კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

რატომ იგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად რესტორან „ბერმუხაში” და კლუბ „ვიპთაიმში“

 

თუ გსურთ თავი კომფორტულად იგრძნოთ, შეიქმნათ კარგი განწყობა და დაუვიწყარი დრო გაატაროთ, ნამდვილად დაგეხმარებათ „ბერმუხა ბიემჯი”. ის ყველანაირი გემოვნების სტუმრისთვის არის გათვლილი. 

„ბერმუხა ბიემჯი” მოიცავს სამ დაწესებულებას, ესენია: რესტორანი „ბერმუხა“, კლუბი „ვიპთაიმი” და ახალი დარბაზი, რომელიც სამ კვირაში გაიხსნება. ჩვენი რესპონდენტი, „ბერმუხა ბიემჯის” ფიარ-მენეჯერი თამუნა მუსერიძე, კიდევ უფრო დეტალურად გიამბობთ ამ ყველაფრის შესახებ.

 

– რესტორანი „ბერმუხა” მოიცავს 700-კაციან დარბაზს, სადაც ძალიან კარგი გარემოა და ჩვენგან ყველა სტუმარი კმაყოფილი მიდის. „ბერმუხაში“ ხშირად იმართება ქორწილები, კორპორატიული საღამოები და ასე შემდეგ. გვყავს ჩვენი ბენდი, ანსამბლი „ბერმუხა” და ის მომღერლები, რომლებიც ყოველდღე, საღამოს 7 საათიდან მუშაობენ. სხვა რესტორნებთან შედარებით, „ბერმუხაში“ საკმაოდ მისაღები ფასებია. რესტორანი დილის 11 საათიდან ბოლო სტუმრის გაცილებამდე მუშაობს. 

– „ვიპთაიმზე” რას გვეტყვი?

– „ვიპთაიმი” ყველა ტიპის სტუმრისთვისაა განკუთვნილი, იქნება ის ლაუნჯის, ბარისა თუ კლუბის მოყვარული. ღამის 12 საათამდე „ვიპთაიმში” ლაუნჯის სიტუაციაა, მას მერე კი დიჯეი იწყებს მუშაობას. გვყავს „ვიპ თაიმ” ბენდი, რომელშიც არაჩვეულებრივი მომღერლები და მუსიკოსები არიან გაერთიანებული. „ვიპთაიმი” ყოველდღე, საღამოს 8 საათიდან მუშაობს მანამ, სანამ ბოლო სტუმარი არ დაგვემშვიდობება. ხუთშაბათობით კარაოკეს დღე გვაქვს: პარასკევს, შაბათსა და კვირას – თემატური ივენთები; კვირის დანარჩენ დღეებში ბენდი უკრავს, ხოლო ღამის 12 საათიდან – დიჯეი. ხშირად გვაქვს გათამაშებები და სტუმრებს ბევრ საჩუქარს ვჩუქნით. ჩემი ხელმძღვანელები ნამდვილად გამოირჩევიან გულუხვობით. თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ, თუ რომელიმე ქართველი მომღერლის კონცერტი იგეგმება თბილისში, ყველაფერი „ვიპთაიმში” კეთდება. უკვე თითქმის ყველა ქართველი მომღერლის საღამო გავაკეთეთ. მართლა ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს „ვიპთაიმში,” რომელიც 300 კაცზე მეტს იტევს.        

 2 დეკემბერს „ვიპთაიმის” დაბადების დღეა – მას ერთი წელი უსრულდება. ვამზადებთ გრანდიოზულ შოუს და, დარწმუნებული ვარ, სრული ანშლაგი იქნება. სტუმრებს ბევრი პრიზი და სიურპრიზები ელით.

 რაც შეეხება მესამე დარბაზს, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიხსნება, რესტორნის ტიპის 200-კაციანი დარბაზია. მისი გაკეთება ისევ და ისევ ჩვენი სტუმრების გამო გადავწყვიტეთ. როცა „ბერმუხაში” მოდიოდნენ, პარასკევს, შაბათსა და კვირას ფიზიკურად ვერ ვახერხებდით მათ მიღებას, რადგან, თითქმის ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ქორწილია. ახალი დარბაზი ძალიან კომფორტული და მყუდრო გარემოთი იქნება გამორჩეული, რომელიც ასევე ბოლო სტუმრის გაცილებამდე იმუშავებს. 

– და, ბოლოს, რა მისამართზე უნდა მოგაკითხონ სტუმრებმა?

– ჩვენი მისამართია: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

 

 

скачать dle 11.3