კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შქმერული

საჭირო ინგრედიენტები: 1-1,200 კილოგრამი ქათამი, 100 მილილიტრი რძე, 1 თავი ნიორი, 80 მილილიტრი წყალი, მარილი, ზეთი.

მომზადების წესი: გაწმენდილ და გარეცხილ ქათამს წაუსვით მარილი, ზეთი და შეწვით, გნებავთ – აირღუმელში, გნებავთ – ქურაზე.

სანამ ქათამი იწვება, გაარჩიეთ ნიორი და დანაყეთ, რძე კი წყლით გააზავეთ.

მზა ქათამი გამოიღეთ და ტაფაზე დარჩენილი ცხიმი მოაგროვეთ ფიალაში. ქათამი დაჭერით და მოათავსეთ ღრმა ტაფაში ან ცეცხლგამძლე ფაიფურის ქვაბში.

მოამზადეთ მოსასხმელი სოუსი: ადუღებამდე მიიყვანეთ წყალნარევი რძე, უყავით ცოტა მარილი. ჩაასხით ფიალაში გადმოღებული ცხიმი, ჩაყარეთ დანაყილი ნიორი, კარგად აურიეთ და ცხელივე მოასხით დაჭრილ ქათამს. დადგით კერძი დაბალ ცეცხლზე, სულ რაღაც, 2 წუთით. უგემრიელესია.

скачать dle 11.3