კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ერთ-ერთი ვერსიით, პატივსაცემი, ანუ, „თქვენობით“ მიმართვა დაიბადა რომის იმპერიის ეგრეთ წოდებული „მზის ჩასვლისას“. თავდაპირველად ასე მხოლოდ იმპერატორს მიმართავდნენ.

*  მარილი, ტრადიციულად, ისეთ ცნებებთან ასოცირდება, როგორიცაა მუდმივობა, მარადისობა, საიმედოობა... რაც, სავარაუდოდ, მის ყოფაცხოვრებაში გამოყენებასთან – ხორცისა და ბოსტნეულის შენახვასთან არის დაკავშირებული.

* 1492 წელს რუსეთში ელოდნენ, რომ აუცილებლად მოხდებოდა ეპოქალური მოვლენა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლიდა. მართალია, სწორედ ამ წელს აღმოაჩინა კოლუმბმა ამერიკა, მაგრამ, რუსები სიახლეს კი არა, მეორედ მოსვლას ელოდნენ – ეს მართლმადიდებლური კალენდრით 7 000 წელი იყო.

* კორსიკელები, როდესაც შეთანხმებას ვერ აღწევენ, პარტნიორს ეუბნებიან: „გაისეირნე ზღვისკენ“. ეს ნიშნავს, რომ, თუ მას შეთავაზებული პირობების მიღება არ სურს, ოთხივე მხარეს გზა ხსნილია – კორსიკა ხომ კუნძულია და ყველა მხრიდან ზღვა აკრავს.

* ყველაზე დიდი აისბერგი 1956 წელს დაფიქსირდა: მისი ფართობი სულ ცოტათი ჩამოუვარდებოდა მოლდოვას და სულ ცოტათი მეტი იყო სომხეთზე.

* ჰოლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ის 1 აგვისტოს იწყება, ინდოეთში – 1 აპრილს, ავსტრალიაში – 1 იანვარს. დაახლოებით ორი ათეული წლის წინ ეს თარიღი ჩვენთანაც განსაზღვრული იყო – სასწავლო წელი 1 სექტემბერს იწყებოდა.

* ავსტრალიელმა რობერტ კუპერმა არა მარტო საშინელი ტკივილი მოითმინა, 15 ათასი დოლარიც გადაიხადა, სხეულზე სასურველი ტატუ რომ გაეკეთებინა, თუმცა, ნახა თუ არა „მაღალი კლასის სპეციალისტის“ ეს ნამუშევარი, სასამართლოში უჩივლა... ორთოგრაფიული შეცდომების დაშვების გამო.

* ველინგტონი ჯარისკაცებისთვის თავად ადგენდა ნიმუშებს  საბუთების შესავსებად, მაგალითისთვის კი ერთსა და იმავე სახელსა და გვარს წერდა – ტომი ატკინსს.

* რომის მცხოვრებლები ამინდის პროგნოზის გასარკვევად ბარომეტრად სიქსტის კაპელაში მიქელანჯელოს ნახატებს „იყენებდნენ“. ფრესკების გამუქება ავდარს მოასწავებდა.

* ბერძენი მომღერალი დემის რუსო ინტერვიუს სამი რიცხვის დასახელებით იძლეოდა – 25, 100 მილიონი და 115. 25 – მისი მოღვაწეობის წლებია, 100 მილიონი – გამოცემული დისკების რაოდენობა, ხოლო 115 – მისი წონა.

скачать dle 11.3