კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ვერ ვიგებ, რამ შეცვალა ჩემი  მეგობარი

მყავდა ბავშვობის მეგობარი, რომელიც სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ, თავისი ბედით მაინც არ იყო კმაყოფილი, რადგან, ამბობდა, რომ მისი ქმარი სულ სხვანაირი აღმოჩნდა – საკმაოდ მკაცრი, უემოციო და ძუნწი. თუმცა, მაინც ერთად ცხოვრობდნენ და თეო მუდამ ბედნიერი ქალის როლს თამაშობდა. მისი ქმარი, შაკო თეოს დაქალებიდან მხოლოდ მე მცემდა განსაკუთრებულ პატივს და, რადგან გათხოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, „მემუქრებოდა“ – მე უნდა გაგათხოვოო. შაკოს ჰყავდა ერთი ბიძაშვილი, ცოტა „ტაშ-ფანდურა“, მხიარული და საერთოდ არასერიოზული ბიჭი, რომელსაც თეოს ბავშვის ნათლობაში (ნათლია მე ვიყავი) მოვეწონე. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ძალიან პოპულარული იყო გოგოებში, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მე უფრო სერიოზული და ჭკუადამჯდარი ბიჭები მომწონდა. მაგრამ, ლაშა აღარ მომეშვა – მირეკავდა, მაკითხავდა, სულ კუდში დამდევდა და სიყვარულს მეფიცებოდა. თან, თეო და შაკოც უწევდნენ ჩემთან „აგიტაცია-პროპაგანდას“ და, ბოლოს, ჩემი „ქვის“ გულიც გალღვა. მოკლედ, გაცნობიდან თითქმის ერთ წელიწადში ლაშას გავყევი ცოლად. პირველი წელი ისევ ისეთი აწყვეტილი და მხიარული იყო, მაგრამ შვილი რომ გაგვიჩნდა, ლაშაში მოულოდნელი მეტამორფოზა მოხდა: ეს ჭკუამხიარული ბიჭი სერიოზულ, საქმიან და მზრუნველ კაცად გადაიქცა. ყველას უკვირდა მისი ასეთი ცვლილება, დედამისი კი ოცდაოთხი საათი მლოცავდა: შენ გაიხარე და გამრავლდი! ამისთანა რა გაუკეთე ჩემს შვილს, რომ ცანცარა ბიჭიდან ჭკვიან კაცად აქციეო.

ერთი სიტყვით, ლაშასნაირი მზრუნველი, ერთგული და საქმიანი ქმარი ბევრს არ ჰყავდა ჩემს საახლობლოში.

სიმართლე გითხრათ, არც შაკო იყო ნაკლები, მაგრამ, თეოს სულ პრეტენზიები ჰქონდა მის მიმართ და ხშირად აყვედრიდა თავს მთელ ოჯახს, რის გამოც უსიამოვნებები არ აკლდა არც ქმართან და არც დედამთილთან. ერთხელ კი, ჩემი იქ ყოფნის დროს, თეომ რაღაცა წაუგესლა დედამთილს შაკოზე და იმანაც პირში მიახალა: რით ვერ ამოვედით შენი ვალიდან! შენი უხასიათობის წყალობით შვილიც გამიგიჟე და ნათესავებიც მომიმდურე. ამ შენს მეგობარს მაინც მიბაძე, როგორ ექცევა ქმარს და დედამთილს. ხომ ხედავ, ის ცანცარა ბიჭი რა კაცად აქციაო. უხერხულობისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. თეომ კი ამ სიტყვების შემდეგ ამითვალწუნა და თითქმის აღარ გვაქვს ურთიერთობა – ათასში ერთხელ თუ დავრეკავთ ან მივალთ ერთმანეთთან. ერთ დღეს კი მითხრა, რა ვიცოდი, ლაშა ასეთი კაცი თუ დადგებოდა, თორემ, შენ როგორ შეგიწყობდი ხელს მასთან დაახლოებაშიო. ძალიან მეწყინა, ავდექი და წამოვედი. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რომ, თურმე, ჩემი დაქალი არ მცნობია. მას შემდეგ აღარც მივსულვარ და აღარც დამირეკავს, თუმცა კი მრცხვენია ჩემი საქციელის, რადგან, მისი შვილის ნათლია ვარ. მაგრამ, როცა ადამიანი გაგრძნობინებს და ლამის პირდაპირ გეუბნება, რომ ნერვებს უშლის შენი დანახვა და, საერთოდ, შენთან ურთიერთობა, ძალით ხომ არ ჩამოეკიდები კისერზე?! შაკო კი მართლა გულით მეცოდება, რადგან, სულაც არ არის ცუდი ბიჭი, ეს თეო აღმოჩნდა უმადური და პრეტენზიული და უსიამოვნებებიც იმიტომ აქვს. არადა, ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და სულ სხვანაირი გოგო იყო. ძალიან მიკვირს, რამ შეცვალა ასე.

