კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შუა საუკუნეებია. მეფე სანადიროდ წასასვლელად ემზადება და დედოფალს „ერთგულების ქამარი“ გაუკეთა. – მეფეო‚ რა საჭიროა ქამარი‚ ეგ ისეთი მახინჯია‚ მაინც არავინ მიეკარება. – ვიცი‚ მაგრამ‚ როცა დავბრუნდები‚ ვეტყვი‚ რომ გასაღები დამეკარგა...

 

***

– წამოდი‚ საახალწლო შუშხუნებს ჩემი სახლის ფანჯრებიდან ვუყუროთ. ხომ იცი‚ მეცხრე სართულზე ვცხოვრობ და მთელი ქალაქი ჩანს...

– პრეზერვატივის გარეშე შუშხუნების საყურებლად არ წამოვალ...

***

– რას მაჩუქებ საახალწლოდ?

– გა-გა-უ-პა-ტი-უ-რებ! – არტისტულად წარმოთქვა ქმარმა.

– თუ არ დაგნებდები? – კეკლუცობს ცოლი...

– ჰოდა‚ დარჩები უსაჩუქროდ.

***

– ბიჭო‚ რა დრო წამოვიდა – სანტა კლაუსის ნახევარი საათით გამოძახება უფრო ძვირი ჯდება‚ ვიდრე ფიფქიასი – მთელი ღამით...

***

გაცნობის ბიურო

– გისმენთ! როგორს აირჩევთ‚ მონაცემები...

– 20-30 წლის‚ 175 სანტიმეტრი სიმაღლის, 90-60-90-ზე‚ ქერა...

– იცით‚ თქვენ 55 წლის ხართ‚ 165 სანტიმეტრი სიმაღლის‚ ცოტა ღიპიანიც... თქვენი მატერიალური მდგომარეობაც არ იძლევა საშუალებას... იქნებ, ცოტა დაბალი შეგერჩიათ?

– არა!

– მაშინ‚ ზომები შევცვალოთ...

– არავითარ შემთხვევაში!

– უკაცრავად‚ მაგრამ, ასეთი მონაცემებით, მხოლოდ სულელი თუ დასთანხმდება თქვენს ცოლობაზე...

– იყოს სულელი!..

***

– მიხო‚ გულზე ხელი დაიდე და იგრე მითხარი‚ რას განიცდი ჩემ მიმართ?

– მოთმინებას‚ ქალო‚ მოთმინებას...

***

– აბა‚ როგორ მოგწონს სიძე?

– ეჰ... კარტის თამაში არ იცის...

– ეგ ძალიან დიდი პლუსია!

– არა‚ მინუსია – არ იცის და თამაშობს.

***

ქმარი ცოლს საყვედურობს:

– რატომ უყურებ ამ კულინარიულ გადმოცემებს‚ მაინც არაფრის მომზადება არ გეხერხება...

– მერე რა, შენც ხომ უყურებ პორნოებს...

***

ყველა არხის საინფორმაციოს ვუყურებ‚ მაგრამ, ზოგჯერ მინდა, გავიგო‚ სინამდვილეში რა ხდება.

***

ერთ კაცს ძალიან უნდოდა დასვენება – უბრალოდ‚ დამჯდარიყო ბალახზე და არაფერი ეკეთებინა... და, წავიდა ჰოლანდიაში.

***

– დედა‚ მიტუამ მითხრა‚ ხეზე აძვერიო...

– მაყვალ‚ შვილო‚ როდემდე უნდა იყო ეგეთი გულუბრყვილო‚ შენი ტრუსიკის დანახვა უნდოდა და იმიტომა...

– განა ეგეთი შტერი ვარ‚ მეც მივხვდი‚ ჰოდა, გავიხადე‚ ჯიბეში ჩავიდე და ხეზე ისე ავედი...

***

მეორე ახალგაზრდობა – ეს არის სისულელეებში დაბრუნება‚ ოღონდ, სიამოვნების გარეშე.

***

– მოდი‚ დავნიძლავდეთ 10 დოლარზე‚ რომ შენ თვალწინ დავხევ 100-დოლარიან კუპიურას.

