კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის კაცის სიყვარული მატყუარა და რისი უნდა ეშინოდეს „ზღაპრების“ მოყვარულ ქალს

ამბობენ, რომ გათხოვება ყველა ქალის ოცნება და ცხოვრების მთავარი მიზანია; რომ მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი თეთრ კაბასა და საქორწინო თაიგულზე ოცნებობს... მაგრამ, რა არის ცუდი იმაში, თუკი სიყვარულის მოთხოვნილება გვაქვს?! თუკი გვინდა, რომ საკუთარი ცხოვრება დავუკავშიროთ ადამიანს, რომელიც, არცთუ იშვიათად, ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია ჩვენთვის?! თუკი ვოცნებობთ, რომ გავაჩინოთ მისგან შვილები და გავზარდოთ ისინი?! ქალი ხომ მაინც მსხვერპლშეწირვაზე მიდის, როცა ოჯახს, მეუღლეს, შვილებსა და მათ ინტერესებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს მსხვერპლშეწირვა ნებაყოფლობითია და, ზოგჯერ, იმ დისკომფორტის გასანეიტრალებლად, რომელსაც ქალს საკუთარი გადაწყვეტილება უქმნის, მსხვერპლშეწირვის შესახებ ის თხზავს ზღაპარს... ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, ყოველთვის შეიძლება, ვიღაცამ (და ამას უფრო ხშირად სწორედ საყვარელი მამაკაცი აკეთებს) გამოგვიყვანოს ზღაპრიდან, თანაც ეს საკმაოდ უხეშად გააკეთოს და შეულამაზებლად დაგვანახვოს მწარე რეალობა...

 

დეიკო (36 წლის): გამონაკლისი არ ვარ და ცხოვრების მიმართ ყოველთვის ის მოთხოვნები მქონდა, რომლებიც ზოგადად აქვთ ხოლმე ქალებს: მინდოდა, მყოლოდა საყვარელი ქმარი, მერე კი – შვილები, რომლებზეც ერთად ვიზრუნებდით... მიკვირდა იმ ცოლების, თავიანთ ქმრებზე აგდებით რომ ლაპარაკობდნენ და მწყინდა. ვფიქრობდი, როცა გავთხოვდები, ჩემი ქმრის დამცველი ვიქნები ყოველთვის და ყველგან-მეთქი და ამის გულწრფელად მჯეროდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ქმარიც ზუსტად ასეთივე აზრის იქნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე. ეტყობა, მაშინვე დავიწყე იმ ზღაპრის შეთხზვა, რამაც მერე სრულ კატასტროფამდე მიმიყვანა. პიროვნულ, მორალურ კატასტროფას ვგულისხმობ, თორემ, ცოცხალი ვარ და, შესაძლოა, უკეთესი მომავალიც მელის. ჯერჯერობით ამის ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?! ადამიანები ვფიქრობთ, ვვარაუდობთ ერთს და ხდება მეორე. ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე. სიყვარულის დეფიციტი არ მქონია – ერთადერთი ბავშვი ვიყავი და ყველა მანებრივრებდა. არაფერი მაკლდა, გარდა ცხოვრებისეული გამოცდილებისა. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ ცოლ-ქმარი, რომელიც საერთოდ არ ჩხუბობს? აი, მე არასდროს მინახავს მოჩხუბარი ან თუნდაც მწვავედ მოკამათე დედაჩემი და მამაჩემი. როგორ ახერხებდა ასე ოსტატურად თამაშს დედა, დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის. ძალიან დიდი ხნის შემდეგ, პრინციპში, მაშინ, როცა მე შემექმნა პრობლემები ქმართან, გავიგე, რომ მამაჩემი ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი არ იყო და დედას ღალატობდა. მაგრამ, ამან შვება კი არ მომგვარა, პირიქით, კიდევ უფრო დამიმძიმა მდგომარეობა და დედაჩემს ერთხანს არც ველაპარაკებოდი – ამდენი წელი ტყუილში რატომ მაცხოვრე-მეთქი. მერე გამიარა ამ აგრესიამ. როცა წარმოვიდგინე, რისი გადატანა მოუხდა, ოჯახი რომ შეენარჩუნებინა, შემეცოდა. მეც მის მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამიტომაც გავუგე. ფაქტობრივად, ახალგაზრდობის წლები ზღაპარში გავატარე – ვარდისფერი სათვალე მეკეთა და მჯეროდა, რომ ადამიანები არ იტყუებიან, არ ღალატობენ, არ წირავენ ყველაზე ახლობელს; აფასებენ ერთგულებას, სიყვარულს, ყურადღებას... საშინელებაა, როცა ეს სამყარო ერთ დღეს ბოლომდე დაინგრევა და გინადგურდება ის, რითაც სულდგმულობდი. გარკვეულ მომენტამდე ჩემი ცხოვრება ზღაპარი იყო, თუმცა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თავს ვიტყუებდი.

