კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

გრეიპფრუტში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას

 

გრეიპფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას – ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებასა და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წვავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს. ეს ხილი კარგია შემდეგი დაავადებების დროს: 

* ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში გრეიპფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი ყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას. 

* სისხლჩაქცევების არსებობის დროს – სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავონოიდების მაღალ შემცველობას. ეს ნივთიერებები აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას და აძლიერებს სუსტ და ნაზ კაპილარებს, რაც, სისხლჩაქცევების გაჩენის რისკს საკმაოდ ამცირებს. 

* სეზონური დეპრესია – ისევე, როგორც ბევრი სხვა ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი, გრეიპფრუტიც აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. გარდა ამისა, მას, აქვს გამამხნევებელ-გამახალისებელი ეფექტი, ამახვილებს სმენას და აუმჯობესებს მეხსიერებას. მიირთვით საუზმეზე. 

* გადაღლა და ავიტამინოზი – გრეიპფრუტის ნაყოფი და მისი ახალგამოწურული წვენი ორგანიზმზე მატონიზებელ ეფექტს ახდენს. ისინი განსაკუთრებით კარგია და სასარგებლო ავადმყოფობის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში. ჯანმრთელ ადამიანებში გრეიპფრუტი სწრაფად ხსნის ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. 

* კუჭ-ნაწლავის დაავადებები – თუ გადაღლას ხშირად გრძნობთ, ესე იგი, თქვენი კუჭ-ნაწლავის იმუნური სისტემა მწყობრში ვერ არის. ამ პრობლემების დაძლევაში გრეიპფრუტის კურკები დაგეხმარებათ. მას ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს და, შეუძლია, დაახლოებით, 800 სახის ბაქტერიას ებრძოლოს. 

* ყაბზობა – გრეიპფრუტის თეთრი გარსი შეიცავს ბევრ ბალასტურ ნივთიერებას, რომლებიც ნაწლავებში საკვების დაყოვნების დროს ამცირებს და, ამგვარად, ხელს უშლის ყაბზობას, ანუ კუჭის შეკრულობას. 

ასევე, გრეიპფრუტში, ამ მწკლარტე და მომწარო გემოს მქონე ხილში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

 

 საჭმლის მომზადების დროს ყოველდღიურად გამოიყენეთ იოდიზებული მარილი 

ფარისებრ ჯირკვალს ძალიან სჭირდება იოდი. მისი ნაკლებობის დროს ის თავის ძირითად ფუნქციას ცუდად ასრულებს. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინულ სისტემას მიეკუთვნება. ის სისხლში გამოყოფს შესაბამის ჰორმონებს და მათი საშუალებით მთელი ორგანიზმის მოქმედებას აკონტროლებს. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგალითად, ჩვენი გარეგნობა, განწყობა, ინტელექტი, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტიც კი. 

ფარისებრ ჯირკვალს თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად სპეციალური ცილა, კერძოდ, იტროზინი და იოდი ესაჭიროება. ადამიანისთვის იოდის დღიური ნორმა 5 გრამია. დღეს კი ნიადაგი იოდის ნაკლებობას განიცდის და, შესაბამისად, მას არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს საკვები და წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმი იოდის ნაკლებობას ნამდვილად განიცდის, რის შედეგადაც ვითარდება ენდემური ჩიყვი. ეს დაავადება, თავისთავად, განსაკუთრებული სიმწვავით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ გარეგნულ ცვლილებას. 

ადამიანებს იოდი მუდმივად გვაკლია. ამას ქრონიკული იოდდეფიციტი ეწოდება და საკმაოდ ხშირად გვხვდება. 

იოდის ნაკლებობის დროს, ორგანიზმი ძალიან იტანჯება, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებით: პირველ დარტყმას იღებს ადამიანის ინტელექტუალური სფერო – ქვეითდება მეხსიერება, უარესდება ინფორმაციის სმენითი აღქმა და ნელდება მისი გადამუშავების პროცესი. მათ არც ჩვენი ემოციები და ქცევითი რეაქციები ჩამორჩება. ამ სფეროში ცვლილებები აღენიშნება ადამიანთა დაახლოებით 70 პროცენტს. ამ დროს დამახასიათებელია სისუსტე, აპათია, ძილის სურვილი, მოუსვენრობა, ადაპტაციის უნარის დაქვეითება. სუსტდება, ასევე, ადამიანის ნერვული სისტემის ადაპტაციური შესაძლებლობებიც. ამიტომ, უმნიშვნელო სტრესიც კი, შეიძლება, დეპრესიის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი წონაში ვერ იკლებს, რადგან, ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია. კანი გამომშრალია, გამოფიტული, თმა – მტვრევადი. აღინიშნება მისი ცვენა და ქერტლი. შიდა ქალის წნევის დარღვევის გამო ხშირია თავის ტკივილი, ჰორმონული ფონის დარღვევა. 

გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს. შეიძინეთ, ასევე, პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს იოდს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზღვის პროდუქტი, რადგან მათში ბევრია იოდი. ასევე, მიირთვით პური, რძე და იოდის შემცველი სხვა პროდუქტები. 

