კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ამერიკული რეპ-სამყაროს 10 ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი

 

ჰიპ-ჰოპის თანამედროვე შემსრულებლები სერიოზულად გაიტაცა ბიზნესმა. ალბომების გაყიდვებიდან, კონცერტებიდან და სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელთან ერთად, ისინი საკუთარ კომპანიებს ფლობენ, რაც მათ დამატებით დივიდენდებს სძენს. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მსოფლიოს 10 უმდიდრესი რეპერისგან შემდგარ რეიტინგს.

Dr.Dre – 110 მილიონი დოლარი

ანდრე რომელ იანგის, ან, უბრალოდ, Dr.Dre-ს უკანასკნელი ჰიტი არა რომელიმე კომპოზიცია, არამედ, საკუთარი ბრენდის მიერ წარმოებული, ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პრემიუმ-კლასის ყურსასმენებია. 2011 წელს კომპანია HTC-მა კომპანია Beats by Dr.Dre-ს აქციების 51 პროცენტი შეიძინა 300 მილიონ დოლარად, საიდანაც 100 მილიონი პირადად რეპერის თანხა იყო. 2012 წლის ზაფხულში Dr.Dre-მ მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიისგან ისევ გამოისყიდა აქციების 25 პროცენტი და კომპანიაზე კონტროლი აღიდგინა. ყურსასმენების გარდა, Dr.Dre-ს ალბომებიც კარგად იყიდება, რაც მის კაპიტალზე აისახა კიდეც.

დიდი – 45 მილიონი დოლარი

წარსულში „პაფ დედის” და ამჟამად „დიდის” სახელით ცნობილი შონ კომბსი ჰიპ-ჰოპ სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრად ითვლება. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს რეკლამის დამკვეთთა შორის და 2012 წელს მისი კაპიტალი, სწორედ რეკლამებიდან შემოსული თანხებით გაიზარდა. მაგალითად, დიდი კომპანია „დიაჯეოს” მიერ წარმოებული არყის Ciroc-ის სახეა.

ჯეიზი – 38 მილიონი დოლარი

ბიონსე ნოულზის მეუღლე, რეპერი ჯეიზი, ვარსკვლავური წყვილის საოჯახო ბიუჯეტის მთავარი მზრუნველია. მისი კაპიტალი მნიშვნელოვნად გაიზარდა კენი უესტთან თანამშრომლობითა და საერთო ტურნეს მოწყობით, გარდა ამისა, ის თანამშრომლობს კომპანიებთან – „ბუდვაიზერთან” და „დიურასელთან” სარეკლამო თვალსაზრისით. ამასთან, ჯეიზი ფლობს ნიუ-იორკულ ღამის კლუბს – „40/40” და საკალათბურთო კლუბ „ბრუკლინ ნეთს”, სადაც ცნობისთვის ქართველი თორნიკე შენგელია ასპარეზობს. 

კენი უესტი – 35 მილიონი დოლარი

ჯეიზისთან ერთად ჩაწერილი ალბომით კენი უესტმა ნამდვილი „კუში” მოხსნა. დუბაიში კერძო წვეულებაზე დუეტისთვის რეპერებმა ერთ სიმღერაში 6 მილიონი დოლარი მიიღეს ჰონორარის სახით, რაც უპრეცედენტო თანხაა ჰიპ-ჰოპ სამყაროსთვის. მიმდინარე წელს კენი უესტმა საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო – „ნაიკისთვის” სპორტული კედების ხაზი გააკეთა და, ასევე, ქალის ტანსაცმლის კოლექცია შექმნა.

ლილ უეინი – 27 მილიონი დოლარი

დუეინ კარტერმა, იგივე ლილ უეინმა, თავისი ალბომის – „კარტერ მეოთხის” მილიონი ცალი ასლის გაყიდვა მოახერხა გამოსვლიდან ერთ კვირაში. გარდა ამისა, ლილ უეინი კომპანია „პეპსის” წარმოებულ გაზიან სასმელ „მაინთინ დრიუს” უკეთებს რეკლამას და ტანსაცმლის საკუთარ ხაზზე – „ტრუკფიტზე” ზრუნავს, რომელიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება ახალგაზრდებში.

დრეიკი – 20,5 მილიონი დოლარი

ობრი გრემი, ან, უბრალოდ, დრეიკი, თანამედროვე ჰიპ-ჰოპის სცენის ახალი ვარსკვლავია. წარსულში ცნობილი სერიალის – „დეგრასის” ვარსკვლავი დრეიკი ამჟამად რეპით არის გატაცებული და საკონცერტო ტურნეებს აწყობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი ტურნე, სახელწოდებით „ქლაბ პარადაიზ,” უკვე იქცა წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად. გარდა ამისა,  დრეიკი სარეკლამო სფეროში თანამშრომლობს „სპრაიტთან” და „კოდაკთან”, რაც მის ჯიბეზე ისახება კიდეც.

ბირდმანი – 20 მილიონი დოლარი

რეპერი ბირდმანი, ძმასთან რონალდ სლიმთან ერთად, ფლობს ხმის ჩამწერ კომპანია „კეშ რეკორდს”. მათ კონტრაქტები აქვთ გაფორმებული ლილ უეინთან, დრეიკთან და ნიკი მინაჟთან. გარდა ამისა, ძმები სანავთობო ბიზნესშიც ფიგურირებენ და ფლობენ კომპანია „ბრონალდ ოილს”. საკუთარი ბრენდული არყისა და ტანსაცმლის ხაზის გამოშვება კი რეპერებისთვის შემოსავლის ტრადიციული საშუალება გახდა.

ნიკი მინაჟი – 15,5 მილიონი დოლარი

წარმოშობით ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელი, რეიტინგის ერთადერთი ქალბატონი, ნიკი მინაჟი, გასული წლის აღმოჩენა გახდა ამერიკულ ჰიპ-ჰოპ სამყაროში. გამოსვლამ ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩის დროს, „გრემის” ჯილდოს მიღებამ და მონაწილეობამ „ვიქტორიას სიქრეტის” ფეშენ-შოუში, მინაჟის პოპულარობის გაზრდაზე დიდი გავლენა იქონია. ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი „პეპსის” სარეკლამო სახეა და მისი კაპიტალიც წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იმატებს.

ემინემი – 15 მილიონი დოლარი

მარშალ მეტერსი, იგივე ემინემი, ჰიპ-ჰოპის სამყაროს თეთრკანიანი სუპერვარსკვლავია, რომელიც ალბომების გაყიდვების მხრივ ნამდვილი რეკორდსმენია. მასზე მეტი ალბომი არც ერთ რეპერს არ გაუყიდია ათწლეულის განმავლობაში. 

ლუდაკრისი – 12 მილიონი დოლარი

ლუდაკრისი, რომელიც კრისტოფერ ბრიჯესის სახელით არის ცნობილი, მუსიკასთან ერთად, მსახიობობითა და ბიზნესით არის დაკავებული. იგი, Dr.Dre-ს მსგავსად, საკუთარი დიზაინით შექმნილ ყურსასმენებს აწარმოებს, ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში თამაშობს და მაღაზიათა ქსელ „რადიოშეიკისა” და კონიაკ „კონჟურის” სარეკლამო სახეც გახლავთ.

 

скачать dle 11.3