კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცოდვაა ყველაზე საშიში და როდის იგმობა ადამიანის მიერ სხვა ადამიანის სულიერი წყობა

ქრისტიანებს წესად უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა. ზრუნვა კი გამოიხატება მათთვის ლოცვაში, ერთმანეთის ლოცვებში მოხსენიებაში და არა მათ განკითხვასა და დამცირებაში. ამისთვის კი საკუთარ გულში ჩახედვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. რაც უფრო ღრმად იხედება ადამიანი საკუთარ გულში, რაც უფრო მეტად ნათდება სულიწმიდის მადლით, მისთვის უფრო ადვილი დასანახი ხდება თავისი დაცემული ბუნება და ის, ასევე, ხედავს ღმერთის უსაზღვრო მოწყალებას, მის სიყვარულს. ეს კი სხვა ადამიანების მიმართ უღვიძებს სიყვარულის გრძნობას მათთვის ლოცვის, ზრუნვისა და დახმარების სურვილს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 

– მართლმადიდებლური დოგმატიკისა და ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სწავლება ეკლესიის შესახებ. მაშინ წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემებზე დაყრდნობით ყალიბდებოდა მართლმადიდებლური სწავლება წმიდა სამების შესახებ. მსოფლიო კრებებზე დოგმატის სახით ჩამოყალიბდა სახარებისეული სწავლება ქრისტეს შესახებ, ბოლო საუკუნეებში კი წინა პლანზე უფრო ეკლესიოლოგიური პრობლემები წამოიწია. სწავლება ეკლესიის შესახებ ის ძირითადი ზღვარია, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროს არამართლმადიდებლურისგან გამოყოფს. ეს სწავლება ქრისტიანების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია და მუდმივ ეჭვებს იწვევს. ეკლესიის ყველაზე საფუძვლიანი განსაზღვრება არის ის, რომ ეკლესია, როგორც პავლე მოციქული ამბობს‚ ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომელიც რეალურად არსებობს ყოველი ღვთისმსახურების დროს. ეკლესია ადამიანს მარადისობისთვის ამზადებს. 

– როგორ ხდება ადამიანის მომზადება მარადისობისთვის? 

– მიწიერი მებრძოლი ეკლესია ტანჯვითა და ტკივილით შობს ყოველ ადამიანს მარადიული ცხოვრებისთვის. ეკლესია არის ღმერთისადმი ადამიანის სიყვარულისა და ადამიანების ერთმანეთისადმი სიყვარულის ერთიანობა. ეკლესია არის სულიერი სიყვარულის განსახიერება და ლოცვასა და ღმრთისმაძიებლობაშია გაცხადებული. ეკლესია, როგორც მამები გვასწავლიან‚ არის სინათლის წრე, რომლის საზღვრებს იქით რჩება სოფელი, თავისი მოუნანიებელი ვნებებით, ეგოიზმით. ეკლესია არის ერთობა ლოცვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიის ლოცვა მეტია, ვიდრე ეკლესიაში მყოფი ადამიანების ლოცვა, რადგან იქ წმიდანები და ანგელოზები ადამიანებთან ერთად ლოცულობენ. ეკლესიაში ადამიანები თავს ისე გრძნობენ, როგორც უძლეველ ლაშქარში, მის გარეთ კი მარტოს უწევთ ბრძოლა ბოროტ ძალებთან. ეკლესია სულიერი სასწავლებელია. ვისაც ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა საეჭვოდ მიაჩნია, იმას ავიწყდება, რომ განათლება საკუთარ სახლში კი არ მიუღია, არამედ, სკოლასა და სასწავლებელში. შემეცნების თვალსაზრისით, ეკლესია არის სულიერი ცოდნის უწყვეტი ნათელი ნაკადი, რომელიც ქრისტესგან მოედინება მოციქულებისა და მათი მემკვიდრეების საშუალებით. ხალხი ეკლესიაში ღმერთის სიტყვის სინათლის არეში ექცევა, სულით, სხეულით, რომელიც რწმენითა და სიყვარულით ერთი მიზნითა და ერთი საშუალებებით არის გაერთიანებული. ღვთის სიტყვის გარეშე ხალხი ბრბოა, კონცენტრირებული ვნებებისა და საკუთარი ბნელი, ქვეცნობიერი იმპულსების ტყვე. ეკლესიაში ადამიანი პიროვნებად ყალიბდება და, რაც მთავარია, ეკლესიის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ცხონება, სულის ხსნა‚ ანუ გადარჩენა. 

– ადამიანები დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ, თითქოსდა სულის გადარჩენაზეც ზრუნავენ, მაგრამ, ტაძრიდან გამოსულები მაშინვე ცოდვილ მდგომარეობას უბრუნდებიან. განსაკუთრებულად კი განკითხვის ცოდვას სჩადიან ყოველ ნაბიჯზე, ამაზე არავინ ამბობს უარს და, რაც მთავარია‚ ეს ყველაზე უმნიშვნელო ცოდვად მიაჩნიათ.

