კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ირაკლი სირბილაძე ფინეთის საუკეთესო თავდამსხმელად, ბომბარდირად და ლეგიონერ ფეხბურთელად აღიარეს

ჩვენი რესპონდენტი, ფეხბურთელი ირაკლი სირბილაძეა, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა სპორტის სიყვარულს. რამდენიმე წელია, უკვე უცხოეთში თამაშობს, სადაც საქართველოსგან განსხვავებით, საშუალება მიეცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა. ის ბოლო 4 წელია, ფინეთში თამაშობს. ამჯერად ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდის, „ინტერ ტურკუს” მოთამაშეა. 12 ნოემბერს, ჰელსინკში გამართულ დაჯილდოებაზე,  ირაკლი დაასახელეს, როგორც საუკეთესო თავდამსხმელი, ასევე, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ლეგიონერი. ის გასულ კვირას სამშობლოში ჩამოვიდა და თბილისში 5 იანვრამდე დარჩება.

– 12 ნოემბერი შენთვის ჩვეულებრივი დღე ნამდვილად არ ყოფილა. ჰელსინკში ამ დღეს დასახელდნენ და შესაბამისად, დაჯილდოვდნენ კიდეც, ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელები, მსაჯები და მწვრთნელები.

– ფინეთის საუკეთესო თავდამსხმელად, ბომბარდირად და ლეგიონერად დამასახელეს, რაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. თავდამსხმელისთვის ამაზე მეტი შედეგის ჩვენება არ შეიძლება, რადგან, რაც მოსაგები იყო, ყველაფერი მოვიგე. თან, ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოელი არ გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი. მიხარია, რომ წელს მე დამასახელეს.

– მიუხედავად ამისა, თუ დაგრჩა კიდევ რამე მოსაგები?

– ერთი, ჩემპიონობა დამრჩა, რადგან მეორე ადგილზე გავედით. 

– როგორ რეჟიმში გიწევს ცხოვრება ფინეთში?

– ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს – ვარჯიში, სახლი, დასვენება. გასართობად დრო ნაკლებად მრჩება. 

– ქვეყანა, სადაც ბოლო 4 წელია, ცხოვრობ, ცივი კლიმატით გამოირჩევა. არ გიჭირს?

– საერთოდ მცივანა არ ვარ და სიცივე არ მაშინებს. თავიდან რომ ჩავედი, იმ მხრივ იყო რთული, რომ მათი ენა არ ვიცოდი. ფინური ძალიან რთული ენაა და კარგად ვერ ვლაპარაკობ. ძირითადად, ინგლისურად ვეკონტაქტები ყველას.

– ბევრი ლეგიონერია ფინურ ფეხბურთში?

– ჩვენს გუნდში ექვსნი ვიყავით. ქვეყანას რაც შეეხება, ბევრი ლეგიონერია.

– რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს „ინტერ ტურკუსთან?”

– ორწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული ამ გუნდთან. ამ ეტაპზე ერთი წელი დამრჩა. „ინტერ ტურკუ” ფინეთის საუკეთესო გუნდია. მართალია, კმაყოფილი ვარ ყველაფრით, მაგრამ უფრო მეტი მინდა. საშუალებაც არის უფრო მეტი შედეგი აჩვენო და უკეთეს გუნდში ითამაშო. იმედი მაქვს, ასეთი გუნდიც გამოჩნდება, სადაც ვეცდები, უკეთესი შედეგი ვაჩვენო.

– ალბათ, ამ დაჯილდოების შემდეგ, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდებოდა შენ მიმართ სხვა კლუბებიდან.

– ევროპის ბევრი ქვეყანა დაინტერესდა, მაგრამ წინასწარ ვერ დავასახელებ. უბრალოდ, კონტრაქტის მიხედვით, როგორც გითხარით, ერთი წელი კიდევ მაქვს ჩემს გუნდში და თავისუფლად სხვაგან ვერ გადავალ, რაღაც კონკრეტული თანხაა გადასახდელი. თუ წასვლაა, რომელი გუნდიც გადაიხდის თანხას და კარგ პირობებს შემომთავაზებს, იქ წავალ. „ინტერ ტურკუს” კი უნდა ჩემთან კიდევ კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ მე უკეთეს ლიგასა და გუნდში მინდა თამაში.

