კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რა წინათგრძნობა ჰქონდა ნუცა შანშიაშვილს ამერიკაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და რამ დაურღვია მას მყუდროება მაიამის მეფურ აპარტამენტებში

 

 

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, თავისი არაორდინარულობით ყოველთვის გვაოცებს. ის ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა საყურებლად და მოსასმენად ასევე, სასიამოვნო იქნება. ნუცა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა მართლაც საოცრებაა, თავისი ენერგეტიკით, აურით, სურნელითა და სტიქიური შემოტევებითაც კი.

ნუცა შანშიაშვილი: მადლობა ღმერთს! გადავრჩით იმ შტორმის დროს, ამერიკას რომ დაატყდა თავს. ისეთი წარმოუდგენელი შიში განვიცადე, ვერ გეტყვით. ეს სრული კოშმარი იყო, რეალური კოშმარი. ხომ ვამბობ, სულ მემღერება-მეთქი, ამ დროს კი, სიმღერა კი არა, საკუთარი არსებობაც კი არ მახსოვდა. ოკეანის პირას არის ჩემი სახლი და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა აქ. ქარი ლეწავდა ირგვლივ ყველაფერს. მე მეექვსე სართულზე ვარ, პირველი სართული მთლიანად დაიტბორა. ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა უზარმაზარი ტალღა და მე მის წინაშე ვიდექი სრულიად უძლური. ამ დროს ისეთი აგზნებული ვიყავი და იმდენად გაოცებული ამ სანახაობით, ენით ვერ გადმოგცემთ. ეს აგზნებადობა, მთელი ოცდაოთხი საათი გაგრძელდა, მერე კი  ნელ-ნელა ჩაცხრა. ოკეანეს ერთი სასწაული თვისება აქვს – აბობოქრდება, გადაირევა, გაგიჟდება, დაუნდობელი ხდება, მეორე დღეს კი, ისეთი მშვიდი და წყნარია, გეგონება, მასავით დამნდობი ქვეყანაზე არაფერია. როგორც კი შტორმი ჩადგა, მაშინვე გავვარდი ოკეანის ნაპირზე და გაოგნებული ვუყურებდი, გარშემო რაც ხდებოდა. ერთ დროს ულამაზესი ნაპირი, განაცრისფერებული და სრულიად გაცამტვერებული დამხვდა. უზარმაზარი ლოდები ეყარა და არც ერთი ხე აღარ დარჩენილიყო იმ ადგილებში. არადა, ისეთი გამწვანებული და გალამაზებული იყო სანაპირო, სულ მიხაროდა იქ ჩასვლა და სეირნობა. ამერიკა უნიკალური ქვეყანაა და მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის, იმდენად მობილიზებულები არიან. მეორე დღესვე დაიწყეს მოწესრიგება და ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ. ჩემი თვალით ვნახე, სამსართულიანი სახლები, წყალმა რომ ჩაძირა და საერთოდ აღარ არსებობს მათი ნაკვალევი. მანჰეტენის სანაპიროზე მდებარე გასართობი ცენტრები, რესტორნები და მაღაზიები კი ყველა განადგურდა. საშინელება იყო, ნამდვილი ტრაგედია. სამწუხაროდ, იმ სილამაზისგან მხოლოდ ფოტოებიღა შემომრჩა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მეორე დღეს ოკეანეს, როგორც დაბოღმილ ადამიანს ბევრი რამის თქმა უნდა და ვერაფერს ამბობს. ახლა ვხვდები, მართლაც წუთიერია ცხოვრება და ადამიანები ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ. მე ეს ბეწვის ხიდი იმ დღეს გავიარე.

– ყოველთვის ამბობდი, მიყვარს ოკეანის პირას ჯდომა და ფიქრიო. დღესაც ასეა?