– თქვენ თქვით – რაღაც მომენტამდეო... ანუ, ქმრის გვერდითაც გრძნობდით თავს ზღაპარში?

– პრობლემაც ისაა, რომ ვგრძნობდი – რამდენიმე წელი გამიგრძელდა ეიფორიული მდგომარეობა. სხვათა შორის, როცა ჩემი მომავალი ქმარი პირველად დავინახე, გავიფიქრე, რომ აუცილებლად გავხდებოდი მისი ცოლი. ინტუიციით არ გამოვირჩევი, მაგრამ, მასთან მიმართებაში ამან, რატომღაც, იმუშავა. თითქოს რაღაც მექანიზმი ჩამერთო. თუმცა, პირველი ნაბიჯი იმას რომ არ გადმოედგა, მე ვერაფერს გავაკეთებდი ისეთს, ჩემი ყურადღება რომ ეგრძნო.

– რატომ?

– მე ხომ ზღაპარში გავიზარდე, ზღაპრებში კი უფლისწულები საგმირო საქმეებს სჩადიან თავიანთი პრინცესებისთვის. რეალობაში ეს ცუდია, რადგან, ჩემნაირი ქალები ბევრ ტრავმას იღებენ ცხოვრებისგან და ნამდვილად აღარ ულხინთ, როცა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. გაცნობა ძალიან რომანტიკულად მოხდა და ამანაც შეუწყო ხელი ჩემთვის ფრთების შესხმას. ძალიან მალე დავხატე რომანტიკული სურათი: მე – თეთრ, ფანტასტიკურ კაბაში გამოწყობილი, ამაყად ვდგავარ წარმოსადეგი რაინდის გვერდით... ბევრი სტუმარი, ყვავილები, საჩუქრები... მერე – საქორწინო მოგზაურობა...

– ეს მხოლოდ სურვილი იყო თუ იმან მოგცათ რაღაც იმედი, რომ ასე იქნებოდა?

– პრინციპში, იმედი მან მომცა – შეყვარებული თვალებით მიყურებდა და, როცა მე აღფრთოვანებული ვუყვებოდი, როგორი ქორწილი მინდოდა და როგორი კაბა, ის ღიმილით მიქნევდა თავს. მეუბნებოდა, ჩემი პატარა ყვავილი ხარ... ჩემი პატარა ბავშვიო და, ეტყობა, თავიდანვე იფიქრა, რომ ჩემთან ყველაფერი გაუვიდოდა.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ღალატსა და ჩემი გრძნობებით თამაშს. იცით, რა არის მთავარი პრობლემა?! ცოლებს განა არ ღალატობენ, მაგრამ, არიან მამაკაცები, რომლებიც ამას ღირსეულად აკეთებენ, თუმცა გაუცხადებელი ტყუილი არ არსებობს, მით უმეტეს, როცა საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება. ბოლოს მაინც ყველაფერს ფარდა აეხდება ხოლმე. ძირითადად ასეა, მაგრამ, გამონაკლისებიც არსებობენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის მამაკაცები არიან, რომლებსაც უყვართ თავიანთი ცოლები, მინიმუმ, პატივს მაინც სცემენ მათ და ამით, უპირველესად, საკუთარ თავს სცემენ პატივს. შეიძლება, რაღაცეები ქალზეც არის დამოკიდებული – ისე იფასებენ თავს, რომ კაცი ვერ ბედავს, რამე შეურაცხმყოფელი ინფორმაციით ატკინოს გული. მოკლედ, ფსიქოლოგი არ ვარ, რომ კაცების ფსიქოლოგიას, მათი სულის ხვეულებს ჩავწვდე. საკუთარი ქმრის ვერაფერი გავიგე და, ამიტომ, წარმოუდგენლად დიდხანს ვიცხოვრე მოტყუებულმა. ჯერ ხომ ათი წელი მატყუა, მერე დამატებით კიდევ ხუთი წელი. 21 წლისა გავყევი ცოლად და ცხრა წელი მატყუებდა.