ია, 24 წლის.

 

დღეს ბედნიერი კაცი ვარ

სტუდენტობისას მყავდა შეყვარებული. ვგიჟდებოდით ერთმანეთზე, მაგრამ, როგორღაც, ისე მოხდა, რომ დასასვენებლად ზღვაზე წასულმა, სიმთვრალეში სხვა გოგო შევირთე ცოლად. ახლა რომ ვფიქრობ, აზრზე ვერ მოვდივარ, ეს როგორ დამემართა. იმ დროს, კანონით, გაყრის შემთხვევაში, ქმარს ბინა უნდა გაეყო ცოლისთვის. მეც, რა თქმა უნდა, არ ვიყავი გამონაკლისი. რამდენიმე თვის შემდეგ, ცოლს რომ გავცილდი, წილი მოითხოვა და იძულებული გავხდი, მშობლების ბინა დამეხურდავებინა. მერე გავიგე, რომ ის ქალი (ჩემი ყოფილი ცოლი) ჩემ შემდეგაც კიდევ ორჯერ გათხოვილა და ორივეჯერ წაართვა ქმრებს ბინებიდან წილი. ანუ, მე ვიყავი მისი პირველი მსხვერპლი და, რადგან იოლად მიაღწია მიზანს, „ნადირობა“ განაგრძო. მერე რა უყო იმ ბინებს, არ ვიცი, აღარ დავინტერესებულვარ, მაგრამ მე კი ამირია ცხოვრება. თუმცა, იმას რას ვაბრალებ, ჩემი სიდებილის გამო დამემართა.

ცოლთან გაყრის შემდეგ დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს და ბოლოს ისევ ჩემს ყოფილ შეყვარებულს დავურეკე პატიების სათხოვნელად. მეგონა, თავზე დამამხობდა ყველაფერს, მაგრამ, მშვიდად მომისმინა და მითხრა, მიპატიებია, ოღონდ, აღარასოდეს აღარ დამირეკოო და ყურმილი დამიკიდა. რამდენჯერმე მაინც ვცადე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ, რადგან არაფერი აღარ გამომივიდა, გადავწყვიტე, საქართველოდან წავსულიყავი და ასეც მოვიქეცი. სად არ ვიყავი, ყოფილი საბჭოთა კავშირის (მაშინ „ყოფილი“ არ იყო) თითქმის ყველა რესპუბლიკა მოვიარე. ზოგან რამდენიმე თვეს ვრჩებოდი, ზოგან – რამდენიმე წელს, მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ნინოზე ვფიქრობდი. ჩემდა გასაკვირად, ჩემი სიყვარული მისადმი კი არ გაქრა, უფრო გაძლიერდა. პერიოდულად, თბილისში რომ ვრეკავდი მეგობრებთან, ნინოს ამბავსაც ვეკითხებოდი ყველას და ვიგებდი, რომ არც გათხოვილა და არც მეგობარი გაუჩენია, რაც იმას ამტკიცებდა, რომ მასაც ისევ ვუყვარდი.

