კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

გაუფრთხილდით ღვიძლს

 

ღვიძლი შლის ორგანიზმში მოხვედრილ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ვიტამინების სინთეზიც მას ეხება, სისხლსაც ამდიდრებს და გვიცავს ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავისგან. დროდადრო ღვიძლს ძალიან უჭირს. დადგენილია, რომ სწორი მუშაობისთვის მას ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, E და F ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი. 

არავითარ შემთხვევაში, არ მიიღოთ საკვები ძილის წინ. ივახშმეთ საღამოს შვიდ საათზე მსუბუქად. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურაც. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ცივი ან ცხელი. უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, რძეს, თევზს, წიწიბურას, მცენარეულ ზეთს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები, მაგალითად, სტაფილო, გარგარი, ჭარხალი და სხვა. 

ღვიძლისთვის ძალიან კარგია ძველი პური, განსაკუთრებით შავი. მავნეა თეთრი, თბილი და ფუმფულა პური. ყოველდღე მიირთვით ვეგეტარიანული წვნიანი კერძი, ასევე, მწვანილი, თაფლი, რძიანი ჩაი. 

რაციონიდან ამოიღეთ სპირტიანი სასმელები, ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცს და შემწვარ თევზს, სოკოს, ნაყინსა და შოკოლადს.

 

ცხვირით სუნთქვის გაძნელება სინუსიტებით დაავადებას ავითარებს

სინუსიტების განვითარების მთავარი მიზეზი ცხვირით სუნთქვის გაძნელებაა. ცხვირის დანამატი ღრუები ლორწოვანი გარსით ამოფენილი ჰაერის შემცველი წიაღებია. ლორწოვანა ლორწოს გამოიმუშავებს, რომელიც ცხვირის საშუალებით ხახაში გადადის. ამ პროცესში კი ცხვირიდან შესული ჰაერი ეხმარება. თუ რამე მიზეზით ჰაერის შესვლა შეფერხებულია, ლორწო გუბდება. ამას ერთვის ინფექციაც, რაც საბოლოო ჯამში, მწვავე სინუსიტის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სუნთქვის გაძნელებას იწვევს ცხვირ-ხახის ადენოიდების ზრდა. ხშირად სინუსიტი სურდოშიც კი ეშლებათ და მას ყურადღებას არ აქცევენ. ამის გამო, ანთებითი პროცესი მოგვიანებით სხვა წიაღებზეც გადადის და ვითარდება ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. გარდა იმისა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება სინუსიტებს იწვევს, ის ხშირად შუა ყურის ანთებით მთავრდება. 

მწვავე სინუსიტების დროს, ადამიანს თავის ტკივილი სტანჯავს. ფრონტიტის დროს კი, ტკივილი შუბლის არეში შეინიშნება. ჰაიმორიტის დროს ტკივილი გადაეცემა, ასევე, შუბლის, ყვრიმალის, საფეთქლის არეს და კბილების ტკივილიც კი აღინიშნება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, ტემპერატურის მატება, სისუსტე. 

ქრონიკული ანთების დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს, ჩირქოვანი გამონადენი კი დიდხანს გრძელდება. მკურნალობის დროს აუცილებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენა, დაგროვილი ლორწოს გამოდევნა. ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, მარილიანი ხსნარიც გამოიყენოთ. კერძოდ, ერთ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი, გაწურეთ და ორ-ორი წვეთი ჩაიწვეთეთ თითო ნესტოში. 

მწვავე ჰაიმორიტის დროს, გარდა ცხვირის წვეთებისა, შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. 

ქრონიკული სინუსიტის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი. დანამატი ღრუების ანთებას შესაძლოა, სერიოზული გართულებაც მოჰყვეს. ცხვირის დანამატი ღრუები მჭიდრო კავშირშია თვალთან. ამიტომ, ჩირქოვანი პროცესი ადვილად აღწევს თვალის ბუდეში და იწვევს აბსცესს. ამას თან ხშირად ქალასშიდა გართულებებიც მოჰყვება ხოლმე. ეს კი ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

სინუსიტების გამწვავება, ძირითადად, სიცივეში ხდება. 

 

ორგანიზმში რკინის დეფიციტი  ანემიას იწვევს, კობალტის უკმარისობა კი – სისხლის კიბოს

რკინა აუცილებელია სისხლის წარმოსაქმნელად. ის უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ფილტვებიდან ქსოვილებში. ადამიანის ორგანიზმში რკინის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნება ანემია. მას თან ახლავს სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, საერთო ჯანმრთელობის გაუარესება და ასე შემდეგ.

რკინა შედის ჰემოგლობინის, ანუ სისხლის წითელი პიგმენტის შემადგენლობაში. სისხლის წითელი სხეულაკები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. იქიდან კი სისხლში ხვდება და ცირკულირებს მასში. შემდეგ, დროთა განმავლობაში, იშლება შემადგენელ ნაწილებად და რკინა, რომელსაც ის შეიცავდა, ხვდება ღვიძლში, ელენთაში და იქ ინახება. ადამიანის ორგანიზმი რკინას კარგავს ოფლის გამოყოფის დროს და შინაგანი ორგანოების უჯრედების დაღუპვისას.

ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება რკინაზე დაახლოებით 20 მილიგრამია. სხვათა შორის, ბევრ ადამიანს აღენიშნება მისი ნაკლებობა. ამ მიკროელემენტის უკმარისობის მიზეზი კი ის არის, რომ რკინა, როგორც კალციუმი, ყოველთვის კარგად არ შეითვისება. სხვათა შორის, ძნელად შესათვისებელია რკინა, რომელიც არის ხორცსა და ბურღულეულში. რკინას უხვად შეიცავს მწვანე ბოსტნეული, თალგამი, მდოგვი, წიწმატი, ღვიძლი, თირკმელი, კვერცხის გული, მოლუსკები. 

როგორც კალციუმი, რკინაც არ შეიწოვება ნაწლავებში შაველისა და ფიტინის მჟავების არსებობისას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის შედეგადაც უნდა გამოიყენოთ რკინის შემცველი პროდუქტები დღიურ ნორმაზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით. ორგანიზმმა რკინა კარგად რომ შეითვისოს, აუცილებელია C და B12 ვიტამინები.

კობალტი არის B12 ვიტამინის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმატებით გამოიყენება მკურნალობის დროს. კობალტის უკმარისობამ შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის კიბო.

კობალტი აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე, სისხლის წითელი სხეულაკების წარმოქმნისთვის. ის არეგულირებს ადრენალინის შემცველობას, კერძოდ, თირკმლის ზედა ჯირკვლის ჰორმონის შემცველობას.

 

პნევმონია უეცრად, ძლიერი შემცივნებით იწყება და ის ძალიან საშიში დაავადებაა

პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია: ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკოპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.

 მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან აღწევს, უფრო იშვიათად კი – სისხლის ან ლიმფოგენური გზით.

 ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელობა ენიჭება ხველების რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.

 დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გაციება, თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ.

 პნევმონია უეცრად, ძლიერი შემცივნებით იწყება, ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, იგრძნობა ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისისთვის აღინიშნება მშრალი ხველა, შემდეგ კი – ჩირქოვანი ნახველი. ტემპერატურული რეაქცია გრძელდება ერთი კვირა, შემდეგ კი დაბლა იწევს.

 

თაფლი მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ბუნებრივ ელექსირად მიიჩნევა. ადამიანი მისგან ძალასა და ენერგიას იღებს.

თაფლი მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს. არც ერთი ბუნებრივი პროდუქტი არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც თაფლი, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით. კერძოდ, მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ამინომჟავები, ჰორმონები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე.

ეს პროდუქტი განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ანტიბაქტერიული შემადგენლობის წყალობით, ის დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.

ასე რომ, თაფლი აუცილებელი პროდუქტია და მისი ჩართვა ყოველდღიურ რაციონში, მით უმეტეს, შემოდგომით, როცა წინ ცივი ზამთარი გველის, უბრალოდ, აუცილებელია. გამყარებული იმუნიტეტი ამ სეზონზე მთელ რიგ ვირუსებს უწევს წინააღმდეგობას, ამაში კი თაფლს უდიდესი როლი ენიჭება.

 

გაციებისთანავე ბუნებრივად შეეცადეთ დაავადების დამარცხებას

 თუ გაცივდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ცუდი განწყობა უარყოფითად მოქმედებს ავადმყოფ ადამიანზე. 

 გაციებისთანავე ნუ შეეცდებით მასთან მედიკამენტებით ბრძოლას, რადგან, წამლების მიღებამ, შეიძლება, მხოლოდ შეასუსტოს ისედაც სუსტი იმუნიტეტი. სასურველია, ამ დროს საკუთარ ორგანიზმს ძალების მობილიზების საშუალება მისცეთ და ბუნებრივად მოახერხოთ დაავადების დამარცხება. ასეთ შემთხვევაში კი სამკურნალო ბალახები დაგეხმარებათ, რომელთა შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. 

პიტნა არაჩვეულებრივად და სწრაფად უმკლავდება თავის ტკივილს, ხოლო მისი ნახარში ძალიან ეფექტურია გაციების წინააღმდეგ და სიცხის დასაწევად. 

როზმარინის ნაყენი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ადამიანს ვირუსებთან ბრძოლაში. ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას კი როზმარინის თბილი აბაზანა მოგიხსნით. 

ლავანდის ყვავილები – თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. სწორედ ამიტომ, ნერვული დაავადებების დროს, ის არაჩვეულებრივი და შეუცვლელი საშუალებაა. ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაზღვევად რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი დაასხით ცხვირსახოცზე და პერიოდულად შეისუნთქეთ მისი არომატი. 

თიამინის ყვავილები და ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტისეპტიკური, ხველებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ხველების, ბრონქული ინფექციებისა  და ყელის ტკივილის დროს გაიკეთეთ თიამინის ინჰალაცია. 

სალბს იყენებენ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების დროს, ასევე, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ეს მცენარე კარგი სადეზინფექციო საშუალებაა და არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ანგინის დროს. პირველივე სიმპტომის შეგრძნებისას უნდა მიიღოთ სალბის ნახარში, კერძოდ, მოადუღეთ სალბის ნაყენი: 100 მილილიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 4 ჩაის კოვზი სალბი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ეს ნაყენი დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.

 

скачать dle 11.3