კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, რომელი ინსტანციის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და რა სახის შეიძლება, იყოს ეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებისას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია, ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება შეწყვიტოს ბრალდებულის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა და თუ აქვს, რა შემთხვევაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ წინასასამართლო სხდომაზე თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა ღირებულებას შეადგენს  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თითის ანაბეჭდების იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ხელის კვალის დადგენის, გამოკვლევისა და იდენტიფიკაციისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფი  განისაზღვრება და შეადგენს 35 ლარს.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რას წარმოადგენს და რა ფუნქციები აქვს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, ასევე, სად არის კომისიის ადგილსამყოფელი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია სპეციალური უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირთა ჯგუფია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. კომისიას გააჩნია შესაბამისი ბეჭედი და შტამპი. კომისიის მისამართია: თბილისი 0119,  წერეთლის გამზ. ¹144. რაც შეეხება ფუნქციებს, კომისიის ფუნქციაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება. 

კითხვა: მაინტერესებს, როგორია  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და ვინ ნიშნავს კომისიის წევრებს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ   კომისია შედგება 3 მუდმივმოქმედი წევრისგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი; კომისიის წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი. კომისიის წევრებსა და კომისიის მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.

კითხვა:  გთხოვთ განმიმარტოთ, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს და როგორი წესით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია, ასევე როგორ ხდება კომისიის მიერ  გადაწყვეტილებების მიღება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის განცხადების დაშვების საკითხს. მას უნდა ერთვოდეს მსჯავრდებულის ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლი შესაბამისი გამოკვლევებით და მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნა. კომისიის მიერ განცხადების დაშვების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიერ. კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ ადგენს დასკვნას, რომელიც განსახილველად წარედგინება კომისიას. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, გამოთქვას განსხვავებული აზრი.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, სად უნდა შევიტანოთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად განცხადება და რა აუცილებელი პირობებია საჭირო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების  დადგენისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ, უნდა შეიტანოთ სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების  დადგენისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. 

скачать dle 11.3