შეყვარებულობის დროს მე და ნინიკოს საოცარი ურთიერთობა გვქონდა: უსიტყვოდ, მზერით ვუგებდით ერთმანეთს. ხან იმდენს ვლაპარაკობდით, სიტყვები არ გვყოფნიდა; ხან კი, შეგვეძლო, ხმა არ ამოგვეღო მთელი საღამოს განმავლობაში და ამ სიჩუმით არ დავღლილიყავით, რადგან ისეთ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობდით, სიტყვები ზედმეტი ხდებოდა. მაგრამ, საკმარისი იყო, ერთი დღე არ გვენახა ერთმანეთი, რომ უამრავი სათქმელი გვიგროვდებოდა და დაწვრილებით ვუყვებოდით ერთმანეთს უერთმანეთოდ გატარებული ყოველი წუთის, ყოველი წამის შესახებ და ერთმანეთის მოსმენა არ გვბეზრდებოდა. მოკლედ, ვიყავით, როგორც იტყვიან, „ერთ სულ და ერთ ხორც“, მე კი, ჩემი სისულელითა და არასერიოზულობით, ეს ყველაფერი დავანგრიე და ქარს გავატანე.

ამ გახსენებებსა და სინანულში გავიდა წლები. ცოლის შერთვაზე აღარც მიფიქრია, რადგან, ნინიკოს გარდა სხვა ქალი ჩემ გვერდით ვერ წარმომედგინა. ამდენი წლის შემდეგაც ისევ ის მიყვარდა და მენატრებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ მასაც ისევ ვუყვარდი. ამიტომ, იმედი მქონდა, რომ, ადრე თუ გვიან, მაინც მაპატიებდა და შემირიგდებოდა. ერთ დღეს კი ისე ძალიან მომენატრა, რომ ჩავალაგე ჩემი ბარგი, თბილისში დავბრუნდი, იმ დღესვე მივადექი ნინიკოს და ხელი ვთხოვე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისგან თანხმობა მივიღე. ბედნიერებისგან კინაღამ გული გამისკდა. მაშინვე მოვკიდე ხელი და ჩემს მშობლებთან წავიყვანე. დედაჩემი და მამაჩემი სიხარულისგან დაფრინავდნენ, მე რომ ბედნიერს მხედავდნენ.

ერთ კვირაში დავქორწინდით. ყველას უხაროდა ჩვენი ბედნიერება, მაგრამ, რამდენიმე თვეში აღმოვაჩინე, რომ ისე უსიტყვოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს, როგორც ადრე და, ხშირად დღე ისე გავიდოდა, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვქონდა სათქმელი. ამას ორივე ძალიან განვიცდიდით, თუმცა, ვერაფერს ვშველოდით. მოკლედ, ისე ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ, როგორც ორი სრულიად უცხო ადამიანი. ამას ისიც დაემატა, რომ ექიმმა გვითხრა, შვილი არ გეყოლებათო, მიზეზებზე აღარ ვილაპარაკებ. მძიმედ გადავიტანეთ ეს ამბავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანი ყველაფერს ეგუება. ერთ დღეს კი ნინიკომ გამომიცხადა, თუ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, ბავშვი ვიშვილოთო. ცოტა კი გამიჭირდა ამის გადახარშვა, მაგრამ, მაინც დავთანხმდი. მეორე დღესვე დავიწყეთ საბუთების შეგროვება, დედაჩემმაც ააწრიალა თავისი ნაცნობ-მეგობრები და, ერთ მშვენიერ დღეს ბავშვთა სახლიდან დაგვირეკეს. წვრილმანებს აღარ მოგიყვებით, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იქიდან წამოვიყვანეთ და-ძმა – 2 წლის ბიჭი და 10 თვის გოგონა, რომლებსაც მშობლები ავარიაში დაეღუპათ. მოხუცმა ბებიამ კი ვერ შეძლო მათი მოვლა-პატრონობა და ბავშვთა სახლში ჩააბარა.

ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიხარული შემოიტანეს ამ პატარა არსებებმა ჩვენს ოჯახში. ნინოს ვეღარ ვცნობდი, ისეთი ბედნიერი იყო. ჩემს მშობლებსაც, თითქოს ოცი წელი მოაკლდათ, ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ.

ახლა მე და ნინიკოს გვყავს ორი ულამაზესი და უნიჭიერესი შვილი, ბიჭი წელს სკოლას ამთავრებს, გოგონა მეთერთმეტე კლასშია. მთელი ჩვენი სანათესაო ამაყობს ჩემი შვილებით და მე უბედნიერესი მამა და ქმარი ვარ, რომ ასეთი ცოლ-შვილი მყავს.

გუჯა, 56 წლის.

 

скачать dle 11.3