– მთელი ცხრა წლის განმავლობაში გღალატობდათ?

– დიახ. მე კი თავი ბედნიერი ქალი მეგონა. ვამაყობდი და ვეტრაბახებოდი, ჩემი ქმარი განსაკუთრებულია-მეთქი, ალბათ, როგორ დამცინოდა ყველა. თანაც, ჩემს ქმარს რაინდობას ბევრი უკლდა ყოველთვის. უღირსი მასხარაა. პირველად, სხვათა შორის, პირადად იმ ქალმა დამირეკა, ვისთანაც ამ წლების განმავლობაში დადიოდა. მითხრა, მეცოდები, შენი ქმარი გატყუებს, რომ შენი ერთგულია. სინამდვილეში, სულ გატყუებდა. თანაც, ჩემთან რომ იყო, დაგცინოდა. ერთი სულელი ქალი მგონიხარ, თუმცა მთლად ასე, ალბათ, არც იქნება საქმე. გაგიმართლა, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის არ მჭირდება შენი ქმარი, ფანტასტიკური ქმარი მყავს და  მასთან ახლოსაც ვერ მოვა. უბრალოდ, კარგი სექსი გვაქვს და ზოგჯერ ვერთობითო. ჯერ მეგონა, რომ ვიღაც ბოროტად მეხუმრებოდა. როგორი დარწმუნებული ვიყავი ქმრის ერთგულებასა და იდეალურობაში, ვერ წარმოიდგენთ. სიცილით მოვუყევი ჩემს ქმარს...

– ქმარს მოუყევით?

– ძალიან სულელი ვარ, არა? გეუბნებით, მეტისმეტად ვიყავი დარწმუნებული მის ერთგულებაში-მეთქი. ამ ცხრა წლის განმავლობაში ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. ახლა ვხვდები, რომ სულელად მივაჩნდი და სერიოზულად არ აღმიქვამდა. არადა, დიდხანს მიხაროდა, რომ ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. წარბშეკრულმა მოისმინა ჩემი მონაყოლი და არაფერი უთქვამს, გაურკვევლობაში დამტოვა. მაინც დავიმშვიდე თავი – ეტყობა, არაფერი ხდება, თორემ, ასე მშვიდად ხომ არ წავიდოდა-მეთქი. თურმე, იმ თავის საყვარელთან საჩხუბრად წავიდა. მერე ის ქალი მე მომივარდა წივილ-კივილით: მე თუ ოჯახი დამენგრევა, არ გაგახარებ და ქმარს წაგართმევო. შოკში ჩავვარდი. ჩემი ქმარი რომ მოვიდა, იმან უარესი დამაწია: მშვენიერი ცხოვრება გქონდა, რა გინდოდა, ქექვა რატომ დაიწყე? ახლა რაც მოხდება, შენს თავს დააბრალეო – და სახლიდან წავიდა.

– იმ ქალთან წავიდა?

– არა, ცალკე გადავიდა. არ მჭირდება შენნაირი „ისტერიჩკა“ ცოლიო. ხელის ერთი მოსმით დაანგრია მითი ჩვენს იდეალურ ურთიერთობაზე. კაცის სიყვარული ჩვეულებრივი ზღაპარი ყოფილა, სრული სისულელე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯერო, რომ ერთადერთი ხარ და განუმეორებელი, თორემ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოხვალ ბურანიდან, რეალობა კი ძალიან მწარე აღმოჩნდება.