– თბილისში დასასვენებლად ჩამოხვედი თუ მაინც განაგრძობ ვარჯიშს?

– საერთოდ რასაც დასვენება ჰქვია, 10 წელი მაინც არ დამისვენია. წელიწადში ყველაზე დიდი, შეიძლება, ერთი კვირა დავისვენო, რაც არ მყოფნის. მაგრამ, ფეხბურთსა და საქმეს ასე სჭირდება. ასე რომ, წასვლამდე აქაც დავიწყებ მალე ვარჯიშს.

– როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ ფეხის ტრავმა გქონდა. 

– ფინეთში ისეთი ფეხბურთია, რომ ძალიან ხშირად გარტყამენ ფეხში. როცა სხვაზე ფიზიკურად ძლიერი ხარ, უხეშად გეთამაშებიან. მიუხედავად ამისა, სერიოზული ტრავმა არ მქონია. ყოველ შემთხვევაში, თამაში არ გამომიტოვებია. გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც თავიდან ბოლომდე – 90 წუთი ვითამაშე 42 თამაში. საერთოდ არ დამისვენია.

– საერთო ჯამში, ფინეთში უკვე 4 წელია, ცხოვრობ, რაც საკმარისი დროა შესაგუებლად. 

– პირველად კაიანში ჩავედი, რომელიც ძალიან მაღალზე მდებარეობს. თავიდან მიკვირდა ერთი რამ, ზაფხულში არ ღამდებოდა, ზამთარში კი პირიქით, დღის 2-3 საათზე უკვე ბნელოდა. დროთა განმავლობაში, ყველაფერს შევეჩვიე. ამჟამად ტურკუში ვარ, რომელიც ფინეთში სიდიდით მეორე ქალაქია. ძალიან კარგი ხალხია და დიდ პატივს მცემენ. მოკლედ, მინუს 40 გრადუსი რომ არ იყოს, სხვა მხრივ ძალიან კარგი საცხოვრებელი ქვეყანაა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო საქართველოდან წავსულიყავი, რათა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის საშუალება მქონოდა. აქ ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი მქონდა ცხოვრებაში, არ უნდოდათ ჩემი გამოჩენა.

– რატომ?

– ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, ყველას უნდოდა, თავის შვილს ეთამაშა და რომ ვთქვათ, მჩაგრავდნენ. არც ერთ ეროვნულ ნაკრებში არ მითამაშია, ამხანაგურზეც კი. ბოლოს ეროვნულ ნაკრებში დამიძახა ქეცბაიამ, მადლობის მეტი რა მეთქმის. ფინელებმა დამიფასეს შრომა, საქართველოში კი პირიქით, ხელს მიშლიდნენ.

– იმედგაცრუებულს არასდროს გქონია სპორტზე უარის თქმის სურვილი?

– მართალია, ბევრჯერ ცუდად მომექცნენ, მაგრამ ის მომენტი, რომ ამის გამო თავი დამენებებინა ფეხბურთისთვის, არ მქონია. ბევრი, ალბათ, ვერც გაუძლებდა ამდენს. სხვათა შორის, ჩემი ასაკის სპორტსმენებიდან მხოლოდ მე დავრჩი, ყველამ დაანება ფეხბურთს თავი. ბევრმა უსამართლობას ვერ გაუძლო. მე კი ჩემი ოჯახის გვერდში დგომით გადავლახე ყველანაირი ბარიერი. საბოლოოდ, ჩემს მშობლებს ამაგი და შრომა დავუფასე. 

– დღეს წარმატებული სპორტსმენი ხარ, მაგრამ ბურთის დევნაში პირადი ცხოვრება უყურადღებოდ ხომ არ გრჩება?

– ბურთის დევნაში უკვე 30 წლის გავხდი. აქამდე არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უკვე დროა, პარალელურ რეჟიმში პირად ცხოვრებაზეც ვიფიქრო. უფრო მეტ სტიმულს მომცემს, ჩემი აზრით.