– მიდი!

– მომეცი 100-დოლარიანი...

***

– არა‚ ძმაო‚ მეგრელები ვაჭრობისთვის არიან დაბადებულები...

– სისულელეა! ვაჭრობა ყველას ძალიან კარგად შეუძლია...

– ა‚ ბატონო‚ ჩამოვიაროთ და შევამოწმოთ.

მივიდნენ ერთთან:

– ცაციასთვის თუ გაქვთ ყავის ჭიქები?

– სად გინახავთ‚ ძამია მაგნაირი ჭიქა... არ არსებობს... არაჩვეულებრივი ჭიქები გვაქვს აგერ, ყველანაირი – დაბალფასიანი‚ ხარისხიანი. ა‚ ბატონო‚ ნახეთ‚ აიჩიეთ ზომა‚ ფერი...

ახლა სხვასთან მივიდნენ:

– ცაციასთვის ყავის ჭიქა გვინდა საჩუქრად.

– მაგფერი არაფერი გამიგია‚ ძამა‚ მაგრამ, ა‚ „მადონას“ სერვიზი აიღე‚ პირდაპირ დუბაიდან ჩამომიტანეს‚ გერმანულიც მაქვს – თანამედროვე... ცალობითაც მაქვს.... იეფად მოგცემთ...

მივიდნენ მეგრელთან:

– ცაციასთვის ყავის ჭიქას ვეძებთ...

– ახლავე‚ პატენი... ეგ დეფიციტია‚ მაგრამ მე მაქვს... 

ყველაზე ზემოთა თაროდან ჩამოიღო ყუთი, ამოიღო ჭიქა‚ შეაბრუნა‚ სახელური მარცხნივ მოუქცია და წინ დაუდგა...

– სპეციალურად ცაციებისთვის გამოუშვეს. სიახლეა‚ მაგრამ, ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს‚ პირველი ხელი ვარ‚ პატენი... შეგიხვევთ‚ სასაჩუქრე უპაკოვკა – 50 თეთრი‚ მშვიდობაში მოიხმარეთ...

გადაიხადეს ძმაკაცებმა ფული...

– აბა‚ რას იტყვი‚ ხომ მართალი ვიყავი?

– ვაჭრობის რა გითხრა‚ მაგრამ, დიდი მოხერხებულები რომ არიან‚ კავშირები რომ აქვთ და მაგრად ჩალიჩობენ‚ ვხედავ...

***

– ალო‚ უშიშროებიდან გირეკავთ!

– დიახ, ვიცი.

– საიდან.

– გამორთულ მობილურზე დამირეკეთ.

***

„ინტერპოლმა გამოავლინა დამნაშავე‚ რომელმაც 90-იან წლებში ორბიტა 63184A-ზე ხელოვნური თანამგზავრის ტელეკომუნიკაცია M118-დან 124 კილოგრამი ფერადი ლითონი მოიპარა“.

***

წარწერა მუნიციპალურ ტრანსპორტზე:

„პატივცემულო მგზავრებო! გთხოვთ, დაუთმოთ ადგილი ხანში შესულ ადამიანებს – პენსიონრებს‚ ასევე‚ ინვალიდებს‚ მოსწავლეებს... ყველას, ვინც შეღავათიან ფასში ან უფასოდ მგზავრობს ტრანსპორტით და, სხვათა შორის‚ თქვენს ხარჯზე“...

***

– ლიკ‚ გაიხადე!

– რატომ?

– შეგხედავ და გეტყვი...

***

– თქვენ ებრაელი ხართ?

– პასპორტით – კი‚ ცხოვრებით – არა!

***

დაავალეს კახელს‚ მეგრელსა და სვანს, ქუჩის გაყოლებაზე ელექტრობოძები ჩაედგათ.

კახელმა ჩადგა 50‚ მეგრელმა – 70‚ სვანმა – 3.

– ნახე‚ იმათმა რამდენი ჩადგეს‚ შენ 3-ზე მეტი რატომ ვერ მოახერხე?

– იმათ მარტო წვერები ჩაასვეს‚ მე კიდევ მთლიანად...

 

скачать dle 11.3