კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქართველმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა „რობერტო კავალის“, „ვერსაჩესა“ და „არმანის“ ქასთინგებზე და რა გამოცდილება მიიღო მან მილანში

 

– მაგდა, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდი მილანიდან, სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მოდი, მომიყევი, როდის გააკეთე სამოდელო პროფესიაზე არჩევანი?

– დაახლოებით, ერთი წელია, რაც სამოდელო სააგენტო Look Models-ში ვარ. მაისში მოგვივიდა კონტრაქტი და 5 სექტემბერს მილანში გავემგზავრე. Look Models-ის მეხუთე მოდელი ვარ, რომელიც უცხოეთში ვიყავი კონტრაქტით მიწვეული. ძალიან მიხარია, რომ არჩევანი ნინო ცქიტიშვილის სააგენტოზე გავაკეთე, რადგან სხვა შემოთავაზებებიც მქონდა. 

– მილანურ შთაბეჭდილებებზე გვიამბე.

– მართლა თბილი ხალხია. ძალიან კარგად დამხვდნენ, რაც სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ცქიტიშვილის დამსახურებაც არის. ვფიქრობ, მან თავიდანვე შეამზადა ისინი, რომ სხვა მენტალიტეტის ვარ. განსაკუთრებულად მეპყრობოდნენ. რაც შეეხება მილანს, ძალიან მომეწონა, ულამაზესი ქალაქია. თან, როცა ჩავედი, ფეშენ-ვიქი იმართებოდა, ამიტომ უამრავი მოდელი იყო თავმოყრილი. 

– ქასთინგებს რაც შეეხება, რომელში მიიღე მონაწილეობა?

– „რობერტო კავალის“, „ვერსაჩესა“ და „არმანის“ ქასთინგებზე. ასევე, ნაკლებად ცნობილი, სხვა იტალიელი დიზაინერების ქასთინგებზეც ვიყავი. გადაღებები მქონდა, თუმცა არც ისე ცნობილ ჟურნალებში, რადგან იქ უფრო ქერათმიანი მოდელები მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჩავედი მილანში და, ფაქტობრივად, არც მიცნობდნენ, მაინც ძალიან დაკავებული ვიყავი, უამრავი გადაღება მქონდა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

– რომელ სააგენტოში იყავი მილანში?

– „ბუმ მოდელსში”, რომელიც ჯერ ახალი სააგენტოა, მაგრამ ძალიან წარმატებული გახდა, ბევრი ტოპ-მოდელი ჰყავთ. ძალიან მომეწონა და მათთან ვთანამშრომლობ.

– ბევრი ცნობილი დიზაინერის ქასთინგი გაიარე. შემოთავაზება ხომ არ გაქვს რომელიმესგან, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ჟურნალში იბეჭდებოდა შენი ფოტოები.

– ანტონიო კრუჩოს შოუ-რუმზე ვმუშაობდი ერთი თვე. არმანის ქასთინგზე კი სამწუხაროდ, პრიორიტეტი ქერათმიან მოდელებზე გააკეთეს. ალბათ, იტალიელები თვითონ შავგვრემანები რომ არიან, ამიტომ გააკეთეს ეს არჩევანი.

– თავად არ გქონია მცდელობა, თმის ფერი შეგეცვალა და შენც ქერად გადაგეღება?

– არა, ეს ნამდვილად არ მიცდია და ამის გამო არც არასდროს გავიღიავებ თმას. ყველაფერი წინ მაქვს, წასვლას კიდევ ვაპირებ და იმედია, გამიმართლებს კიდეც. ორთვე-ნახევარი ვიყავი ამჯერად და რაც გავაკეთე, იმითიც კმაყოფილი ვარ. გამოუცდელი ვიყავი, იქ კი ისეთი გამოცდილი მოდელები იყვნენ, მოვლილი რომ აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოები. ამიტომ, მე კმაყოფილი ვარ შედეგით.

– ყოველდღე მუშაობდი?

– კი, ყოველდღე ვმუშაობდი, ან ქასთინგებზე დავდიოდი. მაგალითად, შოუ-რუმზე დილის 9 საათიდან, საღამოს 8-9 საათამდე ვიყავი. თუმცა, იმის დროც მქონდა, ქალაქი დამეთვალიერებინა.

– ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

– რა თქმა უნდა, არქიტექტურა მომეწონა ძალიან. მილანში ყოველ შენობას ისტორიული ფასეულობა აქვს, ძალიან ლამაზია ყველაფერი. 

– რამდენი წლის ხარ?

– 20 წლის მილანში გავხდი.

– როგორ აღნიშნე?

– დიდად არ აღმინიშნავს, რადგან იმ დღეს ვმუშაობდი. სახლში საღამოს 8 საათზე დაღლილი მივედი. გოგონებმა კი ტორტი დამახვედრეს და ასე აღვნიშნეთ. ძალიან კარგი გოგონები იყვნენ, რომლებთანაც ურთიერთობა დღემდე მაქვს. 

– პირველად იყავი ამდენი ხნით მარტო წასული. არ გაგიჭირდა?

– კი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან სახლი მენატრებოდა. მაგრამ, მალე შევეჩვიე და სკაიპმა გადამალახინა ეს პრობლემა.

– რა პროფესია აირჩიე სამომავლოდ?

– უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

– მოდელობას, თუ აღიქვამ სერიოზულ პროფესიად?

– თავიდან რომ დავიწყე მოდელობა, სერიოზულად არ ვუყურებდი, ალბათ, იმედიც არ მქონდა, რომ კონტრაქტით უცხოეთში წავიდოდი. როცა ნინომ თავის სააგენტოში გადასვლა შემომთავაზა, ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. სამოდელო სფერო ძალიან განსხვავდება უცხოეთსა და საქართველოში. იქ სულ სხვანაირი სიტუაცია დამხვდა. ბევრმა არ იცის რამდენი შრომა უწევს თითოეულ მოდელს. ალბათ, ყველა ვერ გაძლებს ამ სფეროში, რადგან მართლა ძალიან შრომატევადია. ძალიან მიხარია, რომ გამოცდილება მივიღე. რაც შეეხება Look Models-ს, ის მართლა გასხვავდება, სხვა სააგენტოებისგან. უცხოეთის ბევრ წამყვან სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს და თავის მოდელებს საშუალებას აძლევს, კარიერა უცხოეთში გაიკეთონ. ასე რომ, კარგი არჩევანი გავაკეთე.  

– როცა ძალიან იღლები, არასდროს გიფიქრია, მოდელობისთვის თავი დაგენებებინა?

– არა, მოდელობა ჩემი არჩევანია და რადგან ავირჩიე, ბოლომდე უნდა მივყვე.

– ეტყობა, მიზანდასახული ხარ.

– კი, ნამდვილად. 

– როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ უცხოელებს შენში?

– ახლა უკვე ისეთი ტენდენციაა, რომ ძალიან გამხდარი მოდელები აღარ სჭირდებათ. მე არც ძალიან გამხდარი ვარ და სიმაღლეც ხელს მიწყობს, ამიტომ, ალბათ, მათ სტანდარტებში ვჯდებოდი. 

– რა სიმაღლის ხარ?

– 182 სანტიმეტრი. 

– ამჯერად რა გეგმები გაქვს?

– ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესი მიდის, რის შედეგადაც, შესაძლოა, მაიამიში წავიდე კონტრაქტით. მილანში მნახეს იმ სააგენტოს სკაუტებმა და ჩემს დედა სააგენტოს, ანუ Look Models-ს დაუკავშირდნენ. ესაუბრნენ ნინოს და თანამშრომლობა შესთავაზეს. როგორც უთხრეს, ძალიან დაინტერესდნენ ჩემით და სურთ, კონტრაქტი გააფორმონ. ჯერჯერობით მოლაპარაკება მიდის. როგორც ვიცი, ამერიკის სააგენტოში მოხვედრა ძალიან რთულია, თუ პირადად არ ჰყავთ მოდელი ნანახი. ამერიკაში ფოტოების გაგზავნით, ნაკლებად თანხმდებიან, ადგილზე სურთ, ნახონ გოგონა. 

– რატომ?

– სამუშაო ვიზა ძალიან ძვირი ჯდება და არ რისკავენ. რადგან პირადად მნახეს და ახლოს გამიცნეს, მზად არიან, სამუშაო ვიზა გამომიგზავნონ, თანხა ჩადონ ჩემში და წამიყვანონ. ასე რომ, ყველაფერი წინ არის...

 

скачать dle 11.3