– შენი მეორე ნახევარი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, თუ მნიშვნელობა არ აქვს?

– საერთოდ, მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართველი გოგო ყველას ჯობია. ამიტომ, ქართველს მოვიყვან ცოლად. 

– როგორია შენი სასურველი ქალი?

– არ არის მთავარი, რომ ძალიან ლამაზი იყოს. მთავარია, ნორმალური შესახედი, კარგი აღნაგობის, ჭკვიანი და წესიერი გოგო იყოს. ამისთვის მოდელობა არ არის საჭირო.

– ფეხბურთელი გოგონა რომ იყოს?

– სპორტსმენი გამორიცხულია. 

– რამდენი წელია მაქსიმალური ასაკი ფეხბურთელისთვის, რომ ითამაშოს?

– მგონი, მარტო საქართველოში მიაჩნიათ, რომ 30-32 წლის უკვე დაბერდაო. ჩემი აზრით, სანამ ჯანმრთელობა გიწყობს ხელს, ფორმაში ხარ, რეჟიმს არ არღვევ, სწორად იკვებები, საკმაოდ დიდი ხანი ითამაშებ, შესაძლოა, 40 წლამდეც კი.

– განსაკუთრებული კვების რეჟიმი გაქვს?

– 10 წელზე მეტია, განსაკუთრებულად ვიკვებები. ექიმმა, გოგიტა ლობჟანიძემ, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მერე უკვე ჩემით ვიძიებდი ინფორმაციას – სადაც კი შეიძლებოდა, რამე მენახა, ვკითხულობდი. გათვლილი მაქვს ყველაფერი – რა დროს რა უნდა ვჭამო, დავლიო, როდის შეიძლება წყლისა და წვენის დალევა, ხილის ჭამა. ამის დაცვა წლების განმავლობაში ძალიან რთულია, მაგრამ უკვე შეჩვეული ვარ.

– მაგალითად, რას არ ჭამ და არ სვამ?

– ხინკალს, მწვადს, ხაჭაპურს და არაფერს შემწვარს არ ვეკარები. ასევე, არ ვსვამ „კოკა-კოლას“, „ფანტას“ და ასეთ რაღაცეებს. ძალიან მიყვარდა მზესუმზირა, მაგრამ 15 წელია, არც გამისინჯავს. რაც ვიცი, რომ კარგი არ არის სპორტსმენისთვის, რომც მიყვარდეს, შემიძლია, ერთ დღეში დავანებო თავი.

– მაშინ ის მითხარი, რა არის სასარგებლო?

– ხილი, ბოსტნეული, წიწიბურა, ბრინჯი, თევზი, მოხარშული ხორცი. შემწვარი არაფერი არ არის კარგი, მოხარშული – პირიქით. მართალია, შემწვარი კარტოფილი ყველას უყვარს, მაგრამ ყველაზე მავნებელია. „მაკდონალდსის“ პროდუქტს რომ ჭამენ სპორტსმენები, მე საერთოდ არ ვეკარები. მოკლედ, ყველაფერი გაწერილი მაქვს. 

– შენს ფინელ გულშემატკივრებზე რას გვეტყვი?

– ძალიან კარგი გულშემატკივარი მყავს. მათ ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემენ. ამას მოედანზეც ვგრძნობ და მის გარეთაც.

– ნომერს დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის?

– ძალიან დიდი. ბავშვობიდან 10 ნომრით ვთამაშობდი და სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ის მოთხოვნა მაქვს, რომ 10 ნომრით უნდა ვითამაშო. ფინეთში ცოტა ხნით 16 ნომერიც ვიყავი, რადგან 10 დაკავებული იყო. დღეს ისევ 10 ნომერი ვარ. 

– რას გეგმავ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ?

– ბევრ რამეზე ვფიქრობ. შეიძლება, მწვრთნელის პროფესია ავირჩიო და იმის შანსიც არის, ფინეთში დავრჩე და გუნდი გავწვრთნა. შეიძლება, საერთოდაც რაიმე ბიზნესი წამოვიწყო, ვნახოთ...

скачать dle 11.3