კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად რთული პოლიტიკური ვითარებაა მოსალოდნელი გველის წელიწადში

 

2013 წელი წყლის შავი გველის წელიწადია. ის გამოირჩევა გაძლიერებული ინტუიციითა და სურვილების ასრულების დიდი ალბათობით. ეს წელი მშვიდად, აუჩქარებლად და გამახვილებული ყურადღებით უნდა განვლოთ.

2013 წელი, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, დედამიწაზე 10 თებერვალს შემოაბიჯებს და 2014 წლის 31 იანვრამდე გასტანს. 

გველის წელი ბევრ საინტერესო მომენტს გვპირდება. ამიტომ, ის ჩვენგან მოითხოვს, გამოვიჩინოთ ბრძოლის უნარი, სამართლიანობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები მაქსიმალური დოზით. არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ გაუაზრებელი მოქმედებით. განსაკუთრებით წარმატებულია ეს წელიწადი იმ ადამიანებისთვის, ვინც აწარმოებს გამოძიებებს.

 წლის მბრძანებელს არ უყვარს მფლანგველი ადამიანები, ამიტომ, წელს ეკონომიურად ხარჯეთ ფინანსები. ასევე, არ გირჩვეთ რომანტიკულ ვნებებში გადაჩეხვას, რადგან გველს არ უყვარს ემოციებზე დამყარებული სასიყვარულო კავშირები. ის მეტად მგრძნობიარე, მაგრამ, ამავდროულად, რეალურად მოაზროვნეა პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. არც ეჭვიანობის მომხრეა, ამიტომ, დიპლომატიური საუბრით მოაგვარეთ სიტუაციები საყვარელ ადამიანთან. ეს წელი საუკეთესოა დაოჯახებისთვის.

რაც შეეხება, გეოპოლიტიკურ პროგნოზს, 2013 წელი მეტად მშფოთვარე და კონფლიქტური აღმოჩნდება. წლის დასაწყისშივე თვალშისაცემი იქნება პოლიტიკური სკანდალები, ხელმძღვანელი პირების ერთმანეთის მიმართ უსამართლო ბრალდებები და კამათი პოლიტიკურ არენაზე. წლის მეორე ნახევარში კი, სიტუაცია შედარებით დამშვიდდება. განსაკუთრებით გახშირდება არა საგარეო, არამედ, შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები და დაპირისპირებები. არაერთი სახელმწიფოს ლიდერი შეძლებს, საკუთარ ქვეყანაში გაატაროს ისეთი ეკონომიკური პროცესები, რაც კრიზისს ააცილებს თავიდან და მის მოსახლეობას უკეთეს საცხოვრებელ  პირობებს შეუქმნის. 

ბუნებრივი კატაკლიზმები არაერთხელ შეგვახსენებს თავს. მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანების გააქტიურება და   ხანძრები, განსაკუთრებით – წლის ბოლოსთვის. ეს დიდ ზარალს მიაყენებს ბევრ სახელწიფოს და ბევრი ადამიანის სიცოცხლესაც შეიწირავს. საგრძნობლად შეიცვლება კლიმატი. მოსალოდნელია ყინვები, რომელიც დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კატასტროფულ პრობლემებს შეუქმნის. 

ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია კარდინალური ცვლილებები, აღებული კურსის შეცვლა, ხელისუფლების ცვლილება, სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური შეუთანხმებლობა. ხელმძღვანელ პირებს შორის დაპირისპირება ხელქვეითებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა, წლის ბოლოს სიტუაცია დასტაბილურებას დაიწყებს და მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება. 

გველის წელიწადში ბევრი ეცდება დაკარგული საკუთრების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას. მთავარია, ნებისმიერი სახელწიფოებრივი საკითხი ხელძღვანელმა პირებმა გადაჭრან მოლაპარაკებების გზით და არა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. წელს დიპლომატიური მიდგომა უფრო დაფასდება, ვიდრე ძალადობა. აუცილებელია, ადამიანებმა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და სხვების შეცდომებზე ჭკუის სწავლა. გველს გააზრებული ქმედება და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა უყვარს. 

 2013 წელი მშვიდი ნამდვილად არ იქნება და ის არაერთ სიურპრიზს გვთავაზობს პოლიტიკურ სარბიელზე. თუმცა, მიუხედავად სიძნელეებისა, წლის ბოლოს ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური პრობლემა მოგვარებას დაიწყებს. 

 

скачать dle 11.3