კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნემოუშლელნი

უკვე მერვედ საღერღელაშლილები

 

ლამის მზის ამოსვლასავით შეეგუა ჩვენი პუტჩ თუ რევოლუციაგამოვლილი საზოგადოება, რომ ჩვენებურ ხალხის რჩეულებს, ჩვეულებისამებრ, მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ სამსახურში სიარული (და მერე რა, რომ ამ საქმეში ბიუჯეტი, ესე იგი, ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, გვარიან თანხას ვუხდიდით და ვუხდით). ჰოდა, რაკი არ ეპიტნავებოდათ, კოლეგების პულტებს ისე ეთამაშებოდნენ, როგორც ცანგალა – გოგონას. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ის-ის იყო ამომრჩეველმა იფიქრა, წარსულს ჩაჰბარდა ის მანკიერი ტრადიცია, რის მიხედვითაც, ერთი დეპუტატი ათი სხვის ნაცვლად აძლევდა ხმასო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იგინივე კვლავაც აძლევენ (ბუნებრივია – ხმას) სხვისი პულტით. ტელეკამერამ ასეთ ფაქტზე სულ ახლახან პარლამენტის წევრს, აწ უკვე უმრავლესოელ ბ-ნ გაჩეჩილაძეს წაასწრო (როგორც ჩანს, მავნე ჩვევა მსწრაფლგადამდებია).

 ჩვენ არ ვიცით, როგორ რეაქციას გამოამჟღავნებენ მერვე მოწვევის პარლამენტის მესვეურები ამ კონკრეტულ ფაქტზე, თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტი ამ საკითხს მეტად სკურპულოზურად არეგულირებს და მსგავსის ჩამდენს (სხვათა შორის, რატომღაც, მხოლოდ მას, ვისი პულტიც გამოიყენეს) ხელფასის 20 პროცენტის დაქვითვა ეკუთვნის.

მოკლედ, ჯერი ახალ უმრავლესობაზეა (თორემ, უთვალავჭირგამოვლილი საქართველოს მრავლისმნახველ მოსახლეობას ვერაფრით გააკვირვებ), თუმცა, უკვე ამთავითვე ჩნდება ეჭვი, რომ უმრავლესობაში ყოფნა თვით ყველაზე ზნეკეთილშიც კი, კანონის ჩარჩოებიდან გასვლის სურვილს აღძრავს.

 

скачать dle 11.3