კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ქოთნის ლილიები გარეთ მიდგას. როგორ მოვიქცე ახლა, ბინაში შეტანას ხომ არ მირჩევთ? ასევე, მაინტერესებს, როგორ უნდა მოვუარო მას, რომ კარგად იყვავილოს?

პასუხი: ლილიები ლილიაცეების ოჯახს ეკუთვნის. საერთოდ, ეს მცენარე ყინვაგამძლეა და არ აშინებს სიცივე. ამიტომ, ეცადეთ, მეტხანს დატოვოთ გარეთ. თუ გსურთ, რომ ლილიამ ადრე ზაფხულზე იყვავილოს, შეგიძლიათ, ის ამოიღოთ მიწიდან და გაყოთ. მას სჭირდება წელიწადში ერთხელ გადარგვა და გაყოფა. თუ ის არის კარგ პირობებში, შესაძლოა, დატოვოს 2 ან 4 ბოლქვი. ეს ბოლქვები აუცილებლად უნდა დაცალკევდეს და გადაირგოს. მცენარე არ აყვავილოთ ბოლომდე – პირველი და მეორე ყვავილის გაშლის შემდეგ ააჭერით ყვავილი, რომ ბოლქვმა გამრავლებაზე იმუშაოს. თუკი ბოლომდე ამუშავებთ ყვავილს და არ მოჭრით, ბოლქვი დასუსტდება და არ გამრავლდება. ლილია იოლი და უპრეტენზიო მოსავლელია.

კითხვა: როდის უნდა შევიძინო ტიტების, ნარცისებისა და სხვა ყვავილების ბოლქვები და როდის შეიძლება მათი დარგვა?

პასუხი: საერთოდ ბოლქვიანი მცენარეები დასარგავია გვიან შემოდგომით, ნოემბრის 5 რიცხვიდან. მცენარის ბოლქვებს უნდა მოხვდეს ყინვა, რომ ადრე გაზაფხულზე იყვავილოს. თუ თქვენ ბოლქვებს დარგავთ ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგის ტემპერატურა მოიმატებს, მცენარე დაიწყებს აღმოცენებასა და ყვავილობას, მაგრამ, ამ დროს არ უვითარდება კარგი და ხარისხიანი ყვავილი, ზოგჯერ კი საერთოდ არ ამოდის ყვავილი. ამიტომ, კარგია, ახლა შეიძინოთ ყველა სახის ბოლქვები და დარგოთ მიწაში. ხოლო, თუ გსურთ, რომ მცენარე ქოთნის პირობებში ამყოფოთ, ისიც ახლა დარგეთ და დადგით სიგრილეში.

კითხვა: მაქვს ქოთნის მიხაკი. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ზამთარში მისი გარეთ დატოვება?

პასუხი: ეს მცენარე ყინვაგამძლეა. შეგიძლიათ, შეიტანოთ ოთახში, სადაც +8-10 გრადუსი იქნება. თუ მცენარეს მაღალ ტემპერატურაზე ამყოფებთ, ის დაიწყებს ზრდა-განვითარებას, ასევე ყვავილობას, ზაფხულში კი, შესაძლოა, საერთოდ აღარ იყვავილოს. გაითვალისწინეთ, ამ მცენარეს არ უყვარს ზამთარში არც ძლიერი მორწყვა და არც გადარგვა. ის მრავლდება კალმითა და თესლით. ეცადეთ, რომ ადრე გაზაფხულზე მოუმატოთ ტემპერატურას, რათა კარგად იყვავილოს. მიხაკს ზამთარში არ მისცეთ სასუქები, რადგან, ის ვერ აითვისებს მათ და, შესაძლოა, მოკვდეს.

კითხვა: შევიძინე პალმის თესლები. როგორ მოვიქცე, შესაძლებელია ახლა მათი დათესვა?

პასუხი: ყველა სახეობის პალმა ტროპიკული მცენარეა და ზამთარი არ უყვარს. ამიტომ, ეცადეთ გაზაფხულზე დარგოთ, რომ არ მოიყინოს. მცენარეს სჭირდება +20-25 გრადუსზე მაღალი  ტემპერატურა – ასეთ პირობებში ის კარგად აღმოცენდება. პალმას აუცილებლად სჭირდება ხშირი მორწყვა და ტენი. ასეთ პირობებში მცენარე მალე აღმოცენდება და კარგი ზრდაც ექნება. ასევე, გახსოვდეთ, როგორც კი ის იქნება 3-5 ფოთლის ფაზაში, მიეცით მკვებავი მინერალები და სასუქები. მცენარე გადარგეთ 4-6 თვის შემდეგ მოზრდილ ქოთანში.

კითხვა: როგორ მოვუარო მირონის ხეს?

პასუხი: მირონის ხე, ანუ, ბუჩქოვანი ჟასმინი,  იოლი მოსავლელია და პრეტენზიული არ არის, ამიტომ, ეს მცენარე დატოვეთ გარეთ და წყალი არ დაუსხათ მთელი ზამთრის განმავლობაში. ის ყინვაგამძლეა, ახასიათებს ხშირი ყვავილობა და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმითაც. მირონის ხეს ხშირად სჭირდება საკვები ელემენტების მიწოდება. მას უნდა შეურჩიოთ დიდი ზომის ქოთანი და, გახსოვდეთ, რომ სასურველია კარგი დრენაჟი, რათა მცენარის ფესვებში წყალი არ ჩაგუბდეს. მისი გადარგვა რეკომენდებულია 3-5 წელიწადში ერთხელ.

скачать dle 11.3