კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს თბილისში მცხოვრებ 54 წლის მამაკაცს და რისი იმედი აქვს ამერიკაში მცხოვრებ ესტონელ ქალს

52 წლის კულვი პრაისი ეძებს 54 წლის ქართველ მამაკაცს (სახელი და გვარი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ქართველ მამაკაცს, რომელიც ამჟამად 54 წლის უნდა იყოს. ის 1982-1983 წლებში იმყოფებოდა ესტონეთში, ქალაქ ტალინში სადაც ჩვენ გავიცანით კიდეც ერთმანეთი. სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ გავიხსენე მისი სახელი (რადგან ქართული სახელები ჩემთვის საკმაოდ ძნელი დასამახსოვრებელი იყო). მყავს 28 წლის ვაჟი (რომელიც მისი შვილია) და მე და ჩემი შვილი ერთად ვეძებთ მას. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ისტორია და თქვენს რუბრიკაში გამოაქვეყნოთ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ხუთი წელია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი და არაერთი საინტერესო ისტორია გამიგია და დამიბეჭდავს. ქალბატონი პრაისის ისტორიაც ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახსოვს იმ მამაკაცის სახელი და გვარი, ვისაც ეძებს, ის მაინც არ კარგავს მისი პოვნის იმედს. ამ იმედს კი მას რუბრიკა „დაკარგულებიც“ უღვივებს. ფოტოზე პრაისი სწორედ ისეთია, როგორიც უნდა ახსოვდეს ტალინში გაცნობილ ქართველ მამაკაცს; ასევე, საყურადღებოა იმ სასტუმროს ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და, წესით, უნდა გაიხსენოს იქ თავს გადახდენილი ამბავი.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მოხდა 1983 წელს ტალინში, როგორ გაიცანით და შემდგომ რატომ დაკარგეთ ერთმანეთი თქვენ და იმ ადამიანმა, ვისაც ეძებთ?

– მე ეროვნებით ესტონელი ვარ, ჩემი დაბადების სახელი და გვარია კულვი ლეპიკი. დავიბადე 1960 წელს, ესტონეთის ქალაქ ტაპაში, იქვე ვსწავლობდი, შემდგომ კი სამუშაოდ ქალაქ ტალინში გადავედი. 1983 წლის ზაფხულში გავიცანი ქართველი მამაკაცი, რომელიც სულ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული ტალინში. ჩვენ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. ეს იყო მართლაც დაუვიწყარი სიყვარული, რომელიც, სამწუხაროდ, მისი სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა. მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი და დიდად არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ჩვენ გვქონდა რომანი, მაგრამ, მე არც კი ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი... სამწუხაროდ, იმ ბიჭის (მაშინ ბიჭი იყო) სახელი ვერ დავიმახსოვრე, ბუნებრივია, არც გვარი მახსოვს. 1984 წლის მაისში გამიჩნდა ბიჭი და სახელად რენატო დავარქვი. ამჟამად ის 28 წლისაა და ჩემთან ერთად ეძებს მამას. ვიცი, რომ ჩვენი ისტორია ძალიან რთულდება იმით, რომ არ მახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი, მაგრამ, ძალიან მინდა მისი მოძებნა და მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ. დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ უარით არ გამომისტუმრეთ და, როდესაც დაგიკავშირდით, დამთანხმდით დახმარების გაწევაზე.

– კიდევ რა საგულისხმო ინფორმაცია გაგაჩნიათ, სად ხვდებოდით ერთმანეთს? გვიამბეთ ყველაფერი, რაც იმ კაცს ეხსომება.

– მაშინ მე ტალინის სასტუმრო „პალასის“ რესტორნის მთავარ მოლარედ ვმუშაობდი. სწორედ იქ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და მას აუცილებლად უნდა ახსოვდეს ეს სასტუმრო, რომლის ფოტოსაც გიგზავნით ჩემს ფოტოსთან ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ, ის, ვისაც ვეძებ, წაიკითხავს ამ სტატიას და მიხვდება, რომ საუბარი სწორედ მასზეა. ასევე, ვიცი, რომ ის კაცი თბილისელი  უნდა იყოს და იმ დროს ის თბილისში ცხოვრობდა.

– გამოდის, მან არ იცის, რომ შვილი ჰყავს თქვენგან. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება მას, როდესაც ამ ამბავს გაიგებს?

– თუკი მას თავისი ოჯახი აქვს და შვილებიც ჰყავს (რაც ბუნებრივიცაა), მე არანაირად არ მსურს მის პირად ცხოვრებაში რაიმე დისკომფორტი შევიტანო. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ შვილმა გაიცნოს მამა, მით უმეტეს, რომ ის უკვე 28 წლის არის. რენატოს ძალიან უნდა მამის ნახვა. ის ოცნებობს იმაზე, რომ, შეიძლება, საქართველოში მას ნახევარდები ან ნახევარძმები ჰყავდეს.

– აქამდე თუ ეძებდით მას და როგორ?

– ალბათ, დამეთანხმებით, რომ, იმ მონაცემებით, რაც მე გამაჩნია, დამოუკიდებელ ძებნას აზრი არ აქვს, აქ უკვე პროფესიონალის ხელია საჭირო. ვიცი, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მაინც მჯერა, რომ მას ვიპოვით – ისტორია ხომ ზუსტად გიამბეთ. გამორიცხული ამბავია, რომ თბილისიდან ბევრი კაცი ჩამოსულიყო ტალინში 1983 წელს და, თან, სასტუმრო „პალასის“ რესტორანში მთავარი მოლარე ქალი გაეცნო.

– თქვენ მე ამერიკიდან დამიკავშირდით, ამჟამად სად ცხოვრობთ?

– 1989 წლიდან მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფრიდში. ტალინში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მიუხედავად დიდი ტერიტორიული სიშორისა, მე თქვენი და თქვენი მკითხველის დიდი იმედი მაქვს.

– პოვნის შემთხვევაში რას გეგმავთ?

– მინდა, რომ ჩემმა შვილმა გაიცნოს მამა, მით უმეტეს, რომ ფიზიკურად ძალიან ჰგავს მას. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეგოისტი ქალი ვარ, უბრალოდ, მე ვარ დედა, რომელმაც მარტომ გავზარდე შვილი. მისგან არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მისი პოვნა და მამა-შვილის შეხვედრა მინდა.

 თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3