– შტორმი რომ დაიწყო, შემეშინდა, ვიცოდი, რაც გველოდა, მაგრამ მინდოდა, სახლიდან გავსულიყავი, ოკეანესთან მივსულიყავი და მისთვის თვალებში ჩამეხედა. ამბობენ, ამ დროს უდიდესი ენერგია გადმოგეცემა და საოცარი მუხტი მოდის მისგანო. მაგრამ, ვინ გამიშვა? მეორე დღეს კი ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო. სხვათა შორის, ოკეანის ღელვის პირისპირ შარშან აღმოვჩნდი. მაიამიში მქონდა კონცერტები. დიდი ვილა დამითმეს, თავისი აპარტამენტებით, მარმარილოს ქანდაკებებით. ეს ვილა ერთსართულიანი იყო და პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე იდგა. მოკლედ, სამოთხეში ვიყავი. მაგრამ, ერთ მშვენიერ საღამოს დაიწყო შტორმი. ფანჯარასთან ვიდექი და ვხედავდი, ჩემს წინ როგორ აღიმართა ათმეტრიანი ტალღა, ვეშაპივით გააღო პირი, გადმოუშვა თეთრი ქაფი და ჩემს ფანჯარას მოასკდა. შიშისგან ხელ-ფეხი წამერთვა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს გადამყლაპა. რამდენადაც საოცარი, დაუნდობელი, უნიკალური და იმავდროულად, მშვენიერი და საყვარელიცაა ოკეანე, ასეთივეა ქალაქი ნიუ-იორკი.  რამდენადაც, აქ შეგიძლია შეიგრძნო სილამაზე, სილაღე, გამოავლინო შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაიხსნა და მიაღწიო უსაზღვრო წარმატებას, იმდენად საშიში და დაუნდობელია. თუ ფეხი აგიცდა და შეცდომა დაუშვი, ისე ჩაგყლაპავს ეს ქალაქი, როგორც ოკეანის ათმეტრიანი ტალღა. თუმცა, ვერც ევროპა და ვერც კავკასია ამერიკას ვერ შეედრება. მას ისეთი აურა აქვს, გიზიდავს, გულში გიკრავს, გაჩვევს და გაყვარებს თავს. 

– არაერთხელ გითქვამს, რაიმე მოვლენის წინ, წინათგრძნობა მქონდაო. ახლაც ხომ არ გქონია მსგავსი რამ?

– წინათგრძნობა არა, მაგრამ საშინელ სიზმრებს ვნახულობდი: მესიზმრებოდა, იწყებოდა ღელვა, უზარმაზარი ტალღა წამოიმართებოდა ოკეანეში, მოდიოდა და თან მოჰქონდა უამრავი გვამი. მერე მთას ასკდებოდა იქ ტოვებდა დაღუპულ ადამიანებს. სიზმარიც არ იყო, ძილ-ბურანში მქონდა, ხილვასავით. დილით საშინელ ხასიათზე ვიღვიძებდი. სხვათა შორის, ზღვის ღელვა ხშირად მესიზმრება, მაგრამ იმედია, საშინელება აღარ მოხდება. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს ოკეანე. გავდივარ და ვზივარ ნაპირზე, ვტკბები მისი სილამაზით, ვივსები ემოციით და დადებითი ენერგეტიკით. მე მაინც, მისი ერთგული ვარ. მეგონა, ჩემი ლოცვა და რწმენა, იმ საშინელ დღეებში მთელ ამერიკას გადაარჩენდა. ვიდექი, ვლოცულობდი და ამერიკა მე უნდა მიმადლოდეს, რომ გადარჩა (იცინის). ასე რომ, ჩემმა ლოცვამ გადაარჩინა ეს ქვეყანა და ახლა მეც მისი შემწყნარებლობის იმედი მაქვს.

– ვიცი, ახალ პროექტზე მუშაობ. 

– დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, ხელოვანს არ გაქვს უფლება, მოდუნდე, მოეშვა და სტიქიურმა უბედურებამ შეგაშინოს, ძალა გამოგაცალოს. ახლა, ახალ პროექტზე ვმუშაობ და ძალიან საინტერესო გამოდის. ძალიან საინტერესო იდეაა და აქტიურად ვმუშაობ. მე თავად დავუკრავ როიალზე, შევასრულებ ჯაზში გადაწყვეტილ რომანსებს და ქართველ მსახიობ ვარსკვლავებზე გადაღებული ნოველები იქნება წარმოდგენილი დიდ საკონცერტო ეკრანზე. პროექტს ერქმევა „უსაზღვრო სულის სიმღერა”. ძალიან მინდოდა, ახალ წელს თბილისში შევხვედროდი, კონცერტი გამემართა. მანდ სიმღერას არაფერი მირჩევნია, მაგრამ არ გამოდის. რას ვიზამთ, საქმე ასე მოითხოვს. მე ისე მიყვარს სიმღერა, ვერ წარმომიდგენია მის გარეშე არსებობა. მართალია, ათმეტრიანი ტალღა რომ აღიმართა ჩემს წინ, იმ მომენტში არ მემღერებოდა, მაგრამ ისეთი მაღალი დიაპაზონის, ცეცხლოვან ნოტს ჰგავდა, ჩემს მეტს ეს ბგერა არავის შეუმჩნევია. მან მიჩურჩულა, როცა სცენაზე დგახარ, შენც ასეთივე სტიქიის მატარებელი, ბობოქარი და დაუნდობელი უნდა იყო, ოღონდ შიში კი არა, სიამოვნება უნდა მიანიჭო ხალხსო (იცინის). მართლაც ასეა, სცენაზე რომ ვდგავარ, თითქოს სტიქია ბობოქრობს ჩემში და მინდა, ეს მაყურებელს ფრთხილად მივაწოდო, არ დავაფრთხო, მივიზიდო, მოვნუსხო და ვასიამოვნო.

 

скачать dle 11.3