კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (215)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ეკიზაშვილი-ეზიკაშვილი

გვარის ფუძეა ბიბლიური სახელი ეკიზა, ეზიკა. ამ გვარის წარმომადგენლები არიან როგორც ქართველები, ასევე სომხებიც. 

გვარი ეკიზაშვილი გვხვდება სოფელ ქორეთში, საჩხერის რაიონში თუმცა, ისინი ოდითგანვე ცხოვრობდნენ გურიაშიც. 

ამავე ძირისაა გვარები ეზიაშვილი, ეზიკაშვილი, ეზიკიანი.

სამწუხაროდ, გვარი ეკიზაშვილის შესახებ ისტორიულ საბუთებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება და კვლევა კვლავ გრძელდება.

საქართველოში 137 ეკიზაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 53, თბილისში – 34, ბათუმში – 32. არიან სხვაგანაც. არიან სხვაგანაც.

35 ეზიკაშვილი: საჩხერეში– 10. თბილისში – 7, ოზურგეთში – 6. არიან სხვაგანაც.

144 ეზიაშვილი: საჩხერეში – 53, ოზურგეთში – 48, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.

246 ეზიკიანი: ნინოწმინდაში – 214, ახალქალაქში – 12, თბილისში – 8. არიან სხვაგანაც.

ტუკვაძე-ტუკაძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ტუკა, ტუკო.

ტუკაანი შემონახულია ბეჟიაშვილის გვარის სახინჯარში.

სულხან-საბა ორბელიანთან გვხვდება სიტყვა ტუკი. „ტუკი (ხე) წყლის წიდნა”. 

გადმოცემით, გვარის წინაპრები ხეხილის მყნობელები ყოფილან და ამიტომ ხელობა-საქმიანობის ჯგუფის გვარადაა მიჩნეული. 

გვარის პირვანდელი ფორმაა ტუკაძე, ასო ვ მოგვიანებითაა დამატებულ-ჩავარდნილი.

გვარი ისტორიულ საბუთებში გვხვდება წყალტუბოს რაიონში.

ტუკვაძე წმინდა იმერული გვარ-სახელია.

საქართველოში 688 ტუკვაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 346, წყალტუბოში – 137, თერჯოლაში – 60. არიან სხვაგანაც.

ტატუაშვილი-ტატიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატუ, ტატია.

1721 წელს დიდ თონეთში მოიხსენიებიან ბედიანა ტატიაშვილი და ივანა ტატიაშვილი. შემდგომში გვარმა სახე იცვალა და ტატუაშვილად გაფორმდა. 

„თონეთელ სახელმწიფო გლეხს ივანე ტატუაშვილსა და მის ცოლს მარიამს, დაებადათ ვაჟი პეტრე. მიმრქმელად იყო თანასოფლელი იოსებ პაპუნაშვილი”. 

საქართველოში 414 ტატიაშვილი ცხოვრობს: გორში – 133, გურჯაანში – 117, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც.

509 ტატუაშვილი: თბილისში – 205, დმანისში – 119, თეთრი წყაროში – 76.

ტუნაძე

გვარის ძირია მამაკაცის საკუთარი სახელი ტუნა. კერძოდ, თურქული სახელიდან თუნა, ტუნა, უნდა იყოს წარმოქმნილი, სავარაუდოდ, გვარ-სახელი ტუნაძე.

ტუნაძეები, ძირითადად, აჭარის რაიონში, ქედლებში ცხოვრობენ.

ტუნაძეები რაჭაშიც ცხოვრობდნენ და თავად იაშვილების აზნაურები იყვნენ.

ტუნავა და ტუნაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს.

ტუნავა საკმაოდ მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 275 ტუნაძე ცხოვრობს: ჩოხატაურში – 108, ოზურგეთში – 85, ბათუმში – 13. არიან სხვაგანაც.

ბუზიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბუზია. ბუზიაშვილი პავლე მოიხსენიება სოფელ ბორბალოში 1873 წლის აღწერის მასალებში.

საქართველოში 623 ბუზიაშვილი ცხოვრობს. ქარელში 260, თბილისში 150, საგარეჯოში 68. არიან სხვაგანაც.

ვალიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვალა, რომლისგანაც მომდინარეობს ფორმები: ვალე, ვალერი, ვალო. ამ გვარის ფუძე სიტყვა ვალს უკავშირდება. ვალიშვილი მამუკა მოხსენიებულია ჯავახიშვილების 1607 წლის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 1 180 ვალიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 310, გორში – 274, მცხეთაში – 238. არიან სხვაგანაც.

ავგაროზიშვილი

ავგაროზიშვილს წინ უსწრებდა გვარი ავგაროზისძე. 1400 წელს, თემურ-ბეგის ლაშქრობასთან დაკავშირებით, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი წერს: „მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმა ხელთაგან მათთა და შემდგომ მცირედისა ჟამისაი, დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან და ვტიროდი თავსა ჩემსა მე, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი... და დავხსენ წიგნი, პარაკლიტონი, სამოციქულო, ავგაროზი... წმინდაო მამანო, მეფეთა და პატიოსანთა პატრონთა სამსახურისგან ესოდენ შევძელი და შენდობით მომიხსენიეთ“.

ავგაროზიშვილები სოფელ წიფორიდან სოფელ კოდაში გადასულან.

კოდელმა თევდორე ავგაროზიშვილმა 1829 წელს იქორწინა ნადარბაზევში მცხოვრებ მათეს ქალზე, ტასიაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამა ხუროშვილმა. თავდებნი იყვნენ: სარბაქა მეკოკისშვილი, არუთინა დალაქიშვილი, პავლე თათარაშვილი.

საქართველოში 37 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 5, თბილისში – 4.

დომელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დომელა. დიდ ენაგეთში მემამულე ივანე საგინოვის (საგინაშვილის) გლეხად, 1823 წლის აღწერით, მოიხსენიება სოსია დომელაშვილი, რომელიც თელავის მაზრიდან გადასულა ძმასთან ნინიასთან და დედასთან – ბარბარესთან ერთად.

ამავე ძირისაა გვარი დომელიშვილი.

საქართველოში 33 დომელაშვილი ცხოვრობს: გორში – 13, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.

 67 – დომელიშვილი. 

კაკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კაკა.

კაკა გერმანოზიშვილი მოიხსენიება 1797 წელს, ბატონიშვილ ალმასხანის წერილში, რომელიც მას დედოფალ დარეჯანის სახელზე გაუგზავნია.

1721 წელს ქვემო ანტრაფში მოიხსენიება კაკაშვილი ბერუა.

საქართველოში 1 472 კაკაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 266, თბილისში – 262, ქარელში – 248. არიან სხვაგანაც.

ბერინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი.

 „ნაზარალიხანმა გაუთარხნა იასე შიოშბეგიშვილს კლდეისელი ექვსი კომლი, მათ შორის – ბერინაშვილი.“

თეიმურაზ ბერინაშვილი ოჯახთან ერთად მოიხსენიება 1823 წელს, ვაშლოვანში.

საქართველოში 157 ბერინაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 43, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც. 

არუთინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არუთინა, რომელიც ნასესხებია თურქულიდან და ნიშნავს „ქნარის დამკვრელს“.

სახელ არუთინას ქართული სინონიმია არუფინა, ართენა.

1721 წლის აღწერაში სახელი არუთინა ბევრჯერ გვხვდება.

არუთინაშვილი მოგვიანებით რუსულად დაუბოლოებიათ და არუთინოვებად დაუწერიათ. არუთინოვები არიან ქართველებიც და სომხებიც.

საქართველოში 280 არუთინაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 169, თბილისში – 31, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც. 

ჟამიერაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟამიერა. 

დიდ ენაგეთში ალექსი ჟამიერაშვილს 1874 წელს შვილი – მიხეილი მოუნათლავს. ნათლია ყოფილა თანასოფლელი გიორგი ბარათოვი.

საქართველოში 124 ჟამიერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, თელავში – 31, ფოთში – 5. არიან სხვაგანაც.

 

скачать dle 11.3