კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაუწვინა ანრი ჯოხაძეს დედამ უცხო ქალი ლოგინში და როგორ შეულოცავს ის შვილის პერანგებს

ანრი ჯოხაძეს თუ იცნობთ, მაშინ, უთუოდ გეცოდინებათ დედამისიც – ქალბატონი რუსუდან ჩხაიძე, რომელიც ძალიან მოგაგონებთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟს – მანანა დეიდას. ის ძალიან ენერგიული, თბილი, უშუალო, მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე, თავისი შვილივით უკომპლექსო და ხალისიანი ადამიანია; აქვს კარგი იუმორის გრძნობა და, შვილებზე, რომ იტყვიან, გადამკვდარი დედაა. მასთან შეხვედრის შემდეგ აუცილებლად მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ დადებითი მუხტი და გაგიჩნდებათ მისი ხშირად ნახვის სურვილი. ქალბატონი რუსუდანი ბევრი კარგი სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორია, რომლებსაც ძირითადად ანრი ასრულებს.            

 

– ქალბატონო რუსუდან, მოგწონთ ანრის კლიპები? მის კლიპებს ყველა სკანდალურს უწოდებს. აი, სულ ახლახან, პორნოგრაფიული კლიპიც გადაიღო. თქვენთვის როგორია ისინი?   

– ვის უკვირს დღეს რამე? მაგრამ, გაუბედურებული მამაკაცი ქალს ეუბნება – მომატყუე, რომ გიყვარვარო, წავა და ნავში ჩაწვება და ეს მონათლეს საშინელებად, თურმე, უკვირთ. თუ არ გაიძრე ტრუსიკი, აბა, როგორ იქნება?! შენ რომ მოხვიდე ახლა ჩვენთან, უცებ დაინახო ნახევრად შიშველი ანრი და შენს ფოტოგრაფებს დაურეკო და მოიყვანო, არ გეტყვის – მაცალე, ქალო, ცოტა ხანს და მერე შენს განკარგულებაში ვარო?! რცხვენია და ვერ გეტყვის რამეს თუ რა! რას ანერვიულებ ტყუილა, ან შენ რას ნერვიულობ, როგორი გამოვა?! ასე ადვილია ეს ყველაფერი? კლიპი „ბედნიერი ერი“ გადაიღო კაცმა, ამდენი როლი მარტომ ითამაშა, რა გარდასახვა გააკეთა – ამას არ უნდა დაფასება?! 

– შიშველ ანრის რომ დაინახავ, რა თქმა უნდა, სურათი უნდა გადაუღო, აბა, შიშველთან უნდა დაჯდე და ინტერვიუ ჩაწერო?! გავიგე, ყოველწუთს ურეკავთ ანრის, რაც, თურმე, ძალიან აღიზიანებს.  

– გავიდოდა სახლიდან და ეგრევე ვურეკავდი, ერთი საათის შემდეგ  ისევ დავურეკე. რა დაგემართა, დედა, რას მირეკავ წამდაუწუმ,  მშვიდობა ხომააო... ძალიან აღელვებული ვიყავი, ეს ადვილი გადასაღებია?! ყოველდღე ვურეკავდი, ძლივს დავწყნარდი. თქვენ არ იცით, ხმალაობით მაქვს ცხოვრება გატანილი, ჩემს შვილებს ჭერი და ყველაფერი რომ ჰქონოდათ. ამას არ დავწერ, არ არის საჭირო, მაგრამ, მინდა, ყველაფერ ავს ავარიდო საკუთარი სამი შვილი. ერთი რომ წაიფორხილებს, იცოდეთ, რომ ის ორიც დაემატება. ახლაც ვურეკავდი მთელი ღამე, იმიტომ რომ, იყო შემთხვევა, ჩაეძინა და სიგარეტით გამოიწვა პერანგი, სასწაულად არის გადარჩენილი და გამოყოლილი მაქვს შიში. ჰოდა, რომ დავურეკავ, მპასუხობს: „დედა, მიშლი ხელს!“ რა ხელს ვუშლი, გოგო, გამაგებინე! 

