კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რამსებარეული

ილია ჭავჭავაძე და „რუსეთის კულტურის განვითარება“

 

გასულ კვირას, რატომღაც, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კულტურული ფორუმი ამუშავდა. რატომღაც-მეთქი, რადგან, ფორუმის სახელწოდებაა „სანკტ-პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი  მიძღვნილი დღეები.“

შესაბამისად, რუსული მედია იუწყება, რომ „ილია ჭავჭავაძე არის უდიდესი ქართველი მწერალი, მოაზროვნე, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის მიერ ილია მართლად შერაცხილი.“

ფორუმის საზეიმო გახსნაზე რფ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, განსაკუთრებულ საქმეთა ელჩმა მიხაილ შვიდკოიმ დამსწრეთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი მიმართვაც წაუკითხა, რომელშიც ვლ. პუტინი რუსულ მედიაზე შორსაც წავიდა, განაცხადა რა, რომ „ილია ჭავჭავაძემ ჭეშმარიტად შეუფასებელი ღვაწლი შეიტანა რუსეთის კულტურის განვითარებაში (ნეტავ, ეგ როგორ?!), მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში, რომლებიც დასაბამიდან დღემდე აკავშირებს ჩვენს ხალხებს.“

ჩვენ არ ვიცით, რამ გაახსენათ კრემლში ილია ჭავჭავაძე, მით უმეტეს, რაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ილიამ უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთის კულტურის განვითარებაში. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მართლაც, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (ოღონდ ისიცაა, რომ ჩვენ ახლაც ვერ ვახერხებთ, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“), ვლ. პუტინი, თუ მისი ნააზრევით ვიმსჯელებთ (ილია რომ თვალში ჩაუვარდეს, ხელს არ ამოისვამს), იმას ხომ არ მიგვანიშნებს, ერთხელ და სამუდამოდ თქვენზე უარის თქმას ვაპირებო?!

 

скачать dle 11.3