კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სიამოვნების პიკზე

 

შესაძლოა, იმიტომ რომ „ინტერნაციონალი“ გაახსენდათ („აღსდექ, კრულვითა დაღდასმულოო“) ან, შესაძლოა, ის უბრალო რამ, რომ ექიმიც ადამიანია, საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა თვით „სასწრაფო დახმარების“ თეთრხალათიანებმაც აღიმაღლეს. უფრო მეტიც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ ლევან ლომსიანიძის განცხადებით, ცენტრის ექიმთა უმრავლესობის ნებაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მათი სტრუქტურა შეამოწმოს.

მათივე თქმით, ჯერ ერთი, სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკში მანქანების უმეტესობა ამორტიზებულია, ხოლო მათი რემონტისთვის გამოყოფილი თანხები სავარაუდოდ, გაზრდილი და არარეალურია (უკვე გარემონტებული მაინც სარემონტოა). ერთი სიტყვით, ექიმები ეჭვობენ, რომ ცენტრისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა (როგორც ჩანს, გამომძიებლებს იმდენი საქმე ექნებათ, თავის მომფხანის შტატის შემოღება გახდება აუცილებელი).

როგორც აღმოჩნდა, ექიმებს მუშაობის 24-საათიანი რეჟიმი აქვთ, მაგრამ აქ არ იგულისხმება კვებისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო დრო (სავარაუდოდ, მუშაობის ამ გრაფიკის შემდგენელი ბავშვობაშია ჩარჩენილი და ჰგონია, რომ არა მხოლოდ მასწავლებლები, ფეხსალაგში არც ექიმები დაიარებიან).

ზემოთქმული, სხვა დანარჩენთან ერთად იმის ბრალიცაა, რომ მოქმედი „შრომის კოდექსი“ დასაქმებულს ადამიანად არ მიიჩნევს. მართალია, იქ, ზემოთ, ანუ პარლამენტში გვპირდებიან, რომ შრომით კანონმდებლობას გადახედავენ, მაგრამ ჯერჯერობით კანონშემოქმედებმა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების მორალურ მდგრადობაზე იმუშავეს. კერძოდ, „სიამოვნების მისაღები“ პრეზერვატივები მათ ნორჩ თვალს მოაშორეს (ჩვეულებრივს დასჯერდით, არაჩვეულებრივები  – სრულწლოვნობის შემდეგო!). ეს თემა აქტუალური გასულ კვირასაც გახდა. კერძოდ, უმრავლესობის წარმომადგენელი ბ-ნი ტყემალაძე მიიჩნევს, რომ „ბუსუსებიან პრეზერვატივებზე საუბრით მისი ზოგიერთი კოლეგა გარკვეულ სიამოვნებას იღებს“.  ბუნებრივია, მე არ ვიცი დაზუსტებით, ვის რა ანიჭებს ნეტარებას, თუმცა ყოველივე ზემოთქმული ბადებს რიტორიკულ შეგონებას: „სასწრაფოს“ ექიმები ფეხსალაგში ვერ შესულან, ჩვენი რჩეულები კი პრეზერვატივებზე ბუსუსებს ითვლიანო.

 

скачать dle 11.3