კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გაბრიელ ეპისკოპოსი: ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ ის თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ, ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებლობა, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ.

მიტროპოლიტი ანტონი: ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უღირს, სუსტ, უშნო ადამიანებს და შეგვიძლია, დავინახოთ სრულყოფილი ადამიანი ქრისტეს პიროვნებაში. დავინახოთ ის, როგორც სრულქმნილება და შევიცნოთ, როგორც ღმერთი ჩვენი და უფალი ჩვენი. ეს შეგვიძლია იმიტომ, რომ სულიწმიდა გარდმოვიდა დედამიწაზე და აგვიხილა თვალი. ის ნუგეშისმცემელია, მტკიცეა, სიხარულია. ის ჩვენში, თითქოსდა, ჩვენს ქრისტესთან მსგავსებას, ჩვენს ღვთიურ სახეს გვანახვებს. ესაა ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული საიდუმლო.

არქიმანდრიტი რაფაელი: ეშმაკი იმ ანგელოზებრივ ძალასა და სილამაზეზე, დიდებასა და სახეზე ამყარებდა იმედებს, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიცემული, იმედოვნებდა, როგორც მარადიულად მის კუთვნილებაზე. ამიტომაც დაეცა და წყვდიადის სულად იქცა.

წმიდა სილუანი: მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს. იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე, ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არ აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა არ იცის გზა ხსნისა, შევიდნენ სიბნელეში და ვერ ხედავენ ჭეშმარიტების ნათელს. ის კი არის, იყო, იქნება და ყველას სიყვარულით ეძახის თავისკენ: „მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. შემიცანით მე და მოგცემთ სიმშვიდეს და თავისუფლებას“. აი, ჭეშმარიტი თავისუფლება, როცა ჩვენ ღმერთში ვართ.

პრესვიტერი ისიხი: ვისაც არა აქვს აზრებისგან სუფთა ლოცვა, მას არ აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.

მღვდელ-მონაზონი ვლადიმირი: ვისაც სათნოების მოპოვება სურს, უწინარე ამისა, მისი საწინააღმდეგო ბოროტება უნდა მოიძულოს. თუ გსურს, იგლოვდე და ტიროდე ღმერთში, უნდა მოიძულო ამაო მხიარულება და სიცილი. გსურს შეიმოსო თავმდაბლობით? შეიძულე ამპარტავნება. გსურს თავშეკავებული იყო? – შეიძულე ნაყროვანება. უმანკოება გსურს? შეიძულე ვნებათადმი მონება. გსურს მოწყალე იყო? შეიძულე ვერცხლისმოყვარეობა. უდაბნოში მდუმარების ღვაწლის მოსურნეს, მართებს, შეიძულოს ამაოება და ცხოვრებისადმი საზრუნავი. ვისაც გართობა არ სურს, განმარტოვდეს. ვისაც ენის დამორჩილება სურს – სასმენელი დაიხშოს, რათა ზედმეტი რამ არ გაიგოს. ვისაც სურს, მუდამ ღმერთის შიში ჰქონდეს, მოიძულოს თავისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, შეიფაროს მწუხარება და შეჭირვება და მაშინ შეძლებს, გულწრფელად ემსახუროს ღმერთს.

скачать dle 11.3