– როდესაც ადამიანი საკუთარ უსჯულოებას უყურადღებოდ ტოვებს, ის მაშინვე იწყებს მოყვასის ცოდვების თვალთვალს. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ მასზე ცუდს ამბობს, განიკითხავს და ამცირებს, ბოლოს კი თვითონ ვარდება ასეთივე ცოდვებში. არადა, არაფერი ისე არ განაშორებს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცვავს ადამიანს და არ განაშორებს მას ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა. თუმცა‚ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განკითხვა სხვა რამეა და დამცირება – სხვა. დამცირება ის მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ განიკითხავენ მოყვასს, არამედ, კიდეც სძულთ და ზიზღით ზურგს აქცევენ. ეს ცოდვა განკითხვაზე უფრო დამღუპველია. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩააგონოს შიში იმისა, რომ ხვალ, შეიძლება‚ თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვასა და დამცირებას განერიდება. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა ეშმაკის საქმეა და, თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით და საკუთარ თავს, სულსაც ვაგინებთ. განკითხვა აღემატება სხვა ცოდვებს, ამ დროს იგმობა ადამიანის სულიერი წყობა და განაჩენი ეცხადება მთელ მის ცხოვრებას. არასდროს არ ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: რატომ ვეძებთ სხვაში ცოდვას და საკუთარ თავში ამას ვერ ვხედავთ? დასჯისა და გამართლების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, რადგან, მხოლოდ მან იცის თითოეული ადამიანის სულის მდგომარეობა. ამის გათვალისწინებით ასამართლებს ის თითოეულ მათგანს. სხვადასხვა საზომით განსჯის ღმერთი ეპისკოპოსსა და საერო მმართველს, იღუმენსა და მოწაფეს, მოხუცსა და ახალგაზრდას, ავადმყოფსა და ჯანმრთელს. შეიძლება‚ ძმა უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ, ერთი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული, რომელიც ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება, შენ კი განსჯი და განიკითხავ მას და სულს იმძიმებ. ან, შეიძლება‚ დაეცა ადამიანი, მაგრამ, შენ ხომ არ იცი, მან რამდენი იღვაწა და რამდენი სისხლი დაღვარა ამ დაცემამდე? შენ მხოლოდ ცოდვას ხედავ, ღმერთი კი სხვა რამესაც ხედავს, ამიტომაც იწყალებს, შენ კი მხოლოდ ცოდვის დანახვის გამო განიკითხავ.

– როგორ უნდა განეშოროს ადამიანი ამ მძიმე ცოდვას? 

– ამ ყველაფრის სათავე უსიყვარულობაა. სიყვარული რომ გაგვაჩნდეს‚ მაშინ მზრუნველობით მოვეკიდებოდით მოყვასის ნაკლს, მის ჩადენილ ცოდვას და არ განვიკითხავდით, არც დავამცირებდით. რადგან‚ როგორც ნათქვამია‚ „ცოდვათა სიმრავლე სიყვარულს ფარავს“. წმიდანებს ჩვენზე მეტად სძულდათ ცოდვა და ადამიანურ ნაკლოვანებებსაც კარგად ამჩნევდნენ. თუმცა‚ მათ არ სძულთ ცოდვილი და არ განიკითხავენ მას, პირიქით‚ თანაუგრძნობენ, არიგებენ, ამშვიდებენ, მკურნალობენ და ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად. დიდი მოთმინებითა და სიყვარულით ეკიდებიან წმიდანები ცოდვილ ადამიანს, განუწყვეტლივ მფარველობენ და ზრუნავენ მათზე, რათა ისინი გამოსწორდნენ და განმტკიცდნენ ქრისტეს სარწმუნოებაში. ამიტომ, ჩვენც გვმართებს, მათგან ვისწავლოთ მოყვასის სიყვარული‚ მისი შემწყნარებლობა, თავი უნდა დავანებოთ დამღუპველ განკითხვას, ძვირის თქმასა და დამცირებას. არავინ ტოვებს თავისი სხეულის ნაწილს უყურადღებოდ, უვლის მას, ცდილობს‚ განკურნოს; ამიტომაც, ასე უნდა თანავუგრძნოთ სხვა ადამიანებსაც, რადგან ჩვენ მრავალნი – ერთნი ვართ ქრისტეში. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი თავის მსგავს ადამიანთან, მით უფრო ახლოს არის ის ღმერთთან, რადგან ქვეყანა წრეა, ცენტრი – ღმერთი, რადიუსები კი ადამიანების ბედი. რაც უფრო მეტად შედის ადამიანი წრის შიგნით, მით უფრო უახლოვდება ის არა რადიუსებს, არამედ სხვა ადამიანებს და, პირიქით, როცა ადამიანი სცილდება სხვებს, ის ღმერთისგანაც შორს იმყოფება. თავად უფალი ამბობს: „ორგულო, ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან, შემდეგ მოითხოვე ძმის თვალიდან ბეწვის ამოღება“. როგორც ხედავთ‚ უფალმა მოყვასის ცოდვა ბეწვს გაუტოლა, ხოლო განკითხვა – დირეს. ამიტომაც, ეს ცოდვა სხვა ცოდვებზე საშიში და აღმატებულია. 

скачать dle 11.3