– როცა თქვენს შვილს ვიღაც აკრიტიკებს, ალბათ, ვერ იტანთ.      

– წამოვიდა ახლა უხმოების ბუმი და ის უხმოები ირჩევენ უხმოებს. ჩემს შვილს როცა ვუსმენ, ჩვეულებრივი მსმენელი ვარ, არც კომპოზიტორი ვარ, არც დედა ვარ, ვარ საშინელი კრიტიკოსი. ისეთები შემიძლია, ვწერო, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვიზამ ამას, იმიტომ რომ იმის უკან მისი დედიკო და მამიკო დგას, ნაწვალები გაზრდილი შვილი ჰყავთ, თავმოყვარეობა აქვს ოჯახს, შენ კი მიდი და დასცხე ვიღაცის შვილს. შენ ხარ მუსიკოსი და შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში. დრო თვითონ გიჩვენებს ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს. 

– როგორია ანრი სახლში, გვითხარით, ვინც არ ვიცით. სახლის მოწყობა, სახლის საქმეები თუ აინტერესებს?

– რომ შემოვა – ეს მინდა, ის მინდა, არა, ეს არ მინდა... აბა, ჩქარა – იქით გავრბივარ, აქეთ გამოვრბივარ, ყველაფერი ქოთქოთით უნდა მიაწოდო. გამოიცვლის თუ არა ტანსაცმელს, ეგრევე ვურეცხავ და ვუშრობ, ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს, აბა, როგორ?! ღამე არ სძინავს, სახლშიც ისეთ რამეებს მოიფიქრებს, რომ იმუშაოს. სახლის ინტერიერი, ყველაფერი აინტერესებს. ჩვენი სახლი ორსართულიანია, გარედან არ ჩანს, მაგრამ, ქვემოთ დიდი ოთახები გვაქვს. ახლა უნდა  მესამე სართული დაადგას; სულ შუშაში უნდა, ჩავსვაო – ამბობს.  ვიღაც მთვრალმა რომ გამოაქანოს და ჩალეწოს, მერე სად მიდიხარ?! ან, საიდან უნდა გააკეთოს, სად აქვს ამდენი ფული, ბიზნესმენია თუ რა?! რაშიც ვცხოვრობთ, იმაში ვიყოთ ტკბილად და ბედნიერად. ეს ამდენი „რასტვორი” ამოვიდა ყელში, რა! მაგრამ, როდესაც არ გაქვს სათანადოდ დაწყობილი ფული, ასეა. რა დაამთავრებს ამ რემონტს? ახლა კიდევ სხვა რაღაც გამოხტა. რაჭველი კაცის ბუნება ასეთია. 

– ქალბატონო რუსუდან, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენს შვილს რომ ფარული კამერა დაუყენეთ, უცხო ქალი მიუწვინეთ ჩუმად და უთხარით, შენი ცოლიაო, ეს როგორ მოხდა?       

– მე თუ არ შევუწყე ხელი, ისე როგორ იქნება? მისი მეგობარიც დავიხმარეთ. იმას არ იფიქრებდა ტელევიზია თუ იყო, ეგონა ოჯახმა გავაღადავეთ. მხიარული ოჯახი გვაქვს, გენაცვალე. რომ შემომთავაზეს, უცებ ავვარდი. მიხარია ასეთი რაღაცეები, მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი, ამას უცხოეთში წასული ქართველობაც უყურებს და მეც ვჩანვარ  ვიდეოში, თან, იმაზე ვფიქრობდი, გადაცემა არ გავუფუჭო-მეთქი. 

– ანრიმ რომ მოიყვანოს ცოლი, მაგრამ, არ დაიწეროს ჯვარი, ხელი არ მოაწეროს და ისე იცხოვრონ, ეს თუ იქნება თქვენთვის მისაღები?             

