კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არაპროფესიონალიზმის სურნელი

ანუ, ვის რა და სად „უტყდება“

ისტორია მეტად ტკბილად იწყებოდა, იმდენად, რომ ბოლოში გამწარების ეჭვიც არ იყო, მაგრამ, რაკი ნათქვამია, „ასი მტერი ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“, მოვლენები შედარებით დრამატულად განვითარდა. კერძოდ, „ბილაინის“ მთავარმა მეფიარემ ქ-ნმა ბაღდავაძემ, სოციალურ ქსელში, ერთი შეხედვით, ფრიად უწყინარ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა („გავარკვიოთ საბოლოოდ! რომელი“), რისი მიზანიც სამ ჟურნალს შორის სასურველის გამორჩევა გახლავთ. მხოლოდ არჩევანს არ დასჯერდა და ისიც დასძინა, რომ (მომყავს ციტატა სიტყვასიტყვით): „თბილისელები არ უნდა დაგეწერათ, ყველს უტყდება მაგის დალაიქება“.

ბუნებრივია, ამ კომენტარის ავტორი რომ რიგითი მოქალაქე ყოფილიყო, ეს გემოვნების საქმედ ჩაითვლებოდა, მაგრამ, რაკი ქ-ნი ბაღდავაძე ფიარის სპეციალისტია (თუ მისი დასაქმების ადგილით ვიმსჯელებთ), სავსებით ბუნებრივია, რომ არაპროფესიონალიზმის სუნი გვეცა. ჩვენს ამ მოსაზრებას ქ-ნი ბაღდავაძე შემდეგნაირად გამოეპასუხა: „მე არ ვიცი, ვის რისი სუნი სცემს, ალბათ საკუთარი პირველ რიგში“. ცხადია, რეპლიკა შეურაცხმყოფელია, თუმცა, არის შემამსუბუქებელი გარემოებაც: თუ გავითვალისწინებთ, რომ ქ-ნმა ბაღდავაძემ „სუნი მცემს“ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, აშკარაა, რომ ფრიად მწირი წარმოდგენა აქვს იდიომატური გამონათქვამების ხიბლსა და დანიშნულებაზე, არცოდნა კი არცოდვაა.

 ერთი სიტყვით, სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ, მას შემდეგ, რაც, ჯერ „გასატყდომად“ მოგვნათლა, ხოლო შემდეგ – „სუნიანებად“, ქ-ნმა ბაღდავაძემ მოტივიც აგვიხსნა: (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მე ჟურნალ თბილისელებს დიდ პატივს ვცემ და ამ გამოკითხვაში დავაფიქსირე ის ფაქტი, რაც მთელს მსოფლიოში აქტუალური ტრენდია: მედია კვლევის დროს, ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ წერენ რასაც კითხულობენ, არამედ იმ მედია საშუალებას რომელსაც ისინი „უფრო ინტელექტუალურად /თვლიან! დიდ პატივს ვცემ იმ ჟურნალს რომელმაც არანორმალური კონკურენციის მიუხედავად, შეძლო ასობით ათასი ერთგული მკითხველის შენარჩუნება, ბოდიშს ვუხდი მას, ვინც არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი, ან არ მიეცა ჩემი გალანძღვის საშუალება (წერის სტილი დაცულია, პუნქტუაციისაც).“

მეორე მხრივ, რთულია, „ყველას უტყდება“ „არასწორად გაიგო“, თუმცა, ფაქტია, რომ, სახელდობრ, კომპანია „ბილაინს“ სულაც არ უტყდება „თბილისელებში“ საკუთარი რეკლამის ინტენსიურად განთავსება (ცხადია, მიზეზი ჟურნალის მაღალი ტირაჟია).

თუმცა, ჩვენ კვლავ „ბილაინის“ მთავარი მეფიარის ლოგიკას მივყვეთ: თუკი „თბილისელების“ მოწონება „გასატყდომია“, „ბილაინის“ რეკლამისთვის კი „თბილისელები“ ერთ-ერთი ოპტიმალური გამოცემაა, გამოდის, რომ, ქ-ნი ბაღდავაძის აზრით, „ბილაინის“ პროდუქციაც „ტეხავს“.

ხოლო, თუ ზემოთქმულის ფონზე ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სურათს გავიხსენებთ (განზრახ არ ვასახელებ, ბაზრის რა ნაწილებს იკავებენ „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“, თავად შეამოწმეთ), იქნებ, ესეც ხსენებული არაპროფესიონალიზმის სურნელით იწყება?!

скачать dle 11.3