კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინური სალათა „ოჯახური“

 

საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ღორის ხორცი, ნახევარი კიტრი – თუ დიდია, თუ პატარებია – ორი ცალი მაინც; 200 გრამი სოკო, 4 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, ნიორი, 1 ჩაის კოვზი კუნჟუტი, 2 ჩაის კოვზი ტკბილ-მწარე სოუსი, ზეთი.

მომზადების წესი: ღორის ხორცი წინასწარ გაყინეთ (ნახევარი საათის განმავლობაში მოათავსეთ საყინულეში). ამის შემდეგ მისი დაჭრა გაცილებით გაგიადვილდებათ. დაჭერით ძალიან წვრილ, გრძელ ნაჭრებად და მოხრაკეთ ზეთში, ძალიან ცხელ ტაფაზე. მოასხით 2 კოვზი სოიის სოუსი, მოაყარეთ ნიორი და მოასხით ტკბილ-მწარე სოუსი (სოუსი ჩინური უნდა იყოს). აურიეთ და გამორთეთ. სოკო დაჭერით მსხვილად და მოხრაკეთ იმავე ტაფაზე, რომელზეც მანამდე ხორცი მოშუშეთ.

კიტრი ბასრი დანით უნდა დაჭრათ ძალიან წვრილ და მოკლე ჩხირებად.

კუნჟუტი მოხალეთ ძალიან ცხელ ტაფაზე (შეგიძლიათ, მის გარეშეც იოლად გახვიდეთ).

კუნჟუტის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ თასში და მოასხით ცოტა სოიის სოუსი. უყავით მარილი. ზემოდან მოაყარეთ კუნჟუტი.

 

скачать dle 11.3