– რომელი კარიდანაც უნდა, იქიდან შემოვიდნენ, მაგრამ, ჩემი შვილი რომ იტყვის, ცოლი მოვიყვანეო, ყოველთვის ქალის მხარეზე დავდგები: ხელსაც მოვაწერინებ, ფეხსაც მოვაწერინებ და ჯვარსაც  დავაწერინებ. გინდა ცოლი?! – ესე იგი, ცოლი უნდა ერქვას, აბა, როგორ?! მაგრამ, თუ საქმეს ასე სჭირდება, დროებით, კი ბატონო, იყვნენ ისე. მე შვილიშვილები მინდა, სამი მყავს და მეოთხეს ველოდებით ახლა, მაგრამ, როცა ცოლი მოჰყავს, მისი შვილიც უნდა დავინახო. კაცი რომ ქალთან ხელს არ აწერს და არც ჯვარს იწერს, იმ კაცის იმედი როგორ უნდა გქონდეს ქალს?! ამიტომ, მე ყოველთვის ქალის მხარეზე ვიქნები, დედამთილიც ვიქნები და მეგობარიც. არ მომწონს ავი დედამთილები რომ არიან, სამზარეულოს რომ არ უთმობენ რძალს. იმას ვენაცვალე, დავუთმობ კი არა, მეტსაც ვიზამ. ჩემთვის ერთი პატარა ოთახიც მეყოფა. სულ ნუ გააკეთებს ნურაფერს, თუ არ უნდა, ოღონდ  ცხვირი არ ჩამოუშვას ინდაურივით. ჩემი რძალი მხიარული უნდა იყოს. არ არსებობს, ანრიმ ცუდი გოგო მოიყვანოს და, რა ეშველება მის ცოლს, თუ ის ვაჟკაცური შემართება არ ექნება, რაც მე გამოვიჩინე ოჯახის მიმართ. სულ მოვლენების ცენტრში ვიყავი.    

–  ახლა ანრის უარყოფითზეც ვისაუბროთ.  

– უარყოფითი? ცოტა მოუწესრიგებელია – კარადიდან ერთ რამეს რომ გამოიღებს, დანარჩენს ძირს ჩამოყრის. თურმე, ბევრი ბიჭი ყოფილა ასე – დაწკრიალებული, დაუთოებული, დალაგებული აქვთ ყველაფერი და ურევენ. 

– სახლში ყველაფერს თვითონ აკეთებთ, არავინ გეხმარებათ? 

– როგორ შეიძლება ვინმე დაგეხმაროს სახლის დალაგებაში? შენი ხელით უნდა გააკეთო ყველაფერი, შენი აურა უნდა გადასცე ტანსაცმელს, სულ ლოცვა ლოცვით უნდა გარეცხო და დაუთოო. აქ მთავარი ის არის, რომ მოვემსახურო ანრის – ანრი ისევ პატარა ბავშვია ჩემთვის. სიმართლე გითხრა, არაფერიც არ მიყვარს. მე დედად ვვარგივარ, თორემ, არც დამლაგებელი ვარ – ესეც პროფესიაა, არც მრეცხავი – ესეც პროფესიაა და არც მზარეული – ესეც პროფესიაა. მჭირდება და ვაკეთებ. როდესაც ქალი დაღლილია, ის ვერ იქნება კაცისთვის საინტერესო, მამაკაცს არ უნდა მობეზრდე. მაგას არ ვიზამ, სანამ პირში სული მიდგას. ისე გავაკეთებ, რომ ჩემი რძალი თავის ქმარს დაღლილი არასდროს დახვდეს. სიმართლე გითხრა, არაფერიც არ მიყვარს, მაგრამ, ვაკეთებ. მე რა წიკები მჭირს რომ იცოდე: სარეცხის მანქანაში მხოლოდ დიდი სარეცხი ირეცხება, დანარჩენს ხელით ვრეცხავ. როგორ, შვილის პერანგები მქონდეს გასარეცხი და მანქანაში შევყარო?! ოჯახის დანარჩენ წევრებსაც ასე ვუკეთებ. როგორ, ჩემი ხელმონაკიდი არაფერი არ უნდა ეცვათ?! ტანსაცმელს, იცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს? მე რომ მას ფერებ-ფერებით გავრეცხავ, იცი, მერე როგორი სითბოთი მიდის სახლიდან? ის თბილი აურა მიჰყვება. ესენი კიდე, მაშაყირებენ – გარეცხილს თავიდან რეცხავსო...     

 

скачать dle 11.3