ჩემს ქმარზე ამბობდნენ, კაცი კი არა, ოქროაო. ამ „ოქრომ“ მიქნა, რაც მიქნა – თავბრუ დამახვია და თვალები ამიბა. მეუბნებოდა, რომ არასდროს არაფერზე არ მომიწევდა ფიქრი და ყველაფერზე თავად იზრუნებდა...

– ქალები სწორედ ამაზე ოცნებობენ ხოლმე...

– რა თქმა უნდა, კარგია, როცა მამაკაცი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ, ეს არ უნდა გულისხმობდეს ერთპიროვნულ ბატონობას. დიახ, მე ყოფითი პრობლემები არ მქონდა, მაგრამ, ჩემი ქმრის ცხოვრებაში, უბრალოდ, ნივთი ვიყავი, საერთოდ არ მაქცევდა ისეთ ყურადღებას, როგორსაც პიროვნებას აქცევენ. ახლა ვხვდები, რომ ცოლ-ქმარს შორის ჯანსაღი ურთიერთობა ძალიან შორს არის ისეთი ურთიერთობისგან, როგორიც მე და ჩემს ქმარს გვქონდა: არანაირი „შეხების წერტილი“, არასდროს არაფერზე გვიკამათია, პოლემიკა არ გვქონია.

– რატომ?

– არაფერ სერიოზულზე არ ლაპარაკობდა ჩემთან. არანაირ საკითხს ან თემას არ განიხილავდა. ერთი-ორჯერ მქონდა მცდელობა და ღიმილით მითხრა, ძალიან სასაცილო ხარ, როცა გლობალურ თემებზე მსჯელობას იწყებო და მეც გავჩუმდი.

– არ გწყენიათ?

– არა. სულელი ვიყავი და ამიტომ. „თოჯინა, შენ ეს არ გიხდებაო“. არასდროს მდომებია, ცოლად ჭკვიანი და „პროფესორა“ ქალიო, – „დამაბოლა“; არც მუშაობის უფლებას მაძლევდა და ამას ისე აკეთებდა, ძალიან დიდხანს მეგონა, რომ თავად არ მქონდა მუშაობის სურვილი. მოკლედ, ძალიან დიდხანს ვიცხოვრე იდეალურ, არარსებულ სამყაროში. შერიგებაც მისი ინიციატივით მოხდა: მოვიდა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა – დავბრუნდიო, არაფერი აუხსნია და მეც მივიღე.

– საერთოდ არ დალაპარაკებიხართ?

– როგორ გითხრათ... ქალს, ზოგადად, ზღაპარში ცხოვრების უფლება არ აქვს, ფხიზლად უნდა იყოს. არც ერთი მამაკაცი არ არის სანდო. მატყუარები არიან თავიანთი მოგონილი გრძნობებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააიდეალო და რეალობა იმაზე მეტ ფერებში უნდა დაინახო, ვიდრე სინამდვილეშია. მე კი ისევ ზღაპრის გაგრძელება მოვინდომე – წარსულის მოგონებებიდან ისევ იმ მითის შეთითხნა დავიწყე, რომ იდეალური ქმარი მყავდა. არადა, ყველაფერი – ყვავილებიც, ქალაქგარეთ პიკნიკებიც, მთვარის შუქზე სეირნობებიც და საჩუქრებიც – სიცრუეა და ქალის „დაბოლების“ საშუალება – ისევ მიღალატა და ახლა უკვე სხვასთან, ფაქტობრივად, პირველივე შემხვედრთან. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მითხრა. ახლა ვეძებ კაცს, რომელთანაც ამ ნაძირალას ვუღალატებ, რადგან ეს დაიმსახურა. მთავარია, შევძლო და მოვახერხო. უნდა დავუნგრიო სამყარო, რომელშიც თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი ჰგონია.

 

скачать dle 11.3