კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მყავს 2 წლის ხვადი ძაღლი, რომელიც მოშარდვის დროს ფეხს არ წევს. მაინტერესებს, რისი ბრალია ეს? თუ შეიძლება მითხარით, რა ასაკში წევს ხვადი მოშარდვის დროს ფეხს?

პასუხი: ზოგი ძაღლი ადრეულ ასაკში მწიფდება, ზოგი კი – მოგვიანებით. ეს პათოლოგია არ არის, უბრალოდ გვიან ყალიბდება მამრობითი სქესი. ასე რომ, ნუ გეშინიათ, თქვენი ძაღლი მოშარდვის დროს აუცილებლად აწევს ფეხს, უბრალოდ, ეს დროის ამბავია.

კითხვა: მყავს კანე-კორსო, რომელსაც ძალიან უყვარს პულტებისა და სხვადასხვა ნივთის პირში ჩადება. იქნებ მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიო ის ამ მავნე ჩვევას?

პასუხი: პირველ ყოვლისა, პულტები არ უნდა დაუდოთ ცხოველს წინ და აღარ ჩაიდებს მათ პირში. ძაღლთან აუცილებელია სისტემატური მეცადინეობა. თუ მას იშვიათად ტუქსავთ და, ასევე იშვიათად აძლევთ შენიშვნას, ასე არაფერი გამოგივათ. ძაღლთან აუცილებლად მუშაობაა საჭირო.

კითხვა: მყავს დედალი კატა, რომელსაც შეჯვარების პერიოდი აქვს. რა ჯობია, ჩვენი კატა წავიყვანოთ მამალ კატასთან თუ ის მოვიყვანოთ ჩვენთან?

პასუხი: ეს ინდივიდუალურია, რადგან, შეიძლება, მამალმა კატამ დაიმორცხვოს სხვაგან, ან, დედალმა კატამ არ გამოხატოს მამლის ტერიტორიაზე ურთიერთობის სურვილი. ჯობია, როცა კატა ატყდება, დედალ-მამალი რაღაც პერიოდი ერთად ამყოფოთ და თავად მოაგვარონ ეს საქმე.

კითხვა: სახლში მყავს კატა და ძაღლი. კატა მაკედ არის. მაინტერესებს, როცა კატა იმშობიარებს,  ხომ არ შეჭამს ჩემი ძაღლი მის კნუტებს?

პასუხი: შეიძლება, ძაღლმა დედალ კატაზე უკეთ მოუაროს კნუტებს – გააჩნია როგორ აღიქვამს მათ. ეჭვიანობის მომენტიც შეიძლება იყოს, ამიტომ, დაცვის მიზნით, კნუტები მაინც მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გყავდეთ. უმჯობესია, თუ რაღაც პერიოდი კნუტები ცალკე, ძაღლისგან მოშორებით გეყოლებათ. 

კითხვა: რა ფორმით უნდა დავსაჯოთ ძაღლი და, საერთოდ, საჭიროა თუ არა ცხოველის დასჯა?

პასუხი: გააჩნია ძაღლის კატეგორიას და მის ფსიქიკას. ზოგი ძაღლი დასჯას, როგორც სირცხვილის გრძნობას, ისე აღიქვამს და ემორჩილება პატრონის შემდგომ ბრძანებებს. ზოგი კი, აგრესიასა და იერიშზე გადადის. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაღლის დატუქსვის დროს აგრესია არ გამოხატოთ, ცემაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. 

კითხვა: სახლში მყავს ლაბრადორი. მაინტერესებს რა პერიოდიდან უნდა ჩავაცვა მას სიცივეში ჟილეტი გარეთ გაყვანისას?

პასუხი: ლაბრადორს თუ გარეთ გაყვანაზე ჟილეტი დასჭირდა, მაშინ, დაბალბეწვიანი ძაღლები საერთოდ გაიყინებიან. ლაბრადორს ჟილეტი ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ის ყველანაირ ამინდს უძლებს – ერთნაირად იტანს სიცხესაც და სიცივესაც; უფრო მეტიც, ზამთარში წყალშიც კი შედის. მას ისეთი საფარველი აქვს, ბალნისა თუ კანქვეშა ცხიმოვანი ფენის სახით, რომ არანაირად არ შესცივდება. თუმცა, არც ის შეიძლება, რომ ლაბრადორი სახლში 25-30 გრადუს სიცხეში ვამყოფოთ და მერე უცებ 10 გრადუს ყინვაში გავუშვათ გარეთ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ძაღლი გაცივდება.

 

скачать dle 11.3