ზოგადად, იოდიზებული მარილი ბევრი თქვენგანისთვის იოდის ძირითადი წყაროა. იოდი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ, მარილი, რომელიც მას შეიცავს, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს.  მისი ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ ვადას, რადგან, ვადაგასულ მარილში იოდი აღარ არის, კერძს კი იოდიზებული მარილი დაუმატეთ მომზადების შემდეგ, რადგან, მაღალი ტემპერატურის დროს იოდი სწრაფად ორთქლდება.

 

მწვანე ჩაი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის

 ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვების სიმყიფე მატულობს. იზრდება მათი გამტარუნარიანობა და სისხლჩაქცევების მეტი საფრთხე ჩნდება. სისხლძარღვების კედლების გამაგრება, გამტარუნარიანობისა და შიდა სისხლჩაქცევების შემცირება მწვანე ჩაით შეიძლება, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად სვამთ.

მწვანე ჩაი, ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის. პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ხშირად სვამდნენ ჩაის, არტერიული წნევა ოცი ერთეულით ქვემოთ იწევდა. – ეს გამოკვლევებმა ცხადყო. ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანამ მწვანე ჩაის დააყენებთ, მას ჯერ თბილი წყალი უნდა გადაავლოთ, რათა მასში კოფეინის რაოდენობა შემცირდეს. კოფეინი, როგორც მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აღმგზნებად მოქმედებს. შემდეგ ჩაის ადუღებული წყალი დაასხით და დაახლოებით 15-20 წუთი დადგით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ დღეში სამჯერ, თითო ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა ლიტრ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ჩაის რეგულარული სმით თქვენ შეძლებთ ტვინის ქსოვილების რღვევის შემცირებას ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტი.

ჩაი, ასევე, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.

 

დაავადების ადვილად დამარცხებაში სისხლის გაწმენდა დაგეხმარებათ

ორგანიზმის გაწმენდა გულისხმობს წიდების გამოდევნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლიდან, თირკმელებიდან და სისხლიდან. სისხლში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოდევნილი უნდა იყოს ორგანიზმიდან. ესენია მიმოცვლის უსარგებლო და საზიანო პროდუქტები. თუ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის, სისხლში მათი შემადგენლობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუარესებს.

პირველად იმ ორგანოს უნდა უმკურნალოთ, რომლის გამოც არის ეს გამოწვეული. მაგრამ, პერიოდულად სისხლის გაწმენდა რეკომენდებულია თუნდაც იმიტომ, რომ ლიპიდური ბალანსის დარღვევისა და სისხლში ქოლესტერინის მომატების შედეგად, ის ზედმეტად სქელდება, ვეღარ ახერხებს უწვრილეს კაპილარებში გავლას და უჯრედების კვებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ეს საშიშროება 35-40 წლის შემდეგ თითქმის ყვეელა ადამიანს ემუქრება.

ხალხურ მედიცინაში სისხლის გაწმენდის რამდენიმე რეცეპტი არსებობს. მაგალითად, აიღეთ ორი ჭიქა ნატურალური ღვინო, ერთი ჭიქა დანაყილი კამის თესლი, ორი სუფრის კოვზი ვალერიანის დანაყილი ძირები და დაასხით ორი ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ერთი თვის განმავლობაში.

სისხლს კარგად წმენდს სამკურნალო ბალახებიც, რომელთაგანაც ზოგიერთს სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. კერძოდ, მინის ჭურჭელში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე მჭიდროდ და დადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.

აადუღეთ 6 ჩაის ჭიქა წყალი, ჩაყარეთ მასში ერთი ჩაის კოვზი ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი. ისევ ადუღეთ ათი წუთით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ ორ-ორი ჩაის კოვზი მინდვრის სამყურა, ანწლის ნაყოფი და ბაღის პიტნის ფოთლები. 5 წუთით დადგით დახურული ჭურჭლით, შემდეგ კი გადაწურეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი. სვით ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ. ეს ნაყენი გარდა იმისა, რომ სისხლს წმენდს, ასევე, კარგად მოქმედებს კუჭზე, ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.

სისხლის გასაწმენდად ეფექტურია წითელი ხილბოსტნეულის ჭამა. მიირთვით შტოში, ჭარხალი, ალუბალი, ყურძენი, მაყვალი და ასე შემდეგ.

შტოში ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა. კარგია შტოშის წვენის მიღების სამკვირიანი კურსი. პირველ კვირაში სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. შემდეგ კვირაში – ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, მესამე კვირას კი დღეში ნახევარი ჭიქა.

ნებისმიერი დაავადება გაცილებით უფრო სწრაფად იკურნება, თუ ერთდროულად სისხლსაც გაიწმენდთ. ამიტომ, ნებისმიერ სამკურნალო ნახარშს დაუმატეთ სისხლის გამწმენდი ერთი ან ორი სახის ბალახეული, მაგალითად, მინდვრის სამყურა, ანწლის ყვავილი, ჭინჭარი. მათი დოზები კი იგივეა, როგორც სპეციალურ გამწმენდ ნაკრებში.

 

скачать dle 11.3