კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე შაირი არ მინდოდა“

 

ყურდასვენებულები

მართალია, მონროობამდე ბევრი უკლია (თუნდაც, იმიტომაც, რომ ეს უკანასკნელი კენედის ჰყვარობდა), მაგრამ დიდ-დიდ ჩინიანთათვის სიმღერით თავი მაინც გამოიჩინა (აქვე შევნიშნავ, რომ, მაინცდამაინც, არც მერლინი გამოირჩეოდა სმენა-სირინოზის ხმით), განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და, როგორც წესი, იმ კონცერტებზე, რომლებსაც თავის დროზე მმართველი პარტია მოსახლეობას უფასოდ უტარებდა. ამ თუ იმ მიზეზით, რომ ქართული უდღეური „ფლეიბოისთვისაც“ მოიშიშვლა არა მხოლოდ გავა (უდღეური-მეთქი, რადგან ამ გამოცემის მხოლოდ რამდენიმე ნომერი გამოვიდა), მომღერალი წკრიალაშვილი (ბუნებრივია, „მომღერალი“ ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, თორემ, თუ მომღერლად ბიონსეს განვიხილავთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ტერმინი ადეკვატური არ არის), კულტურის სამინისტროს თანამშრომლად მოგვევლინა. თუმცა პირველი ოქტომბრის შემდეგ, თავისი თუ ახალმოსულთა ნებით, პოსტი დატოვა (რომ მოვიცლიდე, სიამოვნებით შევისწავლიდი, რა კვალი დაამჩნია ქართულ კულტურას) და სულ ბოლოს საზოგადოების წინაშე (ღვთის შეწევნით არა სიმღერით), არამედ მოქალაქის როლში წარდგა.

ქ-ნი წკრიალაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ კი „ნაცმოძრაობის“ გენმდივნის ბ-ნი ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა და საკუთარი აღშფოთების მოტივებიც გაგვიზიარა (სახელდობრ, ბრძანა: „ცხოვრებაში პირველად მომინდა, აქციაზე წავსულიყავი. ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საშინელი კრიმინალური მდგომარეობა გამოასწორა და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აქცია. არ შეიძლება ასეთი ადამიანის ამდენჯერ დაბარება, ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც იყო პასპორტი“).

ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა გამოძიება ქ-ნი წკრიალაშვილის შეგონებას, თუმცა ის კი ვიცით, რომ, როგორც თავად აცხადებს, ახალი მთავრობისთვის მღერა-თამაშს არ აპირებს (წინას კი იმიტომ უმღერდა, რომ კურსიც მოსწონდა), ხოლო, თუ ის დანაპირებს შეასრულებს, წყალი არ გაუვა, რომ მრავალთა ყური დამსახურებულად დაისვენებს.

 

скачать dle 11.3