კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ღვინის თოვლი – ლონდონურ რესტორანში

ასეთი  ორიგინალური სიახლე შეიტანა საშობაო და საახალწლო მენიუში სახელგანთქმულ რესტორან The Fat Duck-ის („შემწვარი იხვი“) მფლობელმა, ცნობილმა კულინარმა და შეფ-მზარეულმა ჰესტონ ბლუმენტალმა ღვინის ფანტელებთან და ყინულის კუბიკებთან ერთად, მან კლიენტებს შესთავაზა სხვა გასტრონომიული სიახლეებიც, რომელთა რეცეპტი, რა თქმა უნდა, საიდუმლოა. მათი ფასები კი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, საახალწლო ვახშმის ნაკრები, რომელშიც ახალი კერძი – „საახალწლო ნაძვის ხეც“ შედის, 480 დოლარია. 

რესტორანი ლონდონიდან 40 წუთის სავალზეა და ბერკშირის საგრაფოში, ბრიტანული მონარქების ქალაქგარეთა რეზიდენციასთან – უინძორის ციხესიმაგრესთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

The Fat Duck მსოფლიო ლიდერია ახალი, ეგრეთ წოდებული „მოლეკულური“ სამზარეულოთი. კერძები, რომლებიც  ხარისხის მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მზადდება სამზარეულოში, რომელიც რთულ სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო ჰგავს. რესტორანი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბლუმენტალმა სტუმრებს ლოკოკინების ჟელე და თევზის ნაყინი შესთავაზა.

 

კაცობრიობა ჩლუნგდება!

„კაცობრიობა თანდათან კარგავს ინტელექტუალურ და ემოციურ შესაძლებლობებს“, – ამტკიცებს სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი. 

გონებრივ და ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების მოქმედებაში ოპტიმალური ნახტომი ჩვენს წინაპრებში ჯერ კიდევ აფრიკიდან გამოსვლამდე მოხდა. მაშინ მათი ძირითადი ამოცანა თვითგადარჩენა იყო და ამიტომ მასზე მიმართეს ინტელექტის მთელი ძალა.  ინტელექტი და ემოცია კი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული გენურ მუტაციებზე, სწორედ ამ მუტაციამ მიიყვანა კაცობრიობის ინტელექტი განვითარების პიკამდე, შემდეგ კი, როდესაც ადამიანს ცხოვრება გაუადვილდა, ინტელექტმა დაცემა დაიწყო. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ინტელექტის განვითარებაში მონაწილე ორიდან ხუთ ათასამდე გენიდან, სამი ათასი წლის  განმავლობაში, ანუ, 120 თაობაში, მხოლოდ რამდენიმემ განიცადა მავნე მუტაცია. მაგრამ, ბოლო დროს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებამ საგრძნობლად დააჩქარა ინტელექტის დეგრადაცია.

მეცნიერთა აზრით, „დაკარგული ინტელექტის“ აღსადგენად ხელოვნური გარემოს შექმნა რომ არ გახდეს საჭირო, აუცილებელია, შესაბამისი სფეროს მკვლევრებმა შეისწავლონ მილიონი გენური მუტაციიდან თითოეული, რომელმაც, შეიძლება, ხელი შეუშალოს ჩვენს ინტელექტუალურ განვითარებას, აღწერონ მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან და გარემო პირობებთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევწყვიტოთ ან სასურველი მიმართულება მივცეთ ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედში განვითარების ნებისმიერ სტადიაში მყოფ გენურ მუტაციას.

 

ჰუმანოიდი თუ მწვანე ჩოქელა?!

მათ, ვინც სკეპტიკურად უყურებს უცხოპლანეტელების სტუმრობას ჩვენს პლანეტაზე, ახალი გამოწვევა მიიღეს: კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერთან ახლოს მცხოვრებმა ვიდეომოყვარულმა FOX-ის რედაქციაში ვიდეოჩანაწერი მიიტანა, რომელზეც დაფიქსირებულია სწრაფად მოძრავი ობიექტი. მსგავსი კლიპებით სავსეა ინტერნეტი, თუმცა, ჟურნალისტები ამ საქმით იმის გამო დაინტერესდნენ, რომ ვიდეომასალის წარმომდგენი ამტკიცებდა – ასეთი კადრები ვიდეოკამერაზე კვირაში ორჯერ მაინც აღიბეჭდებაო და, გადაწყვიტეს, თავად შეემოწმებინათ. ვიდეომოყვარულის მითითებულ ადგილზე დაამონტაჟეს კამერა და... გაოცებული დარჩნენ, როდესაც ჩანაწერში იგივე ამო იხილეს. ჟურნალისტებმა სამოქალაქო და სამხედრო საავიაციო სამსახურებს მიაკითხეს, მაგრამ, მათ უარყვეს რაიმე უცხო სხეულის საჰაერო სივრცეში შემოჭრა. 

რამდენიმე დღეა, ოკეანისგაღმელები ცდილობენ, გაერკვნენ ამ უცნაურ მოვლენაში: ზოგის აზრით, ვიდეოფირზე საიდუმლო სამხედრო სიახლე, ან, სულაც, უპილოტო თვითმფრინავი იყო დაფიქსირებული, რაზეც მთავრობას არ სურს საუბარი. ამოს ექსპერტმა, რობერტ შიფერმა კი განაცხადა, რომ ვიდეოზე აღნიშნული ობიექტი კამერასთან ძალიან ახლოს ჩაფრენილი უბრალო მწერია – მწვანე ჩოქელა... სხვათა შორის, სწორედ ამ თეორიას ეთანხმებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც.

скачать dle 11.3