კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

11 მითი და 11 რეალობა – კარგი აღნაგობა და კარგი განწყობა

იმისთვის, რომ გონივრულად დავიკლოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი საკვები რა რაოდენობით მივირთვათ.

უამრავ პროდუქტზე შექმნილია კონკრეტული მოსაზრება, მაგრამ,  ჯობია, გაერკვეთ, მითია ეს თუ რეალობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინეთ თქვენი ყოველდღიური რაციონი: კიდეც გახდებით, მხნედ და ჯანმრთელადაც იგრძნობთ თავს და ხალისიანი განწყობაც მუდამ თქვენი თანამგზავრი იქნება.

მითი პირველი: 

ნაყინი მსუყე და მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს გასუქებას.

რეალობა:

ნაყინში შემავალი ნივთიერება ტრიპტიოპანი ამაღლებს განწყობას, ხსნის სტრესს და ამცირებს მადას.

მითი მეორე:

თხილი და ნიგოზი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს და, ამიტომ, თუ გახდომა გვსურს, უარი უნდა ვთქვათ მათზე.

რეალობა:

თხილი და ნიგოზი ცილებისა და საკვები ბოჭკოების წყაროა და ამიტომ, გარკვეული რაოდენობით მათი მიღება აუცილებელიც კია. 30 გრამი ნიგოზი 170 კილოკალორიას შეიცავს. თუ ამ რაოდენობის ნიგოზს მიირთმევთ ორ ძირითად კვებას შორის, შიმშილის გრძნობა მაქსიმალურად შემცირდება, დანაყრების შეგრძნება კი დიდხანს გაგყვებათ.

მითი მესამე:

თუკი გახდომა გსურთ, უარი თქვით მაკარონზე.

რეალობა:

მაკარონი შეიცავს ბევრ ცილას, ვიტამინსა და ნახშირწყლებს. ამიტომ, არაფერია სანერვიულო, თუ დღეში მხოლოდ 100 გრამს მიირთმევთ.

მითი მეოთხე:

შოკოლადი სწრაფად „აგაკრეფინებთ“ ჭარბ წონას.

რეალობა:

შოკოლადი მართლაც მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ, კვირაში ორჯერ, 50-50 გრამის მიღება (უმჯობესია შავი, მწარე შოკოლადი) ნამდვილად არაფერს გავნებთ.

მითი მეხუთე:

ყველი ძალიან კალორიული საკვებია და ხელს შეგიშლით გახდომაში.

რეალობა:

გააჩნია ყველის სახეობას. მოხდილი, უცხიმო ყველი, პირიქით, დიეტურ პროდუქტად ითვლება.

მითი მეექვსე:

რძე იწვევს ცხიმდაგროვებას.

რეალობა:

სინამდვილეში, რძის პროდუქტი ზრდის ორგანიზმის მიერ ჰორმონ კალციტრიოლის გამომუშავებას, რომელიც აიძულებს უჯრედებს, დაწვას მეტი ცხიმი. იმისთვის, რომ წონაში დაიკლოთ, დიეტოლოგები გირჩევენ, მიირთვათ დღეში 3 ჭიქა მოხდილი რძე, უცხიმო მაწონი, იოგურტი ან კეფირი.

მითი მეშვიდე:

მცენარეული ცხიმები უფრო ნაკლებკალორიულია, ვიდრე ცხოველური ცხიმები.

რეალობა:

სინამდვილეში პირიქითაა – 100 მილილიტრი ზეთი 900 კილოკალორიას შეიცავს, ამდენივე კარაქი – 750 კილოკალორიას.

მითი მერვე:

კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, რაც ხელს უშლის გახდომას.

რეალობა:

სახამებელი ენერგიის უმთავრესი წყაროა, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ის ჩემპიონია კალიუმის შემცველობით, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა მუშაობისთვის. სახამებლის შემცველი პროდუქტი მხოლოდ მაშინ შეგიშლით ხელს გახდომაში, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, თანაც შემწვარს ან მაიონეზითა და სუნელებით შეზავებულს.

მითი მეცხრე:

ბურღულეული ასუქებს.

რეალობა:

ბურღულეული აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამიტომ, ის ვერ შეუწყობს ხელს გასუქებას, თუ ცხიმის გარეშე მოამზადებთ. ყველაზე სასარგებლო ბურღულეულია წიწიბურა, ბრინჯი, „ჰერკულესი“. მიირთვით უცხიმოდ.

მითი მეათე:

თეთრი პური ასუქებს, ორცხობილა და კრეკერი – არა.

რეალობა:

სინამდვილეში, ჯობია, ისიამოვნოთ ახალი პურის ერთი-ორი ნაჭრით, ვიდრე ორცხობილასა და კრეკერებს გაუთამამდეთ, რადგან, ორივე გაცილებით მეტ ცხიმს და, შესაბამისად, კალორიას შეიცავს, ვიდრე თეთრი პური. მაგალითად, 50 გრამი ორცხობილა შეიცავს 200 კილოკალორიას, 50 პური კი – 125-ს. საერთოდ კი, უმჯობესია, მიირთვათ ცეხვილი პური. მართალია, მასშიც იმდენივე კალორიაა, რამდენიც თეთრ პურში, მაგრამ, სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისითა და მაგნიუმით, რაც ხელს უწყობს გახდომას.

მითი მეთერთმეტე:

ხორცი ანელებს გახდომის პროცესს.

რეალობა:

ეს მცდარი აზრია.

უარი არ თქვათ ხორცზე (ოღონდ, უცხიმოზე). მიირთვით დღეში 150 გრამი, მოხარშული ან აირღუმელში გამომცხვარი.

скачать dle 11.3