კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ერთგულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ერთგულა.

1721 წელს მოიხსენიება ნოდარ სუფსაჯიას ყმა გიორგი ერთგულაშვილი.

საქართველოში 53 ერთგულაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 46, თბილისში – 5, თელავში – 2.

ქოჩორაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოჩორა. ქოჩორა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის ყმების ნუსხაში.

„ქვეშეთს მცხოვრებ სოლომონ ქოჩორაშვილს, მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონეს, დაებადა ვაჟი; სახელი განათლა და მონათლა მღვდელმა ბესარიონ ღუღუმიძემ. სახელად ეწოდა თომა. მიმრქმელად იყო ქვეშეთს მცხოვრები ანა ბოშიშვილი. სოლომონ ქოჩორაშვილს მოუკვდა შვილი თომა, აზიარა იმავე მღვდელმა“.

ენაგეთის ახალშენში 1873 წელს გიორგი ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხად მოიხსენიება გალო ქოჩორაშვილი.

კონა ქოჩორაშვილი მოიხსენიება 1906 წელს, დაბა მანგლისში.

კუმისისა და თბილისის მახლობელი ზოგიერთი სოფლის მცხოვრები ქოჩორაშვილები სომხებად არიან მოხსენიებულნი და ჩაწერილნი. მაგალითად, ქოჩოროვი, არადა, ისინი ქართველები არიან.

საქართველოში 511 ქოჩორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 117, თეთრი წყაროში – 82, გარდაბანში – 31. არიან სხვაგანაც.

ცუცუნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცუცუნი.

ცუცუნაშვილი გიორგი მოიხსენიება 1738 წელს თავდახსნილობის წიგნში მოწმედ, რომელიც მებატონე ზაზა სოლოღაშვილმა მისცა ბადღუა და ბერელა ზურაბიშვილებს.

საქართველოში 175 ცუცუნაშვილი ცხოვრობს: კასპში – 88, თბილისში – 60, თელავში – 19. არიან სხვაგანაც.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩინაძე, ვაჩენიძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.

1700 წელს მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71. არიან სხვაგანაც.

არჩაია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჩა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული.

არჩა საკუთარი სახელის არჩილის – კნინობითი ფორმა უნდა იყოს. არჩილი კი ძველი ქართული საკუთარი სახელია.

მსგავსი ფუძით ნაწარმოები გვარებია: არჩავა, არჩვაძე, არჩვანიძე.

1637-1660 წლების ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ბაბუშარა არჩაია.

საქართველოში 634 არჩაია ცხოვრობს: სენაკში – 176, თბილისში – 60, ქუთაისში – 50. არიან სხვაგანაც.

შავიანიძე

გვარის ფუძეა მეტსახელი შავი.

სოფელ ვაშლოვანში, 1873 წლის აღწერით, დავით შავიანიძე მოიხსენიება სასოფლო სასამართლოს მამასახლისად.

ერტისში მცხოვრები დავით შავიანიძე 1881 წელს არის გიორგი მანაშვილის თავმდები.

ამავე ძირისაა: შავაძე, შავგულაშვილი, შავიძე, შავიშვილი, შავკაციშვილი.

საქართველოში 23 შავიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 13, თეთრი წყაროში – 3, ტყიბულში – 2. არიან სხვაგანაც.

შეთეკაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შეთეკა, შეთიკა, შეთე.

შეთეკაურები სოფელ ხონიჭალასა და მუცოში ცხოვრობენ.

გადმოცემის თანახმად, შეთეკაურების წინაპრები ბარიდან ყოფილან მთაში ასულები. მეორე ვერსიით კი, შეთეკაურები წარმოშობით თუშეთიდან არიან.

შეთეკაური ჩოლოყაშვილის განაყარი გვარია.

საქართველოში 299 შეთეკაური ცხოვრობს: გარდაბანში – 125, თბილისში – 72, დუშეთში – 41. არიან სხვაგანაც.

კუმელაშვილი

გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა კუმისელი.

ბერიკა კუმელაშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ყმების წიგნის ნუსხაში.

საქართველოში 123 კუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, რუსთავში – 9, გარდაბანში – 6. არიან სხვაგანაც.

ჯირაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ჯირა.

1721 წელს დურნუკში მოიხსენიებიან ბერუა, როსება და გიუა ჯირაშვილები.

დღეს ჯირაშვილების ნაწილი სომხებად იწერება.

საქართველოში 117 ჯირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 81, თეთრი წყაროში – 15, ბოლნისში – 11. არიან სხვაგანაც.

ომსარაშვილი

ომსარაშვილი კახეთში გაჩენილი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად გურჯაანში ცხოვრობენ.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომსარა. ეს სახელი დაფიქსირებული აქვთ ივანე ჯავახიშვილსა და ალექსანდრე ღლონტს.

ომსარა ქართული ტრადიციით შედგენილი ორფუძიანი და ორკომპონენტიანი სახელი უნდა იყოს. მასში მონაწილეობას იღებს ომა (ომან, ომია) და სარა. ეს საკუთარი სახელი ერქვათ როგორც ქართველ ებრაელებს, ასევე, ქართველებსაც.

საქართველოში 138 ომსარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 78, თბილისში – 38, თელავში – 10. არიან სხვაგანაც.

გულაბერიძე

გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი, კერძოდ: გულა და ბერი.

ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.

ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ საღირაძესთან ერთად, იყო  ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც, თამარ მეფის მოწვევით, 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.

 

скачать dle 11.3