კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუსაკა – გამომცხვარი ბოსტნეული

საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი ყაბაყი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 2 თავი ხახვი, 6 ცალი პომიდორი, 100 გრამი ფხვიერი ყველი, 300 მილილიტრი იოგურტი, 2 ცალი კვერცხი, 100 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი, სუნელი, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი: ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით რგოლებად. ბულგარული და ხახვი წვრილ ჩხირებად, ნიორი კი – თხელ ფირფიტებად. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე. მოასხით ზეთი. მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, სუნელი. აურიეთ და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, 220 გრადუს ტემპერატურაზე. გამომცხვარი ბოსტნეული ოდნავ გააცივეთ და გადმოიღეთ თასში. გამოსაცხობ ტაფას წაუსვით ცოტა ზეთი, მოათავსეთ ცოტა გამომცხვარი ბოსტნეული, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი, დააწყვეთ დაჭრილი პომიდორი და ისევ მოაყარეთ გამომცხვარი ბოსტნეული. ზემოდან უნდა მოასხათ სოუსი: იოგურტში შეურიეთ გათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი და შავი პილპილიც, აურიეთ კარგად და ზემოდან მოასხით ბოსტნეულს, ისევ მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელი. მუსაკა ძალიან წვნიანი, ნოყიერი და გემრიელი კერძია.

скачать dle 11.3