კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: როგორ მოვუარო კანს თვალების გარშემო?

პასუხი: თუ თქვენ იყენებთ თვალის „ჩრდილებს“ ან ტუშს, განსაკუთრებით გჭირდებათ ინტენსიური დამატენიანებელი ან თვალების გარშემო მონაკვეთის აღმდგენი კრემი. თუ წვრილი ნაოჭები შემოგეპარათ და დილაობით ოდნავ მაინც გიშუპდებათ ქუთუთოები, კოსმეტოლოგის დახმარებით გამოიყენეთ ლიფტინგ-ეფექტი; ყველაზე მარტივი და შედეგიანი საშუალება კი არის სპეციალური ნიღაბი თვალების გარშემო კანისთვის (შეიძინეთ მხოლოდ ბრენდების ნაწარმი) – წასმიდან 20 წუთის შემდეგ თქვენს ნაოჭებს მხოლოდ გამადიდებელი შუშით თუ დაინახავთ.

კითხვა: როგორი ლაკი გამოვიყენო ფრჩხილებისთვის, რომ დიდხანს გაძლოს?

პასუხი: შეიძინეთ გელ-ლაკი. ის გამოიყურება, როგორც ლაკი და მყარია, როგორც გელი. გელ-ლაკი უნდა წაისვათ ორ კვირაში ერთხელ, თუმცა, შეიძლება, ერთ თვემდეც კი გაძლოს. მისი გამოყენება ეფექტურია პედიკიურის დროსაც.

კითხვა: გამიგია, რომ ინჰალაცია კარგია არა მარტო ჯანმრთელობისთვის, არამედ, სახის კანისთვისაც. მაინტერესებს, როდის ჯობია მისი გაკეთება დღის განმავლობაში?

პასუხი: ინჰალაციის გაკეთება უმჯობესია საღამოს საათებში (პროცედურის შემდეგ გარეთ, სიცივეში გასვლა არ არის რეკომენდებული), ჭამიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგ.

კითხვა: ბოლო ხანებში შევამჩნიე, რომ მიმიკური ნაოჭები გამიჩნდა. რას მირჩევთ?

პასუხი: სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, სანამ ნაოჭები გაღრმავდება. აუცილებელია დამატენიანებელი კრემები, სპეციალური ნიღბები ნაოჭების საწინააღმდეგოდ, მასაჟი და ასე შემდეგ. მაგრამ, არანაირი მოვლა არ გამოიწვევს სასურველ შედეგს, თუ არ გადაეჩვევით ემოციების მიმიკებით გამოხატვას. გადასაჩვევად კი, შეგიძლიათ, სარკეში წაივარჯიშოთ.

კითხვა: როგორი კოსმეტიკური საშუალება უნდა გამოვიყენოთ თვალების ქვეშ ლურჯი წრეების გასაქრობად?

პასუხი: თქვენ გჭირდებათ კოფეინის შემცველი კრემები, სასურველია, ბურთულიანი. ის აგრილებს, ტონუსში მოჰყავს კანი და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში.

 

скачать dle 11.3