კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხიბლავს, მაგრამ ეშინია“

 

ჩრდილოეთით აგერ უკვე ოთხი წელია, აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკებიან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. იმ მარტივი მიზეზით, რომ არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში და თვით საქართველოშიც კი შეიცვალა ხელისუფლება, რფ-ის ხელმძღვანელობას მოუწევს ალაპარაკება, თუმცა რაზე, საკითხავიც აი, ეს არის.

გასულ კვირას ვლ. პუტინი საკუთარ პრესკონფერენციაზე გამოგვიტყდა, რომ „რუსეთს უნდა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება.“ ოღონდ, ისე, რომ „საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.“ არ შეცვლის, რადგან „არ შეუძლია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმოს“.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რფ-ის პრეზიდენტი იქვე შენიშნავს, რომ, თუკი რუსეთი უკან ვერ წაიღებს თავის აღიარებებს, ისიც ესმის, რომ ვერც საქართველო აღიარებს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ასკვნის, რომ პირადად მას ამ ჩიხიდან გამოსასვლელად არანაირი გზა არ ესახება თვით ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც კი. მაგრამ მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და გვაიმედებს, „ერთად ვიფიქროთო“. იქვე იმასაც გვამადლის, რომ ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ინტერესია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ განაღიარებს, თუ ჯეროვნად მოვიქცევით ჩვენს მწვანილსა და მინწყლებს მაინც დააგემოვნებს რფ-ის 150-მილიონიანი მოსახლეობა.

მოკლედ, აშკარაა, მწვანილისა და, თუნდაც, ღვინის გასაღება ტერიტორიების საპირწონედ ვერ გამოდგება, ამიტომაც ჩვენც ის გვჭირს, რაზეც ოკუპანტები იტყოდნენ: „è õî÷åòñÿ è êîëåòñÿ“. მთავარია, ეს უკანასკნელი ცოტა მაგრად არ მოგვივიდეს. 

 

скачать dle 11.3