე, მიირთვით მაგარი ჩაი პიტნით ან ყავა ლიმონით. მიირთვით რაიმე ცხიმიანი კერძი, კარაქი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ეს ხელს შეუშლის ალკოჰოლის ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს. ამიტომ, სასურველია, ის სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით ადრე მიირთვათ.

ეცადეთ, ქეიფისას ერთი სახეობის ალკოჰოლური სასმელი დალიოთ. არ არის რეკომენდებული, სუსტი და მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ აპირებთ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალიოთ, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება.

თუ სვამთ სპირტიან სასმელს, ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ, აუცილებლად მიაყოლეთ საჭმელი. ეს ხელს უშლის ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედებას.

დალევიდან მეორე დღეს სასურველია, მიირთვათ ლიმონიანი და პიტნიანი ჩაი ან ყავა.

ზოგიერთი ადამიანი გულისრევის შემდეგ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ერთი ფინჯანი მარილიანი ყავა.

მიირთვით მინერალური წყალი, ლიმონიანი ცივი წყალი, კომბოსტოს ან კიტრის მწნილი. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხელი, წვნიანი კერძები.

გირჩევთ, ყოველივე ზემოთქმული სუფრასთან დაჯდომის წინ გაიაზროთ.

 

ალერგიული საკვების შემდეგ, კალენდულას ნაყენი დალიეთ

ზოგ ადამიანს ნიგვზიანი კერძის, შოკოლადის ან ფორთოხლის ჭამის შემდეგ ალერგია ეწყება. ალერგენებისგან თავის დაღწევა კი, ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ახალი წლის დღეებში. თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, გექავებათ კანი და დისკომფორტს გრძნობთ, შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ:

ერთი სუფრის კოვზ კალენდულას ხმელ ყვავილს, რომელიც აფთიაქში იყიდება, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მეოთხედი ჭიქა სითხე მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე.  

თუ ალერგია გამწვავებულია და გამონაყარი გაჩნდა კანზე, ამ შემთხვევაში ნაყენის საფენებიც დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით ქავილი აღარ შეგაწუხებთ და ალერგიაც უკან დაიხევს.

გაფრთხილებთ, რომ ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ორგანიზმს ასუსტებს, რის გამოც, შემდეგ მასთან ბრძოლაც ხანგრძლივად გიწევთ. ამიტომ, არ შეიძლება მსგავსი პრეპარატის ექიმის გარეშე, თვითნებურად სმა.

კალენდულა ისე მოქმედებს ორგანიზმზე, რომ არ ვნებს და ეფექტსაც სულ მალე მიიღებთ.

 

თუ კუჭი გტკივათ, დილა ჰერკულესის ფაფით დაიწყეთ

თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ესე იგი გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები.

ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ.

დილით, უზმოზე, მიირთვით ჰერკულესის ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი პროდუქტი.

скачать dle 11.3