კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე „ღარიბი“ პრეზიდენტი

 

კითხვა – „რამდენი გაქვს ხელფასი,“ – მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოში უტაქტო კითხვების ათეულში, ალბათ, პირველ პოზიციაზე ფიგურირებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ქვეყნის პირველ პირებს ეხება, კითხვაზე პასუხი გასაჯაროებულია და, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენს იღებს თვეში ესა თუ ის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან მეფე – ღიაა. საინტერესო იქნება მიმოვიხილოთ მსოფლიო ლიდერების სახელფასო დეკლარაციები.

თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი თვეში 900 დოლარს იღებს ხელფასის სახით, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. თუმცა, ამავე დროს, ბერდიმუჰამედოვი გახლავთ სახელმწიფო კომერციული ბანკის – „პრეზიდენტბანკის” დამფუძნებელი და ამ ბანკის ფონდი პირადად მის საკუთრებას წარმოადგენს, თანხა კი საკმაოდ სოლიდურია – 60 მილიონი ამერიკული დოლარი. 

პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთი „ღარიბი” პრეზიდენტია ბელორუსის მუდმივმოქმედი მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომლის თვიური ანაზღაურება 300 ამერიკული დოლარია, თუმცა ბელორუსის ოპოზიციური მედიის ცნობით, ლუკაშენკოს ხელფასი გაცილებით მეტია – 2 300 დოლარი. საინტერესოა, რომ თავად პრეზიდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს და საკუთარ ხელფასს თითქმის არ ხარჯავს. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ხელფასი რამდენჯერმე იყო აზერბაიჯანული პარლამენტის – მილი-მეჯლისის განხილვის თემა. სწორედ პარლამენტის დადგენილებითა და ალიევის ინიციატივით, მისი ხელფასი რამდენჯერმე შემცირებულა და ამჟამად ილჰამ ალიევი თვეში 16 500 დოლარს იღებს, არადა, მისი ხელფასი წარსულში 19 500 იყო. 

სოლიდური ხელფასი აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს – თვეში 6 500 დოლარი. მას ცოტათი ჩამორჩება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის ხელფასი თვეში 6 200 დოლარია, მისი წინამორბედის, დიმიტრი მედვედევის ხელფასი კი პრეზიდენტობის პერიოდში 7 500 დოლარი იყო თვეში. თუმცა, ესპანური გამოცემა ABC-ის ცნობით, პუტინი და მედვედევი წელიწადში 60-60 ათას ევროს იღებდნენ ხელფასის სახით. იმავე გამოცემის ვერსიით, ევროპელი ლიდერების ხელფასები 57-დან 204 ათას ევრომდე ვარირებს. მაგალითად, საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადიმოსი წელიწადში 57 600 ევროს იღებდა ხელფასის სახით. ანალოგიური ხელფასი აქვს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ პედრუ პასუშ კოელიუს – 58 680 ევრო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რაჰოის  ხელფასი წლიური 78 125 ევროა, მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო ხელფასის სახით წლიურ 91 282 ევროს იღებდა. საინტერესოა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია ხელფასის სახით პრემიერზე ოდნავ ნაკლებს – წლიურ 73 486 ევროს იღებს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის სხვა მინისტრები წელიწადში 68 ათას ევროს. აღსანიშნავია, რომ კატალონიის პრეზიდენტ არტურო მასას ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს – წლიური 144 000 ევრო. ასევე, ცნობილია, რომ ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოს პირველმა, პირადად შეიმცირა ხელფასი 7 პროცენტით და, 300 ათასი ევროს ნაცვლად, 20 ათასით ნაკლებს იღებს წელიწადში. ცნობისთვის, ესპანეთის ბიუჯეტს სამეფო ოჯახის შენახვა წელიწადში 8,5 მილიონი ევრო უჯდება. ევროპელი ლიდერებიდან სოლიდურ ხელფასს იღებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი – წელიწადში  142 ათას  გირვანქა სტერლინგს. მასზე მეტი ხელფასი აქვს ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს – წლიური 208 ათას დოლარი და, ფინელების დათვლით, მათი პრეზიდენტი საათში 18 დოლარს იღებს. საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ამჟამინდელი ხელფასი თვეში 14 900 ევროა. ცნობილია, რომ ოლანდმა 30 პროცენტით შეიმცირა ხელფასი. მისი წინამორბედი ნიკოლა სარკოზი თვეში 29 ათას ევროს იღებდა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი საერთოდ არ იღებს ხელფასს – ასეთი მეთოდით წამოიწყო ბრძოლა მონტიმ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისთან. ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერებში ფიგურირებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის წლიური ხელფასი 305 800 ევროა, თუმცა, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელმა თავისი ხელფასის მომატების ბრძანებას მოაწერა ხელი და მომავალში რამდენიმე ასეული ევროთი მეტს მიიღებს. სხვა ევროპელი ლიდერების ხელფასებიდან აღნიშვნის ღირსია ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, ენდა კენის ხელფასი, რომელიც თვეში 14 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საინტერესოა, რომ კენის წინამორბედი – ბრაიან კოუენი, ერთ დროს ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერად ითვლებოდა და მისი ხელფასი 342 000 ევროს შეადგენდა. მსოფლიოს დანარჩენი ლიდერების ხელფასები შემდეგნაირია: ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგა იუდოიონო  წელიწადში 5 400 დოლარს იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ფილიპ იოი გაცილებით მეტს – 124 200 დოლარს წელიწადში; ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თვეში 500 დოლარს; ზიმბაბვეს დიქტატორი, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე – თვეში 1 733 დოლარს; ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი – თვეში 1 800 დოლარს; ნიგერიის პრეზიდენტი უმარ იარ-ადუა თვეში 2 142 დოლარს; ინდოეთის პრეზიდენტი კუმარ პრანაბ მუკერჯი – თვეში 3 374 დოლარს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი – 4 106 დოლარს; არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი – თვეში 4 839 დოლარს; ჩილეს პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა თვეში 13 776 დოლარს; გვატემალის პრეზიდენტი ალვარო კოლომა – თვეში 18 657 დოლარს; მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი – თვეში 27 312 დოლარს; ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა კი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „ღარიბ” პრეზიდენტად არის მიჩნეული, ხელფასის სახით თვეში 12 500 დოლარს იღებს, თუმცა, თავისთვის მხოლოდ 1 250 დოლარს იტოვებს, დანარჩენ თანხას კი ქველმოქმედებაში ხარჯავს. კენიის პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგას ხელფასი წელიწადში 427 000 დოლარია, რაც კენიის 240 მოქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლფასია. საინტერესოა, რომ, გავრცელებული ცნობის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სულაც არ გახლავთ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერი – მისი ხელფასი წელიწადში 400 000 დოლარია, მაშინ, როდესაც ჰონკონგის მმართველი დონალდ ცანგი წელიწადში ხელფასის სახით 500 000 დოლარს იღებს. გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ხელფასი 227 ათასი დოლარია წელიწადში, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერი კი სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნია, რომლის წლიური ხელფასი ბონუსებით 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მსოფლიო ლიდერების ხელფასების გათვალისწინებით, საინტერესოა, თუ რამდენს იღებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მიხეილ სააკაშვილის ჯერჯერობით ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წლიური ხელფასი 56 640 ლარია ანუ, თვეში 4 720 ლარი; ხოლო, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელფასს, ჯერჯერობით ეს თანხა უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ მისი წინამორბედები პრემიერ-მინისტრობის პოსტზე – ნიკა გილაური და ვანო მერაბიშვილი, ხელფასის სახით თვეში 10 520 ლარს იღებდნენ.

 

скачать dle 11.3