კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბრძენებულები

ანუ, სხვის „ომში“ გამოჰუმანურებულები დაბრძენებულები

რაკი კონკურენცია ფრიად დალოცვილი რამაა (ან კი როგორ არ იქნება დალოცვილი, როდესაც ნებისმიერი პროგრესი სწორედ მისი დამსახურებაა), ჰუმანურობის ნიშნები თვით თბილისის მერიასაც კი შეეტყო. თვით-მეთქი, რადგან, საქალაქო სამსახურები ისე თავგანწირვით ებრძოდნენ ხოლმე გარემოვაჭრეებს, ზედაც, იმგვარი ენთუზიაზმით აცამტვერებდნენ ავტოფარეხებსა და მიშენებულ ლოჯიებს, ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ (აღარაფერს ვიტყვი თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეულ სახლზე), უნებურად იფიქრებდი, დიდგორის ბრძოლის რეინკარნებული მებრძოლები არიანო (ოღონდ, თურქ-სელჯუკთა გაერთიანებული ლაშქრის ნაცვლად, სრულიად უიარაღო მოქალაქეებს შებმულნი).

თუმცა, ხანი გამოხდა და, მიუხედავად იმისა, რომ გარემოვაჭრეები ისევ თვითნებობენ (ან კი როგორ არ ითვითნებებენ, როდესაც ლუკმაპური უჭირთ?!) და არც ავტოფარეხების (მათ შორის, უკანონოდ აგებულების) ნაკლებობას ვუჩივით, დედაქალაქის მესვეურები კიდეც გახავერდოვნდნენ და კიდეც გაენაწყლიანდნენ (მოვლენა რაა, თვით ყველაზე უმნიშვნელოც, რომ არ განმარტონ).

სახელდობრ, მას შემდეგ, რაც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები და საპატრულო პოლიცია შეიბნენ, თბილისის მერიამ მსწრაფლ გაავრცელა განცხადება (მომყავს ციტატა): „საინფორმაციო საშუალებებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს თბილისის საპატრულო პოლიცია გარე ვაჭრობის აკრძალვას თბილისის მერიის დავალებით ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.“

ზედაც დასძინა, რომ „თბილისის მერია გმობს საპატრულო პოლიციის მიერ დღეს განხორციელებულ ქმედებას“, რადგან, ჰოი, საკვირველებავ და, „ჩვენი მიზანი ამ ადამიანების მდგომარეობის არა გაუარესება, არამედ, შემსუბუქება უნდა იყოს“.

ბუნებრივია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს (მათ შორის, გამოჰუმანურებაც), თუმცა, რაკი გაკეთილების ტენდენცია მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჩინოვნიკებს მათ ქვეშ სკამი უყანყალდებათ, თითეული ამომრჩევლის წმიდათაწმიდა მოვალეობაა, არავის და არც არასდროს არ მოვაკლოთ ეს სიამოვნება (რასაკვირველია, სკამების შეყანყალება)!

 

скачать dle 11.3