კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ძვირფასი პრეზიდენტი

უფრო მეტიც უნდა ღირდეს?!

 

პროლოგის ნაცვლად: გურული სუფრაზე ხიზილალას მიეძალა. მასპინძელმა, ბევრი ითმინა თუ ცოტა, სტუმარს მადის დაოკება სთხოვა, იმ მიზეზით, რომ ხიზილალა ძვირი ღირსო. გურულმა გაოცებულმა მიუგო: მეტიც უნდა ღირდესო!

ანეკდოტი იქით იყოს და, გასულ კვირას მთავრობის სხდომა გაიმართა და მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის ბიუჯეტზეც იმუშავა. მეტიც, არათუ იმუშავა, მეორე მოსმენითაც დაამტკიცა, სხდომის შემდეგ კი ზოგიერთი პიკანტური დეტალიც დაგვიზუსტა, მათ შორის, ისიც, რომ  2012 წელს კანცელარიისთვის ყოველთვიურად 48 ტონა საწვავი იხარჯებოდა (ვითომ, ჭიაკოკონებს აწყობდნენ არასაჭიაკოკონო დღეებში?!), თუმცა ახლები გვპირდებიან, რომ ამიერიდან თვეში, სულ რაღაც, 7,5 ტონას იმყოფინებენ.

ისიც შეგვატყობინეს, რომ, სახელდობრ ქვეყნის პრეზიდენტი დღეში 150 000 ლარი გვიჯდება. ოღონდ, თუ ახლების პათოსით ვიმსჯელებთ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუმცა, ჯერჯერობით არც ის ვიცით, რამდენად შემოუჭერენ ქამრებს პირველ პირს და არც ის, თავად მთავრობა და პარლამენტი რამდენად გადატყდება წელში (ქამრის შემოჭერის შედეგად). მაგრამ, სათქმელია, რომ „ქამრების შემოჭერის“ ქრონიკა ადრეც არაერთხელ გამოცხადებულა და, ისეც ხდებოდა, რომ დაფინანსებაშემცირებული სამინისტროების თანამშრომელთა ხელფასები იზრდებოდა ამ შეჭერა-მოჭერაში. ამდენად, მხოლოდ პოსტფაქტუმ თუ შევაფასებთ ამჟამინდელ შემომჭერთა გულწრფელობას (ადრინდელები იმედს გვარიანად გვიცრუებდნენ). 

ეპილოგის ნაცვლად: საქართველოს პრეზიდენტი ყოველდღიურად ბიუჯეტს 150 000 ლარი უჯდება – მეტიც უნდა უჯდებოდეს! 

 

скачать dle 11.3