კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეეხებათ თუ არა არასრულწლოვნების ასაკში დანაშაულის ჩამდენ პირებს ამნისტია და, თუ შეეხებათ – როგორ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტია სრულად ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირს, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა; ხოლო, გაუნახევრდებათ სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირებს, რომლებმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ამნისტიით თავისუფლდებიან თუ არა პასუხისმგებლობისაგან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ დანაშაულის მცდელობა?

პასუხი:  დიახ. გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონით სრულად თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. ხოლო, გაუნახევრდებათ სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

კითხვა: მაინტერესებს, ეხებათ თუ არა ამნისტია გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირებს და, თუ ეხებათ, ვის და რა დოზით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სრულად თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენი პირები, გარდა სამსახურებრივი გულგრილობისა და  იმ დანაშაულის ჩამდენი პირებისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამნისტია ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სასიკვდილო შედეგით დასრულებული გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირებსაც, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე, ანუ, თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე პრეტენზიას არ აცხადებს. 

კითხვა: ჩემს უახლოეს ნათესავს ავტოავარიის დროს შემოაკვდა ადამიანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის შეგვემსუბუქებინა მდგომარეობა და მატერიალური კუთხით სრულად დავაკმაყოფილეთ. ამჟამად ვერ ვპოულობთ გარდაცვლილის მეუღლეს, რომელიც უფლებამონაცვლე იყო, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. მაინტერესებს, როგორ გადაწყდება ჩემი ნათესავის მიმართ ამნისტიის გამოყენების საკითხი  და შეეხება თუ არა მას ამნისტია? 

პასუხი: დიახ, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ამნისტიის გამოყენება თქვენი ახლო ნათესავის მიმართ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ეს ამნისტია გამოყენებული იქნება პირის მიმართ, თუ აღნიშნულის შესახებ, ამნისტიით გათვალისწინებული წესით თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ყველა წევრი: დედა, მამა, მეუღლე და შვილი. 

კითხვა:  გთხოვთ მაცნობოთ, რა სახით ეხებათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს ახლახან პარლამენტის მიერ გამოცხადებული ამნისტია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ამ ამნისტიით სრულად  გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე, იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპიული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის  ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით   გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს გაუნახევრდებათ სასჯელი, თუ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გასაღების ნიშნით და, ამასთან, ისინი არ არიან  ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. რაც შეეხება  ნარკოტიკების მომხმარებლებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები სრულად თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

 

скачать dle 11.3