კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

 

დიდრო: მშობლებს თავიანთი შვილები მოუსვენარი და მოწყალებითი სიყვარულით უყვართ, რაც აფუჭებს ბავშვს. არსებობს მეორე სიყვარული – ყურადღებიანი და მშვიდი, რომელიც პატიოსან ადამიანად ზრდის ბავშვს და ასეთია ნამდვილი სიყვარული მამისა.

ვოლტერი: როდესაც პირველად ვკითხულობთ კარგ წიგნს, ჩვენ განვიცდით იგივე გრძნობას, როგორსაც პირველი მეგობრის შეძენისას. წაკითხული წიგნის ხელახლა წაკითხვა უკვე ძველი მეგობრის ხელახლა ნახვას ნიშნავს.

მონტენი: საჭიროა, ეცადო, გამოარკვიო – არა  ვინ მეტი იცის, არამედ ვინ იცის უკეთესად.

კონსტანტინე: ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.

ოთარ ჭილაძე: თუ ტოლერანტი ხარ, ძლიერიც უნდა იყო, სუსტმა, უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა უნდა დაივიწყოს, თავად რომ გადარჩეს.

ეზოპე: ვინც ნაცნობს ეტრაბახება, სასაცილოდ იგდებს თავს. 

ბალზაკი: გრძნობათა განადგურება იგივე სიკვდილია.

ბუასტი: ვისაც არაფერი ეწყინა, მას გული არა აქვს, უგრძნობი კი პიროვნება ვერ იქნება.

ბეკონი: ის, ვისაც მეგობრებთან გულახდილი საუბარი უყვარს, საკვებად საკუთარ სულს იყენებს.

პუბლიუსი: არსებობს საერთო ზოგადი კანონი, რომლის მიხედვითაც, იბადებიან და კვდებიან.

ჰორაციუსი: ბევრს შეუძლია იქიდან აღორძინდეს, რაც უკვე მოკვდა.

ლოპე დე ვეგა: გამოუსწორებელი შეურაცხყოფისთვის დროს მოაქვს გამოჯანმრთელება.

კამიუ: გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, არ გარდაგვქმნის ჩვენ, მაგრამ გვკარნახობს გარდაქმნის აზრს. ასევე, სიყვარული არ გვათავისუფლებს ჩვენ ეგოიზმისგან, მაგრამ გვაიძულებს, შევიცნოთ იგი და თან მოგვაგონებს შორეულ სამშობლოზე, სადაც ეგოიზმის ადგილი არ არის.

ბრენტანო: ეგოიზმი გვაიძულებს, მივისწრაფვოდეთ იქითკენ, რომ სხვებს მოვწონდეთ.

კატონ უფროსი: ენა ყველას აქვს, ჭკუა კი – ცოტას.

ნეკრასოვი: ეჭვიანობა ადვილად მორწმუნეა, როგორც ბავშვი და ცოფიანია, როგორც ველური მხეცი.

ჰერბარტი: ზნეობრივი აღზრდის გამომუშავება მხოლოდ თავისუფლებით შეიძლება.

არისტოტელე: გაბრაზება ყველას შეუძლია – ეს ადვილია, მაგრამ გაბრაზება იმაზე, ვისზეც საჭიროა და იმდენად, რამდენადაც საჭიროა, იმ დროს, რა დროსაც საჭიროა და იმ მიზეზით, რა მიზეზითაც საჭიროა და როგორც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

გოეთე: ხელოვნება გამოუთქმელის შუამავალია.

სტანისლავსკი: გიყვარდეთ ხელოვნება თქვენში და არა თქვენი თავი ხელოვნებაში.

მიჩურინი: ჩვენ ვერ დაველოდებით წყალობას ბუნებისგან, ჩვენი ამოცანაა – წავართვათ ეს წყალობა მას.

უაილდი: მამაკაცს უნდა ჰქონდეს კარგი მომავალი, ხოლო ქალს კარგი წარსული.

მოპასანი: მთავარი ის კი არ არის, რამდენი ქალი მყავდა ცხოვრებაში, არამედ, რამდენი სიცოცხლე იყო ჩემს ქალებში.

 

скачать dle 11.3