კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ხელიდან – ხელში!

„სულიკოს“ ბედის

 

აქამომდე უმალ სულიკოს უფრო მიაგნებდი (ცხადია, ძლიერ რომ მოგეწადინებინა), ვიდრე იმას შეიტყობდი, ბოლოს და ბოლოს, ვის ეკუთვნოდა პარლამენტის თბილისური შენობა, იმ მარტივი მიზეზით, რომ წინა ხელისუფლება საპარლამენტო დედაქალაქად ქუთაისს სწყალობდა. მართალია, ახლაც სწყალობს, მაგრამ, რაკი დრონი მეფობენ, შესაძლოა, საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია კვლავ დედაქალაქ თბილისს დაუბრუნდეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ახლანდელი ხელისუფლება ამ იდეას სწყალობს.

ჰოდა, რაკი სწყალობს, ისიც გაირკვა, რომ პარლამენტის თბილისში მდებარე შენობა უკვე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზეა (ეს ამბავი პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ დაადასტურა).

მანამდე კი, იგი (ანუ შენობა) ეკონომიკის სამინისტრომ საპარტნიორო ფონდს გადასცა, რომელიც მას შემდეგაც არის იქ, რაც თბილისური პარლამენტი კარ-კარ დაშალეს. ხოლო, რაკი კარ-კარ დაშალეს, იქ ყველაფერი თავიდანაა ასაშენებელ-შესაქმნელი. მაგალითად, წინა, ანუ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის აპარატის უფროსი ბ-ნი ჯანიაშვილი განმარტავდა, რომ პარლამენტის თბილისური შენობიდან ავეჯი და სხვა რამე-რუმეები სხვადასხვა სამინისტროს გადაუნაწილდა (სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ სახჩინოვნიკებს მუშაობის მუზა გახსნოდათ, ხალხის რჩეულთა ხელ თუ სხვა ადგილშენავლებს თავადაც რომ შეავლებდნენ).

ერთი სიტყვით, ამ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემ-გადმოცემის თანმდევ მითქმა-მოთქმის პროცესში ისიც ითქვა, რომ იქ სავაჭრო ცენტრი უნდა გახსნილიყო ან, სულაც, სასტუმრო (აი, ამ კონკრეტული ინვესტორის ადგილას პირადად მე კარზე წითელ ფარანს დავკიდებდი, რადგან, პოლიტიკოსობაც უძველესი პროფესიაა). თუმცა, ჩემს ფანტაზიასაც და პოტენციურ ინვესტორებსაც კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა. ან კი როგორ არ ჩაგვივარდებოდა, როდესაც შენობა, ჩვენ რომ რაღაც-რუღაცეებს ვუპირებდით, ისევ პარლამენტის ბალანსზე დაბრუნდა?! 

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში იგი (პარლამენტის თბილისური შენობა) ხელიდან ხელში დაუნდობლად გადადიოდა, ჩემს ფანტაზიას კოვზი მთლად ნაცარშიაც არ ჩავარდნია.

 

скачать dle 11.3