კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადრენალინმოჭარბებულები

მარცხი ელანძეა

რაკი ახალი არაფერი გაგვიგია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქუთაისურ პარლამენტში ფეხსალაგების უსაფრთხოების პრობლემა გადაწყდა (შეგახსენებთ, რომ კარი შიგნიდან იკეტებოდა და, ამ მიზეზით, ხალხის რჩეულნი და მათთან დაახლოებული პირები იქ, სადაც მეფენი თავიანთი ფეხით დაიარებიან, წყვილ-წყვილად დადიოდნენ). თუმცა, მარცხმა ამჯერად სხვა მიმართულებიდან შემოუტია.

გასულ კვირას, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ბ-ნი ხუნდაძის სამუშაო კაბინეტში ჭერიდან გასანათებელი მოწყობილობა ჩამოვარდა. თან, განა მაშინ, როდესაც სამუშაო ოთახში არავინ იმყოფებოდა – კომიტეტის გაქანებული სხდომისას გამანათებელი ზედ მაგიდას დაეცა!

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ანუ, თავში არავის არაფერი მოხვედრია, თუმცა, თუ იმ სიურპრიზებს გავიხსენებთ, რაც ახალი პარლამენტის შენობამ უკვე შესთავაზა იქ მომუშავეთ და სტუმრებს, არც ახლებია გამორიცხული (ანუ, ვინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს მალავს წყლის წვეთის სისპეტაკის კონცეფციით შექმნილი ეს შენობა).

ბუნებრივია, შედეგზე პასუხს მე ვერ ვაგებ და ვერც უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარანტიას გავცემ, მაგრამ, ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, ადრენალინი ჩვენს რჩეულებს არ მოაკლდებათ არც სულიერი არსებებისგან და არც თითქოს უტყვი სამშენებლო მასალებისგან. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მრავალგზის გამოცდილ ჭეშმარიტებას, რომ „სულ ბნელია, რაცა ელავს“!  

скачать dle 11.3